ბასილაშვილი მომდევნო მატჩს მსოფლიოს 117-ე ნომერთან, ჩეხ ადამ პავლაშეკთან გამართავს
ნიკოლოზ ბასილაშვილი კიტცბუელის "250" კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალშია. ქართველმა ორი დღის განმავლობაში მეორე მატჩი მოიგო, ამჯერად, ჰოლანდიელ იგორ სისლინგს სძლია, თან იმაზე მეტი ჯაფა დაადგა, ვიდრე პირველ წრეში ჩეხი ლუკაშ როსოლის დასამარცხებლად.

თამაში სამსეტიანი გამოვიდა. სისლინგმა, რომელიც 115-ეა მსოფლიოს კლასიფიკაციაში, პირველ პარტიაში პირველმა შეასრულა ბრეიკი. ბასილაშვილმა იქვე სცადა უკუბრეიკის შესრულება, როცა 11-გათამაშებიან მეოთხე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. სისლინგი პირველი სეტის მოგებისკენ მიდიოდა, მაგრამ ბასილაშვილმა ფანტასტიკურად ითამაშა სეტის მეორე ნაწილი. ქართველმა 2:4-დან ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა, ზედიზედ ოთხი გეიმი და მასთან ერთად სეტიც მოიგო - 6:4. ბოლო გეიმი მეტოქის მოწოდებაზე, ნიკამ "მშრალი" ანგარიშით დაასრულა.

საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ უკვე ნახსენები 2:4-ის შემდეგ, რვა გეიმიდან შვიდი ბასილაშვილმა თავის სასარგებლოდ დაასრულა. ამის ხარჯზე, მეორე პარტიაში ის ბრეიკით დაწინაურდა - 3:1 და თუ საკუთარ მოწოდებას შეინარჩუნებდა, ორ სეტში მოამთავრებდა საქმეს.

მაგრამ სისლინგმა შეძლო საპასუხო ბრეიკის შესრულება და ანგარიშის გათანაბრება. ამის შემდეგ, გარკვეული ხანი, ჩოგბურთელები დამაჯერებლად იგებდნენ საკუთარ მოწოდებებს, მაგრამ ბასილაშვილმა ჩააგდო მეცხრე გეიმი და ჰოლანდიელს მესამე ცდაზე ბრეიკ-პოინტის გამოყენების საშუალება მისცა. მეათე გეიმში ქართველმა იბრძოლა, ორი სეტბოლი მოიგერია, მაგრამ სისლინგმა მაინც ჩააწოდა სეტზე - 6:4.

გადამწყვეტი სეტი პირველს ჰგავდა სცენარით. ბასილაშვილმა ისევ ცუდად დაიწყო - პირველ გეიმში საკუთარ მოწოდებაზე ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, მესამე გეიმში კი მაინც დათმო თავისი მოწოდება და მეტოქეს წინ გაჭრის საშუალება მისცა. და როგორც გაირკვა, ეს იყო სისლინგის ბოლო წარმატება მატჩში. ნიკამ ზედიზედ ხუთი გეიმის აღება შეძლო, აქედან სამჯერ ბრეიკი შეასრულა და მესამე სეტში 6:2 გაიმარჯვა.

ამ წარმატების მთავარი ფაქტორი იყო ქართველის კარგი თამაში მოწოდებაზე - ჰოლანდიელს დარჩენილ გეიმებში ბრეიკ-პოინტის შანსი არ ჰქონია. მატჩის მშვენება აღმოჩნდა მესამე სეტის მეექვსე გეიმი, რომელშიც 17 (!) ბურთი გათამაშდა, ექვსჯერ იყო ანგარიში "თანაბარი" და ბასილაშვილმა 7 (!) ბრეიკ-პოინტი გაანიავა, მაგრამ მერვე ცდაზე მაინც მოიგო მეტოქის მოწოდება და სწორედ ეს გეიმი აღმოჩნდა გარდამტეხი მატჩში.

თამაში საათი და 42 წუთი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში, ბასილაშვილმა 18 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ექვსი გამოიყენა, სისლინგმა - 10-დან ოთხი.

ბასილაშვილი მეოთხედფინალში მსოფლიოს 117-ე ნომერს, ჩეხ ადამ პავლაშეკს შეხვდება, რომელმაც გუშინ, მოულოდნელად, ძალიან იოლად დაამარცხა ესპანელი მარსელ გრანოლერსი - 6:2, 6:4.

21 წლის ჩეხი გამოუცდელია - ATP-ის ტურში წელს, როლან გაროსზე ჰქონდა დებიუტი, კიტცბუელის ტურნირი კი მხოლოდ მეორეა მის პროფესიულ კარიერაში. ჩეხმა ბოლო დროს წარმატებით ითამაშა "ჩელენჯებში". მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, პრაღაში მოიგო მთავარი პრიზი, როცა ფრანგი სტეფან რობერი დაამარცხა ფინალში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო