სიჯიუტე და მწვრთნელის დავალება
გერმანიის ნაკრების კრიტიკოსები ყველაზე ხშირად მოიხმობენ ხოლმე თომას მიულერის მაგალითს მას შემდეგ, რაც ბუნდესმანშაფტი ნახევარფინალში დაემშვიდობა ევროპის ჩემპიონატს.

ამაში არის სიმართლის მარცვალი - ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის შესანიშნავად თამაშობს გადამწყვეტ მატჩებში, ევროპის ჩემპიონატზე ვერაფრით გამოირჩა. საკმარისია აღინიშნოს, რომ თომას მიულერს მოწინააღმდეგეთა კარში ერთი გოლიც კი არ გაუტანია.

ევროპის ჩემპიონატზე მიულერი დაახლოებით იმ პოზიციაზე თამაშობდა, რა პოზიციაზეც ირჯებოდა კლუბში, მიუნხენის "ბაიერნში". აი, მარიო გომესი კი ნაკრებში იდგა იმ პოზიციაზე, სადაც ამ ბოლო დროს შედარებით იშვიათად თამაშობს. და მაინც, მარიომ უკეთესად მოახერხა ადაპტაცია.

ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვერ იყო მიულერი ჩვეულად მწვავე ნაკრებში, გახლავთ განსხვავება გერმანიის ნაკრებსა და "ბაიერნს" შორის. გვარდიოლას "ბაიერნი" უზრუნველყოფდა იმას, რომ მიულერს ნახევარდაცვლის მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა.

"ბაიერნში" საჭიროების შემთხვევაში მიულერის ნომინალურ პოზიციას იკავებდნენ კოშტა, კომანი, გიოტცე ან სხვა რომელიმე ფეხბურთელი. ევროპის ჩემპიონატზე კი მიულერს ჰქონდა ერთი გამოკვეთილი პოზიცია. ის მოკლებული იყო საშუალებას, ხშირად ეცვალა ადგილი და ეძებნა საგოლე შანსები საჯარიმო მოედანს გარეთ, რაც მისი საყვარელი ხელობაა.

ციფრების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მიულერი არ თამაშობდა სტატისტიკურად იმაზე ცუდად, ვიდრე "ბაიერნში". აგერ, ერთი მაგალითი. თამაშის განმავლობაში ის ბუნდესლიგაში კარში საშუალოდ სამჯერ უტყამდა, ევროპის ჩემპიონატზე კი ეს მაჩვენებელი 3,33-მდე გაიზარდა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ევროპის ჩემპიონატზე თომასს თავი არ დაუზოგავს. მაგალითად, იტალიასთან მატჩი ავიღოთ. მწვრთნელის მითითებით ის მიმართავდა პრესინგს არა ცენტრალური მცველების წინააღმდეგ, არამედ, ჯაკერინის არ აძლევდა ხშირად საშუალება, გაეკეთებინა მწვავე პასი.

მიულერი ყველაზე კარგად თავს მაშინ გრძნობდა ევროპის ჩემპიონატზე, როცა ის წყვილში იყო მარიო გომესთან. ძველ ბავარიელებს ძველი ურთიერთგაგებიდან რაღაც შემორჩათ. იყო რამდენიმე ძალიან კარგი მომენტი ამ ფეხბურთელების შესრულებით.

ძალიან კარგი იქნებოდა გერმანიის ნაკრებისათვის, მიულერს ბუნდესმანშაფტის მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის მხრიდან მეტი თავისუფლება რომ ჰქონოდა. ზემოთაც დავწერეთ - ის თითქოს, მიჯაჭვული იყო ერთ ადგილს, არ მანევრირებდა ისე, როგორც ადრე.

გერმანიის ნაკრებში მწვრთნელის დავალების გარეშე არაფერი ხდება. როგორც ჩანს, ეს ლიოვის დავალება იყო. დავალება, რომელმაც ვერანაირად ვერ გაამართლა. ამით მიულერმა დაკარგა თავისი საუკეთესო თვისებები.

სპეციალისტები კითხულობენ, თუ რატომ დაეცა ევროპის ჩემპიონატზე მიულერის დარტყმების ეფექტიანობა. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ეს მართლაც ასეა. თუ გერმანიის ნაკრებში მისი დარტყმული ბურთების 30 პროცენტი მიდიოდა მოწინააღმდეგის კარის ჩარჩოში, ბუნდესლიგაში ეს მაჩვენებელი 50,5 პროცენტია.

საქმე ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოწინააღმდეგეებმა თუ ლიოვის მიერ არჩეულმა ტაქტიკურმა სქემამ თითქმის მთლიანად გამოდევნა მიულერი საჯარიმო მოედნიდან. მის მიერ განხორციელებულ შორეულ დარტყმებს კი სიზუსტე აკლდა.

აუცილებლად უნდა ითქვას პარტნიორთა შესახებაც. მათ მიულერს მხარი ვერ აუბეს. მაგალითად, გერმანიასთან მატჩში თომასი აკეთებდა იმას, რაც ყველაზე მეტად უყვარს - იხსნებოდა ხაზებს შორის. როცა იგი უკან ჩამოდიოდა, წარმოქმნილ ვაკუუმს ვერავის ავსებდა.

კიდევ ერთი თვისება, რამაც დაღი დაასვა მიულერის თამაშს ევროპის ჩემპიონატზე, ესაა ამ შესანიშნავი თავდამსხმელის დიდი სიჯიუტე. მიულერმა არ მოინდომა საკუთარი სათამაშო სტილის შეცვლა. მან ითამაშა ისე, როგორც თამაშობს - ხოლმე - არა სუფთა თავდამსხმელად.

"ის დიდებული შემტევია, ჩემი მეგობარია. რასაც ვურჩევდი, ერთადერთი ისაა, რომ ოდნავ ნაკლებად ჯიუტი იყოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ცუდი ბიჭია. უბრალოდ, ხასიათის თვისება აქვს ასეთი." - თქვა მიულერის თაობაზე გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, მიროსლავ კლოზემ.

და მაინც, თომას მიულერის ჩამოწერა არაფრით შეიძლება. ის კვლავ რჩება გერმანიის ნაკრებისა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრი აღარ დარჩა.

ადვილი წარმოსადგენია, როგორ ელის მუნდიალს მიულერი. ეს ხომ მისთვის რეაბილიტაციის შესანიშნავი საშუალება იქნება. ასევე კარგი საშუალება იქნება გერმანიის ნაკრებისთვისაც. ვნახოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: მესი? ლევანდოვსკი? მბაპე!
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
"მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება? ასეთები აქ, მადრიდში, ხშირად ხდება" - თომას მიულერი
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
"ამ სამუშაოს ჩემთვის კი არა, თქვენთვის დავთანხმდი. თუ ჩემს ოჯახს მიწასთან გაასწორებთ..." - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: ევროპის ლიგების ტოპ-გოლეადორი
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
დიდი ცვლილებები - კლოპი მუნდიალზე გერმანიის შერცხვენის შემდეგ შვებულებიდან ბრუნდება
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
მიულერი შესაძლოა, თურქულ კლუბს შეუერთდეს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
"ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის..." - ბრაზილია, გერმანია და მუნდიალის წყევლა
კონფედერაციათა თასი 2017: ისინი არ წავლენ რუსეთში...
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
"ძალიან რთულია მოიგო, როცა 10 ფეხბურთელით 14-ის წინააღმდეგ თამაშობ"