<p>მეტოქედ ხორვატები გვერგო <br> თბილისის "დინამოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამო" იქნება.</p><p>ხორვატებმა მაკედონიური "ვარდარი" განმეორებით მატჩში 3:2, ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში კი ანგარიშით 5:3 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.</p><p>გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება 26 ივლისს, ზაგრებში გაიმართება, განმეორებითი მატჩი კი საქართველოს დედაქალაქში - 2 აგვისტოს.</p>
ნიკა
ყველაფერში მონდომება და თავდადებაა საჭირო,სხვანაირად წარმატებას ვერაფერში ვერ მიაღწევ. თუ დინამოელები პირველივე წუთიდან ირწმუნებენ, რომ ისინი არავისზე ნაკლები ფეხბურთელები არ არიან. ყოველ წუთს ემახსოვრებათ, რომ მათ მთელი საქართველო უყურებს და გულშემატკივრობს,ისინი დიდ სიყვარულსა და პატივისცემას მიიღებან ხალხისგან, რომელიც ყველა ჯილდოზე და ფულზე დიდი საჩუქარია.ამისთვის ღირს ცხოვრება და თავგანწირვა.ამიტომ გთხოვთ ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო დაგვანახეთ,რა შეგიძლიათ და როგორ გიყვართ თქვენი ხალხი და ქვეყანა.ამის შანსი ცხოვრებაში ყველას არ ეძლევა. თქვენი დევიზი უნდა იყოს "ან სიკვდილი ან გამარჯვება" ვნახავთ, რომ სასწაულები ხდება. ალბათ მილიონიდან ერთი გულშემატკივარიც არ იტყოდა 2016 ევროზე პორტუგალიის გაჩემპიონებას,მაგრამ მოხდა. მჯერა თავს არ შეირცხვენთ, მჯერა თქვენი გამარჯვების. დაუმარცხებელი არავინაა.
გულშემატკივარი
ამ ორი თამაშით დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ვარდარი უკეთესი გუნდია ვიდრე დინამო ზაგრები
ნ
999-ს,ქუთაისელს.შენს ქუთათურობაში ეჭვი მეპარება.ქუთაისელები შენსავით დუნდულა კუნთებით არ აზროვნებენ. ვინც დინამოს თამაშს საღად უყურებს,დაინახავს,რომ თამაშიდან თამაშამდე პროგრესი სახეზეა, გუნდს მწვრთნელის ხელი და ხედვა ეტყობა.2კვირა დიდი დროა და მჯერა ამ დროში ბიჭები ისე მოუმატებენ,რომ ზაგრებს 2 თამაშის ჯამში მოუგებენ.ვისაც გვჯერა გაგვატარეთ,ვისაც არა გაჩუმდით მაინც ბიჭებს გუნებას ნუ უწამლავთ.
Beqa
მთავარია გვჯეროდეს ყველას ფეხბურთელებიან გულშემატკივრებიანად, რომ ეს ბარიერი ნამდვილად არის გადასალახი. დიდი არაფერი გუნდია ისეთი,რომ მისი გამოგდება რაღაც სასწაული იყოს. ყველა ერთად დავდგეთ და ეს წარმატებაც მოვა. ვისაც არ გჯერათ რომ შეიძლება წარმატებით თამაში საერთოდ ნუ წერთ რამეს. ხომ შეიძლება ამ ყველაფერს ფეხბურთელებიც კითხულობდნენ და ნუ დაძაბავთ თქვენი პესიმისტური ააზრებით. წარმატებები დინამოსს.
ლუკა
მესმის გულშემატკივარის, რომელმაც დაკარგა რწმენა ქართული გუნდების წარმატების. ეს ბუნებრივია ზოგადად ქართული ფეხბურთის უახლოესი წარსულის ფონზე. მაგრამ თუ ვინმეს გული ნამდვილად შესტკივა ქართულ ფეხბურთზე, ის გვერდში უნდა დაუდგეს საკუთარ გუნდს მაშინ, როცა გუნდს გულშემატკივარის გვერდში დგომა ყველაზე მეტად ესაჭიროება. დინამოს ნახევარი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისგან არის დაკომპლექტებული, 5 სექტემბერს უკვე მსოფლიოს შესარჩევს გახსნის ნაკრები თბილისში. დინამოს მხარდაჭერით და წარმატებით გულშემატკივარი ავტომატურად ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება. ახლა რაც შეეხება დინამოს შემდეგ მეტოქეს. ზაგრების გუნდი არის უფრო მაღალი კლასის ვიდრე თბილისის, მაგრამ არც ისინი წყვეტენ ვარსკვლავებს. ვეთანხმები ყველას კომენტარს ვინც ამბობს რომ დაძლევადი ბარიერია, თუმცა არა ისეთი თამაშით როგრითაც დღემდე მოვიდა დინამო. ზაგრების დინამოს ფეხბურთელებმა მოახერხეს და 7 ყვითელი ბარათი მიიღეს ვარდართან 2 თამაშის ჯამში. მათმა მცველმა სტოიანოვიჩმა, რომელიც 21 ნომრით თამაშობს 2 ყვითელი მიიღო უკვე; კიდევ ერთი ყვითელი ავტომატურად შემდეგ თამაშს გამოატოვებინებს. ხისტი ფეხბურთელები არიან ხორვატები, უხეშ შეცდომებს უშვებდნენ ვარდართან. სახლში 2 გოლი მიიღო ვარდარისგან, რაც მათი დაცვის ნაკლოვანებებზე მიუთითებს. ეს სისუსტეები სწორად უნდა გამოიყენოს დინამოს ავდასხმამ. თუმცა მაინც დინამოზე ძლიერი გუნდი ჩანს და უდიდესი კონცენტრაცია და ყურადღება მართებს დინამოს თითოეულ ფეხბურთელს. ზაგრებს შეუძლია მოუმატოს და გაცილებით კარგად ითამაშოს თბილისთან. დაუძლეველი არ არის ზაგრები. შანსები 60/40-ზეა ზაგრების სასარგებლოდ.
dato
მაგ ზაგრების ფეხბურთელი იუვემ 25 მილიონად იყიდა.რომელი დინამოელი გაიყიდება 2,5 მილონად მაინც?რატო გაქვთ ილუზიები და ცაში რატო დაფრინავთ?პირველივე თამაშში გადაწყდება ყველაფერი მინიმუმ 3:0 მოიგებენ.ჩვენ დინამოს კიდე ეროვნულში ვუსურვოთ წარმატებები.
afera
გორი რომ გაცდა ჰაიდუკს, მაშინ ჩვენი ჩემპიონატი უსწრებდა აზერებს, ყაზახებს, ფინელებს. ნახეთ თუ არ გჯერათ მაშინდელი რეიტინგები. ხორვატებიც არ იყვნენ ძალიან წინ. ბოლო სამი წელი ქართული ფეხბურთი უკან უკან წავიდა.
999
გიზოგ-ს რას ადარებ 1976 წელს, მაშინ პატრიოტული სულისკვეტება ამოძრავებდათ დრეს კი ტოტალიზატორი ამოძრავებთ რომც გინდოდეთ ვერ მოგართმევენ
gia
ზაგების დამარცხება შეიძლება. ვარდართან მისი თამაში ვნახე და უნდა ითქვას რომ მსაჯების დახმარებით გავიდნენ. ორივე პენალი მოგონილი იყო. ვარდარმა შინაც კარგი თამაში აჩვენა ორჯერ ძელს მოარტყა ბურთი.
lali
ორი უსუსურის თამაში (ალაშკერტი-დინამო)დასრულდა შესაბამისი ანგარიშით, და ასეთი თამაშით გინდათ ზაგრების დაძლევა?ეცადეტ იმას რომ სამარცხვინოდ არ წააგოთ
999
ნ-ს მსაჯები გაწირავენ კი არა ტოროლა,ამოგტენიან და გამოგიშვებენ აქეტ, აქაც იგივეს გაიმეორებენ...
zurabi
ძალიან მიკვირს: რატომაა, რომ საქართველოში რაგბი მწვერვალებს იპყრობს და ფეხბურთი სულს ღაფავს.ფეხბურთში 100-ზე მეტი გუნდია,რაგბიში კი 20-ზე ნაკლები. არ მგონია ეს სპეციალისტების ნაკლებობით იყოს გამოწვეული.
Guadua
წარმატებები დინამოს , მესამე ეტაპზე. შანსი 25/75 ზე არის, ადრე 15/85 იყო მაგრამ ხორვატებმა პჯაცა დაკარგეს, იტალიაში გადავიდა,ამიტომ ჩვენების შანსებიც ცოტა გაიზარდა. ისე კი ყველაზე წამგებიანი კლუბი საქართველოს ისტორიაში არის სწორედ თბილისი დინამო, რაც ამ კლუბში ფულებია ჩაყრილი და ევროსარბიელებზე ხეირია არანირი,მხოლოდ ერთჯერ ჯგუფურზე გასვლა და იქაც ჩაფლავება. ეს რაღაც მანიაა ფულის ისეთ საქმეში ხარჯვა რასაც არც ჰქონდა,არც აქვს და არც ექნება უკუგება სანამ ქართულ ფეხბურთს იდიოტები მართავენ და წველიან, მხოლოდ თავისი ჯიბისათვის ხეირობენ.
გიო
მე მჯერა დინამოსი, მე მჯერა ბიჭების მონდომების, წელს მინიმუმ ევროპალიგაზე გავალთ.
გოგა
სწორი თამაშით ყველაფერი შესაძლებელია, შანსები 60-40, წარმატებები ბიჭებო, გაგვახარეთ, გამოაფხიზლეთ ცოტა ქართული ფეხბურთი, მე ნამდვილად მაქვს იმედი.
კახა
ისე ჩვენი დინამო ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპის გუნდებიდან თითქმის ყველაზე სუსტია მაგრამ ჭკვიანური თამაშის შემთხვევაში გასვლა შეიძლება.
გიორგი
თბილისის ,,დინამოს" უმთავრესი ნაკლი მუდამ არასაკმარისი ფიზიკური მომზადება იყო;როცა წარუმატებელობის პერიოდი დადგებოდა-გუნდი ფსიქოლოგიურადაც მალე ვარდებოდა დეპრესიაში და გამოსვლა ძალიან გვიჭირდა ხოლმე.დღევანდელი ფეხბურთი მაღალ სიჩქარეებზეა დაფუძნებული და ამ ფაქტორებს ჩვენებმა უნდა მიხედონ დროზე.ახალკაცის გუნდი ამის ნათელი დადასტურებაა.ტალანტები კი გვყავდნენ და გვეყოლებიან მომავალშიც.დიდი ფული იდება ფეხბურთში და უამისოდ დიდი გუნდის შექმნაზე ოცნებაც კი ძნელია.ბიჭები რაგბისტებივით თუ დადებენ თავს-შედეგი გვექნება აუცილებლად.წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო;თქვენ ეს შეგიძლიათ.
ვეტერანი
ყველამ ერთად წარმატებები ვუსურვოთ თბილისის დინმოს და ქართულ ფეხბურთს
ფერნანდო
ფავორიტები არ ვართ , მაგრამ ძალიან რეალური შანსი გვაქვს გასვლის.
ika
რომა! რა პრობლემა მაქვს ერთი ამიხსენი და მეორეც ეს ჩემი მოსაზრებაა, რომ დიდი ალბათობით გამოვარდება სამწუხაროდ) და რამე შეკითხვას თუ დასვავს ადამიანი ან არ იცის პრობლემაა )) გონება გახსნილო ?!
ქუთეისელი
ნ-ის რატო უნდა გავცდნენ დინამო ზაგრებს ამიხსენი ერტთი უკეთესი ფეხბურთელები გვყავს მეტი ფინანსები გვაქ უკეთეს ჩემპიონატში ვთამაშობ თუ რადგან 1981 თასი მოვიგეთ მაგიტომ უნდა გაცდნენ???მეც მინდა რო გაცდნენ და ძირითად ბადეში მოხვდნენ მაგრა 80% არაა მაგის შანში იქნებ ევროპა ლიგზე გავიდნენ
gizog
თუ კი გორის დილამ შეძლო თავის დროზე ჰაიდუკის დაძლევა, იგივეს გამეორება სულაც არ იქნება შეუძლებელი და სენსაცია თბილისის დინამოსთვის. გაუგებარია რატომ უნდა აუკანკალდეთ ფეხები ბიჭებს ბარსელონას ეთამაშებიაბ, თუ ბაიერნს? მე მჯერა ეგ დრო წარსულ ჩაბარდა, ჩვენ გვყავს გუნდი, რომელსაც შეუძლია სერიოზული წარმატებების მიღწევა. მტავარია იღბალმა არ დაგვაღალატოს. ზუსტად 40 წლის წინ 1976 წელს დაიწყო დინამომ აღზევება და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა ევროპულ დონეზე. იგივეს გამეორებას ვუსურვებ ჩვენ გუნდს 2016 წელს, აღმავლობის დაწყების წელი ყოფილიყვეს ქართული ფეხბურთისთვის. ბიჭებო გაიხარეთ და გაგვახარეთ ქართველი ქომაგები, თვით სკეპტიკოსებიც კი.
Avtandil
რომა დინამო უეჭველი გამოვარდება. 100%
ნ
ან ერთზე მეტი რატომ არ უნდა გაიტანონ, ან ის ორიც რატომ უნდა გაუშვან? თუ მოინდომეს და მსაჯებმაც არ გაგვწირეს უნდა გავიდეს თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგაზე.წარმატებები ბიჭებო
დათო
დინამოს შეუძლია ამ ბარიერის გადალახვა, თუ პატრიოტულად, გულანთებული, ლაღად ითამაშებენ. აბა თქვენ იცით ბიჭებო.
T
მე თამაშს უყურე გუშინ და მინდა ვთქვა რომ არაფერი არ დაგვერხა თუ სტრატეგიულად სწორედ ვითამაშებთ. 2 კარგი გამორჩეული სწრაფი ფეხბურთელი ყავთ და მათი გაჩერება შესაძლებელია. დაცვა სუსტი. ასე რომ წარმატებები და სულ ცოტა მონდომება და მხნეობა.
roma
ika-s,ცოტა მეტად განათლდი,წაიკითხე უეფას და ფიფას საიტები,იქ ყველაფერი წერია,დღეს ესეთი პრობლება,როგორიც თქვენ გაქვთ ადამიანს აღარ უნდა ქონდეს,მეორეც რატომ უნდა გამოვარდეს დინამო,რა ისეთი გუნდია ზაგრები,რომ დაუძლეველი ბარიერი იყოს ჩვენთვის,ხოლო ამ ეტაპიდან გავარდნილი გუნდი ვერ მოხვდება ევროპა ლიგაზე, ამის შემდეგ ეტაპზე ,პლეი ოფში დამარცხებული გუნდი ხვდება ევროპალიგაზე.
tornike
სულ ძალით გაათრია მსაჯმა ზაგრები მთვარაია სტუმრად ერთი გოლი გავიტანოთ და ორზე მეტი არ გავუშვათ :დ დაუძლეველი ბარიერი ნამდვილად არაა, მაგრად გაუმართლა ვარდართან, მთვარია მოედანზე გასვლის დროს ფეხები არ აუკანკალდეთ, თავისუფლად და ლაღად ითამაშონ...
Tm
გავარდნის შემთხვევაში ევროპის ლიგაზე გააგრძელებენ თამაშს.
zura
არა ზაგრებს უნდა გასცდე და მერე ტუ გამოვარდი ავტომატურად ევროპალიგაა
ika
რა მაინტერესებს.... ეხლა დინამოს გავარდნა რო არ აცდება სამწუხაროდ არ უნდა ლაპარაკი )))))და აქედან ევროპის ლიგაზე გავაგრძელებთ ხომ ასპარეზობას ?(
mano
Dagvrtxaaa mgoniii
miriani
გახსოვდეთ რაგბისტების მაგალითი! თუ მოინდომებ ყველასთან ტოლ-სწორი თამაში შეიძლება!მთავარია ორრაუნდიანი დაპირისპირების შემდგომ ისეთი გრძნობა არ დარჩეს, რომ მეტი შეგეძლოთ და არ გააკეთეთ, თორემ სპორტში ყველაფერი შესაძლებელია. წარმატებებს გისურვებთ დინამოელებო!
youngy_18
მიდით გაგვახარეთ, ბიჭებო თქვენ ხელშია ქართული ფეხბურთი! აუღელვებლად და თავისუფლად ითამაშეთ ისიამოვნეთ თამაშით......⚽️
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "რეალმა" "ატალანტას" სძლია - მბაპემ ტრავმა მიიღო [VIDEO]
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"ბარსელონა" ხორვატიის ნაკრების მეკარეს შეიძენს
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
ცხოვრებაძემ "გუმერსბახი" დატოვა - ქართველ ხელბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება და "ბაიერნის" მარცხი "ფეიენოორდთან" [VIDEO]
გულიაშვილი ზამთარში სავარაუდოდ, "სარაევოდან" წავა - ევროტურნირებზე მოთამაშე გუნდი, ან კარიერის შვედეთში გაგრძელება
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა