მადრიდის "რეალი", "ბარსელონა" და ვიტორიის "ბასკონია" მზად არიან სექტემბერში თბილისში ჩამოსასვლელად
ბასკეთის ქალაქ ვიტორიაში, საკალათბურთო კლუბ "ბასკონიას" ხელმძღვანელებთან შეხვედრისას მეტად საინტერესო ამბავი შევიტყვეთ.

სიტყვა საინტერესო ცოტა რბილი ნათქვამია, რადგან საქმე ეხება საერთაშორისო ტურნირისთვის ევროპის ტოპ-კლუბების თბილისში სტუმრობას: როგორც გვითხრეს, მადრიდის "რეალი", "ბარსელონა" და ვიტორიის "ბასკონია" მზად არიან სექტემბერში თბილისში ჩამოსასვლელად.

ეს ინფორმაცია კალათბურთის ფედერაციაშიც დაგვიდასტურეს. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, ასეთი პროექტის განსახორციელებლად უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი და მოლაპარაკებები ჯერაც მიმდინარეობს.

როდის იგეგმება ესპანური გრანდების ჩამოსვლა? - გაგიჩნდებოდათ ლოგიკური შეკითხვა. ჯერ მეოთხე გუნდის ვინაობას მოგახსენებთ - საქართველოს ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს 17 სექტემბერს ამთავრებს. სამიოდე დღეში, 20 სექტემბერს თბილისის ტურნირი, "იბერიის თასი" აიღებს სტარტს.

შეჯიბრება სამ დღეს გაგრძელდება და წრიული სისტემით გაიმართება - ყველა ყველას შეხვდება. ასე რომ, ქართველ მაყურებელს ესპანური კლასიკოს თბილისში ხილვის საშუალებაც მიეცემა.

ასეთი დონის გუნდების თამაში ტრიბუნებზე ერთგვარ შოუდაა ქცეული. ეს იგეგმება "იბერიის თასზეც", რასაც მთლიანად "ბასკონიას" მხარე უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, თბილისში ტურნირის მსვლელობისას გაიმართება კემპი, რომელსაც "ბარსას", "რეალის", "ბასკონიას" და საქართველოს ნაკრების მოთამაშეებიც დაესწრებიან. ამ კლუბების მწვრთნელები კი ქართველი სპეციალისტებისთვის ჩაატარებენ სემინარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kote
"რეალი", "ბარსა", ბასკები(იბერიელები). აუ, უძაანმაგრესია. ესენი კალათბურთის ვეშაპებია. თანაც საუკეთესო პერიოდია, სექტემბრის ბოლო. ეს თუ მართლა გამოვა, მადლობა ესპანეთის და ჩახუტება საქართველოს კალათბურთის ფედერაციებს. ჯიგრები ხართ. ნებისმიერ შემთხვევაში ბრწყინვალე იდეაა.
ზურა
"რეალი"-ს ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველასთვის, განსაკუთრებით ვეტერანებისა და ასაკიანი გულშემატკივრისთვის. 1960-იანი წლების თბილისის "დინამო" ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო ევროპაში. 1960 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა, 1962 წელს კი, "რეალი" დაამარცხა და თასი აიღო. მაშინდელი რეალი მართლაც უძლიერესი იყო. 1962-69 წლებში 7-ჯერ გავიდა ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში, აქედან 4-ჯერ გაიმარჯვა. სულ რეალი 17-ჯერ გავიდა ფინალში და 9-ჯერ გაიმარჯვა(ბოლოს 2014-ში), "ბარსელონა" კი 7-ჯერ იყო ფინალში. ბოლოს 2010 წელს მოიპოვა თასი. ვიტორიის "კუჩა ლაბორალიც" ძალიან ძლიერი კლუბია. იყო ევროპის თასის გამარჯვებული, მუდმივად გადის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში. "ბარსელონას" და "რეალის" შემდეგ საუკეთესო ესპანური კლუბია. მოკლედ, თუ ეს ტურნირი მათი მონაწილეობით ჩატარდა, ჩათვალეთ თბილისში ევროპული კალათბურთის ელიტა ჩამოდის.
ლევანი
ეს ტურნირი თუ ჩატარდა და ასეთი უმაღლესი დონის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, ძალიან წაადგება კალათბურტს და მთლიანად სპორტს. ეს გამოწვევა იქნება სპორტის სხვა სახეობებისთვის, რომ კონტაქტები დაამყარონ თავის სახეობებში მაღალი დონის კლუბებთან. როგორც ვიცი, აგვისტოს შუა რიცხვებში კალათბურთში ტრადიციული, ე.წ. "თბილისის მერიის თასი" ტარდება უცხოური ეროვნული ნაკრებების მონაწილეობით, შემდეგ ევროპის შესარცევებია. "ბარსა", "რეალი" და "ვიტორიაც" თუ ჩამოვლენ, კალათბურთის მოყვარულებისთვის ნამდვილი ზეიმი გამოვა. წარმატებებს ვუსურვებ. აი, ასეთი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, ეს არის სანახაობა, უაზროდ რომ ყრით ფულს რარაც გაუგებრობაში.
ვეტერანი გულშემსტკივარი
19961 წელს "დინამომ" ფინალში "რეალი დაამარცხა და ჩემპიონთა თასი მოიგო. ასე, რომ მე არაფერი მიკვირს. სხვა საკითხია რანი ვართ დღეს...
ss
ერთ დროს ევროპის ჩემპიონთა ტასის მფლობელები ვიყავით (მგონი 1961 წელს)
გიო
სახელი თბილისის დინამო რეალის და ბარსელონასაგან შორს არ დგას არც ფეხბურთში და არც კალათბურთში!!!დინამო მაღალ კლასს აჩვენებდა როცა დრო იყო
DEVI
ვაშა კალათბურთის ფედერაციას.
შოთა გუგეშაშვილი
ტავი რომ გამოიხინონ ტუ შეუზლიატ რეალში ან ბარსში ტამაში
მიშა63
ძალიანაც კარგი !!!!!!!!!!!
ქუთაისელი
მაგარია!
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89