3 წელია, რაც საქართველოში სამწუხარო რეალობა იკვეთება: ფეხბურთელის ფასი მილიონ ევროს არ ასცდენია
ეროვნული ჩემპიონატი 7 აგვისტოს დაიწყება. მანამდე მცირე დროა დარჩენილი და, დიდი ალბათობით, უმაღლესი ლიგის გუნდებში სერიოზული ცვლილებები მოსალოდნელი აღარ არის. ამიტომ საინტერესო უნდა იყოს, რა შესაძლო კაპიტალს ფლობენ კლუბები, რომელია ყველაზე ძვირად ღირებული კლუბი და ფეხბურთელი.

ამ ყველაფერს გერმანული სამენეჯერო სააგენტო "ტრანსფერმარკტზე" დაყრდნობით გაგაცნობთ...

კლუბი კჯფ (მლნ)*

1. დინამო თბ 7,65

2. ლოკომოტივი 4,35

3. ტორპედო 4,10

4. ჩიხურა 3,85

5. საბურთალო 3,63

6. დინამო ბთ 3,33

7. სამტრედია 3,20

8. სიონი 3,13

9. დილა 2,40

10. გურია 2,23

11. ცხინვალი 2,05

12. ზუგდიდი 2,05

13. შუქურა 1,78

14. კოლხეთი 1,68

სულ 45,28

* კჯფ - კლუბის ჯამური ფასი მოცემულია ევროში

საინტერესო უნდა იყოს, თუ რომელი კლუბის მოთამაშეთა საშუალო ფასია მეტი. ამ შემთხვევაში, მდგომარეობა ოდნავ იცვლება, რადგან ზოგან ბევრი ფეხბურთელია.

კლუბი მსფ

1. დინამო თბ 333 000

2. ჩიხურა 203 000

3. სამტრედია 178 000

4. ტორპედო 152 000

5. საბურთალო 151 000

6. დინამო ბთ 151 000

7. ლოკომოტივი 150 000

8. სიონი 125 000

9. ცხინვალი 114 000

10. დილა 114 000

11. გურია 106 000

12. კოლხეთი 105 000

13. შუქურა 99 000

14. ზუგდიდი 89 000

* მსფ - მოთამაშეთა საშუალო ფასი

საინტერესოა, რომ საქართველოს უმაღლესი ლიგის მოთამაშეთა საშუალო ფასი 149 ათასი ევროა. ყველაზე ძვირად გერმანულმა სააგენტომ თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები შეაფასა, ყველაზე დაბალი ღირებულება კი ზუგდიდელებს დაუწერა.

ყველაზე ძვირად ღირებულები

1. გიორგი ქვილითაია, დინამო თბ 0,6 მლნ

2. მათე ცინცაძე, დინამო თბ 0,55

3. გიორგი ხარაიშვილი, საბურთალო 0,5

4. ლაშა პარუნაშვილი, დინამო თბ 0,475

5-7. ოთარ კიტეიშვილი, დინამო თბ 0,450

5-7. უჩა ლობჟანიძე, დინამო თბ 0,450

5-7. მატიას კურიე, დინამო თბ 0,450

8-15. როინ კვასხვაძე (ტორპედო), ალეკო ამისულაშვილი, რენე, მატია შპიჩიჩი, შტეფან ველევი, გიორგი პაპუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური, ლადო დვალიშვილი (ყველა - დინამო თბ) - 0,400.

3 წელია, რაც საქართველოში სამწუხარო რეალობა იკვეთება: ფეხბურთელის ფასი მილიონ ევროს არ ასცდენია. საუკეთესოებში კი, თბილისის "დინამოს" ფეხბურთელთა გარდა, მხოლოდ "საბურთალოს" კაპიტანი, 20 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი მოხვდა.

საუკეთესო ლეგიონერები

1. მატიას კურიე, დინამო თბ 0,450

2-4. რენე ფერეირა, დინამო თბ 0,400

2-4. მატია შპიშიჩი, დინამო თბ 0,400

2-4. სტეფან ველევი, დინამო თბ 0,400

5. დინო ჰამზიჩი, ჩიხურა 0,350

6-7. ოლეკსანდრ ილუშჩენკოვი, სიონი 0,300

6-7. ლაზარ მარიანოვიჩი, დინამო ბთ 0,300

8-9. ვიტალი ივანკო, კოლხეთი 0,250

8-9. იურგენ კოლინი, ტორპედო 0,250

10. ვლადიმირ კორობკა, კოლხეთი 0,200

შეფასების მიხედვით, საქართველოს უმაღლესი ლიგა ევროპაში 33-ე ადგილზეა, რაც ძალიან მოულოდნელი მაჩვენებელია. თუნდაც იმიტომ, რომ ვუსწრებთ აზერბაიჯანს (სადაც კლუბების ჯამური ფასი 6 მილიონით ნაკლებია - 39,75 მილიონი ევრო) და უნგრეთს - 34,35...

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ლიგები

1. პრემიერლიგა, ინგლისი 4,57 მლრდ

2. ლა ლიგა, ესპანეთი 3,26 მლრდ

3. სერია A, იტალია 2,66 მლრდ

4. ბუნდესლიგა, გერმანია 2,32 მლრდ

5. ლიგა 1, საფრანგეთი 1,52 მლრდ

6. პრიმეირა ლიგა, პორტ. 870,23 მლნ

7. სუპერლიგა, თურქეთი 827,18 მლნ

8. პრემიერლიგა, რუსეთი 776,43 მლნ

9. ერედივიზიე, ჰოლანდია 535,70 მლნ

10. პრო ლიგა, ბელგია 485,88 მლნ

პოსტსაბჭოეთი

1. რუსეთი 776,43 მლნ

2. უკრაინა 350,18

3. ყაზახეთი 92,30

4. ბელორუსი 65,13

5. საქართველო 45,28

6. აზერბაიჯანი 39,75

7. მოლდოვა 37,35

8. ესტონეთი 21,98

9. ლიტვა 21,78

10. ლატვია 21,53

11. სომხეთი 16,65

პოსტსაბჭოეთში ქართული ლიგა არც ისე უკანაა, როგორც მოედანზე ჩანს.

საქართველოს უმაღლეს ლიგაში ლეგიონერების რაოდენობა მხოლოდ 8,9 პროცენტია, რაც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lasha
ბეტონ გუჯას თუ იცით სად შეიდზლება სამწთნელო განათლების მიგება.რა თანხაა საჩირო და როდის ხდება სწავლება.ქთხოვთ მომწეროთ.
გუჯა კახაძე
sake-ს! ინვესტიციების შემოდინება აუცილებელია, მაგრამ 2 ტაიმის მაღალ ტემპში მოთამაში ფეხბურთელების მომზადება ჩემთან 47 დრეში არის შესაძლებელი და ამისათვის საჭიროა ფეხბურთელეს გაყიდვის შემდეგ ჩემი ვარჯიშების შედეგად გაზრდილი სატრანსფერო ფასიდან ჩემთვის მხოლოდ პატარა პროცენტის გადახდა. ამის შემდეგ ბიზნესი უფრო დაინტერესდება ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადებით.
lionpride
თქვენ არ წერდით(ჟურნალისტები) რატომ და როგორ უნდა მოვუგოთ აზერბაიჯანულ გუნდებს როცა მათი ბიუჯეტის ნახევარიც არა აქვთ ქართულ კლუბებსო?! გამოდის რომ აზერბაიჯანელებზე მეტი ფულია ქართულ ფეხბურთში მაგრამ ისინი უფრო ეფექტურად ხარჯავენ მაგ ფულს კლუბების ბიუჯეტი და ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები ერთმანეთში რატო გერევა? და ეს მთლიანი სატრანსფერო ფასები უმაღლესი ჩემპიონატებისა განპირობებულია იმით რომ ჩვენ 14 გუნდიანი ჩემპი გვაქვს მათ კი 10.
gaga
ქვილითაია ზაან სუსტი ფეხბურტელია, საქართველოში ცოტა იმედისმომცემია კიტეიშვილი თუ იშრომა
გოგია-ს
მე რაც საჭირო იყო ის დავწერე,ჩემი დაწერილის მერე შეასწორეს ეგ თორე როგორც მაგვს დაკოპირებული ისე ეწერა
Giorgi
თქვენ არ წერდით(ჟურნალისტები) რატომ და როგორ უნდა მოვუგოთ აზერბაიჯანულ გუნდებს როცა მათი ბიუჯეტის ნახევარიც არა აქვთ ქართულ კლუბებსო?! გამოდის რომ აზერბაიჯანელებზე მეტი ფულია ქართულ ფეხბურთში მაგრამ ისინი უფრო ეფექტურად ხარჯავენ მაგ ფულს! ფასის მიუხედავად ქვილითაიაზე ნამდვილად ვერ იტყვი რომ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია დინამოშიც ჭანტურიშვილიც სჯობს და კიტეიშვილიც... "ბილიონის ნაცვლად მილიარდი უნდა ეწეროს"!!!
R-7
შე მართლა ყანა ბილიარდი იგივე მილიარდია(თან უვიცები არიან,თან სხვას შეურაცხოფას აყენებენ)
ქართველი ბილიონერი
მინდა ჩემი ბილიონები ქართულ ფეხბურთში დავაბანდო :) გთხოვთ მომიძღვნათ სტატია სათაურით, რომელიც ასე დაიწყება: სანდო წყაროეაბმა შეგვატყობინეს რომ ქართველი ბილიონერი დაინტერესდა ინვესტიციების განხორციელებით ერთერთ ქართულ კლუბში... :)
shenc magrad jejyav
არი.მილიონი. არი მილიარდი. და არი ბილიონი. გაიგეეეეეე ყანა
გოგია
ესენი კი დაუკვირდებიან რასაც წერენ მაგრამ იქნება და ჯობდეს შენ დაუკვირდე რასაც კითხულობ? (სიცილისაგან ...სმაილი)
sake
ბატ.გუჯა გეთანხმებით,მაგრამ მაგისათვის (და არა მარტო)საჭიროა ქართულ ფეხბურთში ინვესტიციების შემოდინება,თუ სახელმწიფომ არ გადადგა თუნდაც არაორდინალური ნაბიჯები და ინვესტორი არ დაინტერესდა,რომ ქართულ ფეხბურთში ფული ჩაიდოს დამერწმუნება ალბათ ყველა,რომ დღეს არსებული იმედის ნაპერწკალი ქართული ფეხბურთის აღორძინებისა ხელში ჩაგვაკვდება.სასაცილოა ამ ციფრების ნახვის შემდეგ იმაზე კამათიც კი,რომ რატომ ვერ ვუგებთ თუნდაც გაბალას.
დაუკვირდით რასაც წერთ
8-15. როინ კვასხვაძე, ალეკო ამისულაშვილი, რენე, მატია შპიჩიჩი, შტეფან ველევი, გიორგი პაპუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური, ლადო დვალიშვილი (ყველა - დინამო თბ) - 0,400. როდის მერე თამაშობს როინ კვასხვაძე დინამოში თუ არ გსიამოვნებთ ქუთაისის ტორპედოს ღირსებას რო იცავს? რატომ აკვახებთ ყველგან ამ დინამოს
lelo!!!!!!!!!!!!!
ოეეეეეეეე, ხალხნო, ფეხბურთელებს რომ დასცინით ტამაში არ იციანო, ამ ჟურნალისტებმა ელემენტარული წერა კითხვა მაინც ხომ უნდა იცოდეთ!!!!!!! "ბლნ" ანუ billion არის ინგლისური და ქართულად ითარგმნება როგორც მილიარდი!!!!!! მართალია რუსულიდან შემოვიდა, მაგრამ სკოლის სახელმძღვანელოებში არის სიტყვა მილიარდი, ანუ ჟურნალისტს მე5 კლასის შემდეგ მათემატიკის გაკვეთილებზე არ უვლია!!!!
გუჯა კახაძე
ქართველ ფეხბურთელებს 2 ტაიმის მაღალ ტემპში თამაში ასწავლეთ და მათი სატრანსფერო ფასი 1 მილიონი ევროდან დაიწყება!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა