"რომას" ნახევარმცველმა ”შახტართან” მარცხის შემდეგ აღიარა, რომ გუნდი ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის
"რომას" ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში "შახტართან" დამარცხების შემდეგ (2:3), აღიარა, რომ რომაელთა გუნდი ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. ამასთან, იტალიის ნაკრების ჰავბეკმა მოჰყვა, რატომ გადაწყვიტეს "მგლებმა" შეხვედრის დასასრულს მათი მისამართით მსტვინავ ტრიბუნებთან მისულიყვნენ.

"ამის გაკეთება გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთ საქციელს დიდი ვაჟკაცობა არ სჭირდება. ტრიბუნებთან მივედით, რათა იმ ხალხისთვის მადლობა გადაგვეხადა, რომლებიც ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდნენ და გულშემატკივრის მთელი აღშფოთება ჩვენს თავზე მიგვეღო.ამსთან, ეს ჩვენი მხრიდან ფანატებისა და მათი უკმაყოფილების მიმართ თავისებური პატივისცემის გამოხატვა იყო, მათთვის ვინც ყოველთვის იყოფდა ჩვენს გამარჯვებებს დერბიში და ჩემპიონთა ლიგაში. ჩვენ წარმატებას ტრიბუნებთან ერთად ვზეიმობთ, მაგრამ წარუმატებელი მატჩების შემდეგ ჩვენი მისამართით სტვენასაც ვღებულობთ", - განაცხადა დე როსიმ.

"ასეთი მატჩის გაანალიზება რთულია. "რომას" უზარმაზარი პოტენციალი აქვს და ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია მთელი უპირატესობა სულ რაღაც 10 წუთში ხელიდან გავუშვათ, როგორც დღეს მოხდა. შესაძლოა, დრო გვჭირდება, რათა ნამდვილად ძლიერი გუნდი გავხდეთ: როგორც თამაშის, ასევე შედეგების მიხედვით. რა უნდა გავაკეთოთ უკრაინაში საპასუხო შეხვედრაში? ახლა ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ მოვლენებს იმედიანად უნდა შევხედოთ და დონეცკში მოედანზე სწორედ ასეთი განწყობით გამოვიდეთ", - დასძინა "რომას" ლიდერმა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა