მარკო პიაცას შემდეგ გუნდს მარკო როგი ტოვებს
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე ზაგრების "დინამო", შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონთან პირველ მატჩამდე გუნდის კიდევ ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვოს.

საუბარია გუნდის შემტევ ნახევარმცველ მარკო როგიზე, რომლითაც, ხორვატიული პრესის ცნობით, ერთბაშად ორი იტალიური გუნდი ინტერესდება.

როგის ყიდვა ტურინის "იუვენტუსს" სურს, რომელმაც ზაგრების "დინამოს" ფორვარდი მარკო პიაცა უკვე შეიძინა, თუმცა, მედიის ცნობით, ნახევარმცველისთვის ბრძოლაში ფავორიტი "ნაპოლია", რომელიც, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში ოფიციალურად გაიფორმებს კიდეც მას.

თუ ასე მოხდა, ზაგრების "დინამო" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წინ, გარდა ფორვარდ მარკო პიაცასა, შემტევ ნახევარმცველსაც დაკარგავს.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ორ "დინამოს" შორის ხორვატიაში 26 ივლისს გაიმართება.

გაგა
ეჰ,რის იმედად დარჩა გულშემატკივარი! 11 8-ზე ვეთამაშოთ.
koka
ლუკა-ს. ლუკა, ნუ მიწყენ, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ტიპიური ღრუზინი ხარ (თუ არ იცი რას ნიშნავს ეს, შემეხმიანე და აგიხსნი). რისთვის ან რატომ აკეთებ ასეთ უაზრო და არაფრისმთქმელ კომენტარს? თუმცა ცალსახაა, რომ შენ ისე გსიამოვნებს "დინამოს" წარმატება, როგორც საქონლის ,... ჭამა. ხომ ასეა? კი ასეა!!!!
ლუკა
როგორ გეკადრებათ! არანაირი ირონია, არანაირი ბოღმა. უღრმეს პატივს ვცემ ლელოს და დიდ ბოდიშს ვიხდი მის წინაშე. ალბათ ინფორმაცია იბეჭდება მხოლოდ და მხოლოდ მრავალჯერადი გადამოწმების შემდეგ. იმედია ლელო გაგვახარებს ახალი ინფორმაციით ზაგრების დინამოს სხვა ფეხბურთელებზე, რომლებიც ტოვებენ ან აპირებენ გუნდის დატოვებას ამ კვირაში. მხოლოდ მივესალმები ასეთ გამამხნევებელ ინფორმაციას. წინ დინამო!
Guja
ქვილითაიას ნაირი დაბალი დონის თავდამსხმელი რო გყავს რისი იმედი უნდა გქონდეს ? ალეშკერტთან საერთოდ ვერ ითამაშა, საქართველოს ჩემპიონატის დონეა მარტო და არ გახადეს ინძაგი!!! ესაა ქართული ფეხბურთი !!! პიარი მეტი არაფერი
გუჯა
როგი არ ვიცი მაგრამ პიაცა ტურინში ჩავიდა დგეს სამედიცინო შემოწმებაზე და მეტს აღარ ითამაშებს ზაგრებში
ლუკას
ლუკა მაგრად ხუმრობ, რაც არის ის იწერება წავიდა ორი ფეხბურთული და დაიწერა... რატო ასეთი ბოღმა და ირონია ვერ გავიგე
mmg
აბა ჰე, იქნებ 9 კაცი დარჩეს მოედანზე და გვეშველება.
svani
ბიჭებო ეს ორი თამაში თავი უნდა დადოთ მოედანზე თქვენი იმედი მაქვს და ძალიან გთხოვთ ნუ გამიცრუებთ ისედაც მილიონჯერ გაცრუებულს, მგონი დროა რომ გამახაროთ(ძალიან დაიგვიანეთ) ბიჭებო!
lukas
ლელოსთან რა გინდა, პიაცა არ წავიდა "დინამოდან"? მტელმა სტადიონმა ტაშით გააცილა. რად გინდათ ამდენი ირონია სხვაგან ამოიღეთ ეგ ბოღმა!
ლუკა
ნუუ, ლელოს თუ ვენდობით ზაგრების დინამო ყველამ დატოვა დამლაგებლების გარდა; ისე მოკურცხლეს რომ უკან არც გამოუხედავთ, პირდაპირ ბაყაყურით გადაცურეს თურმე ადრიატიკის ზღვა და იტალიას თავშესაფარი სთხოვეს, აქაოდა თბილისის დინამო მოდის და შავ დღეს დაგვაყრიდა რომ არ დაგვეტოვებინა ზაგრებიო. და მაინც, დინამოს მრისხანებას ვერსად ვერ გაექცევიან! :)
givi
ერთი ორ კაცსაც თუ გაუგდებენ უეჩველი გავალთ )))
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "რეალმა" "ატალანტას" სძლია - მბაპემ ტრავმა მიიღო [VIDEO]
დინამო (თბ)-დინამო (ზ) 0:1 - რა აღიარა იურაი იარაბეკმა [VIDEO]
ფლორენციის "ფიორენტინამ" ერთ დღეში ორი ფეხბურთელი ინათხოვრა
"იუვენტუსის" ნახევარმცველი ბუნდესლიგაში იასპარეზებს
ცხოვრებაძემ "გუმერსბახი" დატოვა - ქართველ ხელბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ
ალეკო ამისულაშვილი: "დინამო" მზად არის დიდი ბრძოლისთვის!
მარკო პიაცა სეზონის ბოლომდე "შალკეში" ითამაშებს
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება და "ბაიერნის" მარცხი "ფეიენოორდთან" [VIDEO]
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ტრანსფერ ONLINE: 21 ივლისის ტრანსფერები და ჭორები
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
იურაი იარაბეკი: ფავორიტი მეტოქეა, მაგრამ "დინამოს" შანსები აუცილებლად ექნება
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
"ბარსელონა" ხორვატიის ნაკრების მეკარეს შეიძენს
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
გულიაშვილი ზამთარში სავარაუდოდ, "სარაევოდან" წავა - ევროტურნირებზე მოთამაშე გუნდი, ან კარიერის შვედეთში გაგრძელება
"დინამომ" ზაგრების ბარიერი ვერ გადალახა და ევროპის ლიგის პლეი-ოფშია