"ინტერმა" ამერიკული შეკრება მოგებით დაიწყო
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, დიდია შანსი, რომ აქსელ ვიტსელმა კარიერა "ინტერში" გააგრძელოს.

27 წლის ბელგიელი ნახევარმცველის გადაბირება "მილანს", "რომას" და "ნაპოლისაც" სურთ, მაგრამ ბოლო პერიოდში წინა პლანზე სწორედ "ინტერის" ვარიანტი წამოვიდა.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, "ინტერის" წარმომადგენლებმა უკვე შეათანხმეს ფეხბურთელთან პირობები და მზად არიან, მას 5-წლიანი კონტრაქტი და სეზონში 3 მილიონი ევრო შესთავაზონ. ფეხბურთელი თანახმაა, "ზენიტი" კი ჯერ ვაჭრობს მილანურ გრანდთან - რუსებს 22 მილიონი ევროს აღება სურთ, რაც იტალიური კლუბის ჩინელ მესვეურებს ეძვირათ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ამასობაში, "ინტერმა" ამერიკული შეკრება დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. "ნერაძური" "რეალ სოლტ ლეიკს" შეხვდა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა მეტოქე, 2:1. მილანელთაგან გოლები დანილო დამბროზიომ და სტევან იოვეტიჩმა გაიტანეს. "ინტერის" შემადგენლობას ქვემოთ გაეცნობით...

რეალ სოლტ ლეიკი-ინტერი 1:2

გოლები: 1:0 ალენი (18), 1:1 დამბროზიო (42), 1:2 იოვეტიჩი (90)

ინტერი (4-4-2): ჰანდანოვიჩი (58. კარიცო) - დამბროზიო, მირანდა (46. ნაგატომო), რანოკია, ანსალდი (58. მანგუე) - ერკინი (46. ბესა), კონდოგბია (58. გნუკური - 82. დელა ჯოვანა), მელო (68. ბაკაიოკო), ბიაბიანი (46. ძონტა) - პალასიო (77. პინამონტი), იკარდი (46. იოვეტიჩი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ტრანსფერ ONLINE. 24 ივლისის ტრანსფერები და ჭორები
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"აი, ასე ცუდად გვექცეოდნენ მე და ვიტსელს რუსეთში" - რას აცხადებს ჰალკი?
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
აქსელ ვიტსელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
აქსელ ვიტსელის იტალიური არჩევანი - სად გააგრძელებს კარიერას ბელგიელი?
ტრანსფერ ONLINE: 14 ივლისის ტრანსფერები და ჭორები
"იუვეს" ამბები: ვიტსელი ისევ სამიზნეშია, მარკიზიო მოედანს უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები