ლოპეტეგის მძიმე მემკვიდრეობა - ბოლო წარუმატებლობის მიუხედავად, მან ხომ ესპანეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი უნდა შეცვალოს
* ესპანეთის ნაკრების ახალ თავკაცად ხულიენ ლოპეტეგი წარადგინეს.

* ვისენტე დელ ბოსკეს კონტრაქტი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დამთავრდა.

ესპანეთის ნაკრების ბოლოდროინდელი მიღწევები უკვე წარსულია. წარსულია მისი დამსახურებული მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკეც. გუნდი ბოლოს წარუმატებელი იყო, მუნდიალზე ჩავარდნას ევრო 2016-ის ფიასკოც დაემატა. "ფურია როხას" აწმყო კი მადრიდში გუშინ წარადგინეს...

21 ივლისს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა ახალი თავკაცის სახელი. რეალურ კანდიდატებს, ხოაკინ კაპაროსსა და მიჩელს ხულიენ ლოპეტეგიმ აჯობა და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის გუნდს ის მოამზადებს. ბასკმა სპეციალისტმა, პირველ რიგში, "ფურია როხა" ფინალურ ეტაპზე უნდა გაიყვანოს, მერე კი რუსეთში 2014 წლის მუნდიალზე დაკარგული ტიტულის დასაბრუნებლად უნდა იზრუნოს. ოფიციალურ განაცხადს საღამოს ლოპეტეგის პრეზენტაცია მოჰყვა.

49 წლის ლოპეტეგი წარსულში მეკარე იყო. მას ცოტ-ცოტა ხნით უთამაშია როგორც მადრიდის "რეალში", ასევე "ბარსელონაში" (ყველაზე მეტი მატჩი კი "რაიო ვალეკანოსა" და "ლოგრონიესში" გამართა) და ერთხელ ნაკრების მაისურაც მოურგია. ლოპეტეგის სამწვრთნელო კარიერა კი ესპანეთის 19, 20 და 21-წლამდელთა ნაკრებებს მოიცავს, ისევე, როგორც "პორტუს".

ლოპეტეგის ახალგაზრდებთან მუშაობა დიდებულად გამოუვიდა. მან 19-წლამდელებიც გახადა ევროპის ჩემპიონები და 21-წლამდელებიც. ამ გუნდებში ის დავიდ დე ხეასთან, ისკო ალარკონთან, კოკესთან, ტიაგო ალკანტარასთან, ალვარო მორატასთან და სხვებთან მუშაობდა, რომლებიც ახლა ნელ-ნელა ეროვნული გუნდის ხერხემლად იქცნენ. ვფიქრობთ, სწორედ ამის გამო ფედერაციის გადაწყვეტილება ურიგო არ არის, ვინ, თუ არა ლოპეტეგიმ, უკეთ უწყის ამ ბიჭების ძლიერი და სუსტი მხარეები.

2014-ში ლოპეტეგიმ ბედი საკლუბო ფეხბურთშიც სცადა, სამეზობლოში პორტუგალიის გრანდი "პორტუ" ჩაიბარა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც გავიდა პირველივე სეზონში, მაგრამ ხულიენი მოხსნეს, რადგან თითქმის ორი სეზონის განმავლობაში "პორტუმ" ტიტული ვერ მოიგო. პორტუგალიურ გრანდში კი ამას ვერც ერთ მწვრთნელს ვერ აპატიებენ.

ინგლისურ "ვულვერჰემპტონს" სურდა ბასკი სპეციალისტის დანიშვნა, მაგრამ, რა თქმა უნდა, როცა "ფურია როხას" თავკაცობის შანსია, ინგლისის ჩემპიონშიპის კლუბი მწვრთნელს ვერაფრით მოხიბლავდა.

დელ ბოსკეზე წარმატებული?

და მაინც, ლოპეტეგის მძიმე მემკვიდრეობა ერგო, ბოლო წარუმატებლობის მიუხედავად, მან ხომ ესპანეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი უნდა შეცვალოს. დელ ბოსკემ "როხას" 2010 წლის მუნდიალი და ევრო 2012 მოაგებინა. მან 114 მატჩში უხელმძღვანელა გუნდს და მოგებების 75% (!) ჰქონდა.

65 წლის მარკიზის უკანასკნელი მატჩი ნაკრების თავკაცის პოსტზე მერვედფინალური დაპირისპირება გამოდგა იტალიასთან, როცა ანტონიო კონტეს "სკუადრა აძურამ" 2:0 იმარჯვა და ესპანეთმა ტიტული დაკარგა. დელ ბოსკეს კონტრაქტი 10 ივლისს დასრულდა, რომელიც აღარ გაგრძელებულა, თუმცა კი ფედერაცია ამის წინააღმდეგი არ იყო.

ლოპეტეგის დებიუტი ნაკრების თავკაცის პოსტზე პირველ სექტემბერს შედგება, როცა ესპანეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩში ბელგიას გაეჯიბრება (ბელგიასაც ახალი მწვრთნელი ეყოლება იმ დროისათვის). ოთხ დღეში ლოპეტეგის პირველი ოფიციალური მატჩი ელის, მუნდიალის საკვალიფიკაციო კამპანიას "როხა" ლიხტენშტაინის ნაკრებთან მატჩით იწყებს. ესპანეთს ჯგუფში მეტოქეებად იტალია, ალბანეთი, ისრაელი და მაკედონიაც ჰყავს.

პრეზენტაციაზე

პრეზენტაციაზე ხულიენ ლოპეტეგი შავ პიჯაკში გამოწყობილი გამოცხადდა:

"ჩვენ შევეცდებით, ყველაფერი კარგი, რაც ესპანეთის ნაკრებმა შეითვისა ბოლო წლებში, არ დავკარგოთ. არ უნდა დაიკარგოს ის ჯადოქრობები, რაც ამ გუნდს ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთი არ ჩერდება, ის არ ცხოვრობს წარსულით. ჩვენ ძალიან ვამაყობთ წარსულით, მაგრამ ვიცხოვრებთ აწმყოთი და ვიზრუნებთ მომავალზე.

ჩემს სამწვრთნელო გამოცდილებას დიდად არგო "პორტუში" გატარებულმა დრომ. მიუხედავად შედეგისა, მე იქ სულ სხვა სპეციალისტი ჩავედი და იქიდან სამშობლოში სულ სხვა დავბრუნდი. ორი წლით უფროსი ვარ და გაცილებით გამოცდილი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან დამეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ესპანურ ფეხბურთს დიდებული თაობა ჰყავდა. ამ თაობამ სამი დიდი ტურნირი მოიგო, მაგრამ ეს თაობა ჯერაც მოქმედია, ჩვენ კიდევ ბევრს გავაკვირვებთ, ფანებს კი ესპანური ფეხბურთის წარმატებებით სიამაყის საფუძველს მივცემთ", - განაცხადა ლოპეტეგიმ.

დელ ბოსკე მოხარულია

ახალი მწვრთნელის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა ძველმა - დელ ბოსკემ რადიო "მარკას" შემდეგი განუცხადა:

"ძალიან მომწონს ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილება. როგორც ყველა, მეც მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ ახალ მწვრთნელს. ჩემი სურვილია, ესპანური ფეხბურთი საუკეთესო გზით განვითარდეს და წინ წავიდეს".

ოთხი მიზეზი, რატომ არის ეს გადაწყვეტილება მართებული

ხულიენ ლოპეტეგის დანიშვნა ურიგო არჩევანი მართლაც არ უნდა იყოს, ამ ოთხი მიზეზის გამო:

1. ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრებში "გაზრდილი" მწვრთნელია. მან 2010 წელს ჩაიბარა ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრები და შემდეგ ეტაპობრივად გადავიდა უფრო მაღალ ასაკებში - 2012 წელს 20-წლამდელთა გუნდის თავკაცი გახდა, იმავე წელს კი ახალგაზრდული ნაკრებიც ჩაიბარა.

2. მას ზურგს უმაგრებს წარმატებული მუშაობა ახალგაზრდულ ნაკრებებში, 19-წლამდელებს მან 2011 და 2012 წლებში მოაგებინა ევროპის პირველობა, "ლა როხიტა" (21-წლამდელები) კი 2013 წელს გახადა კონტინენტის ჩემპიონი.

3. "პორტუს" გაკვეთილი - საკლუბო პრაქტიკა მაინც სულ სხვაა და ამ მხრივაც, მან გარკვეული გამოცდილება მიიღო უმაღლეს დონეზე. ლიგის მეოთხედფინალში "ბაიერნს" პირველი მატჩიც მოუგო, მაგრამ შემდეგ "პორტუ" მიუნხენში 1:6 დამარცხდა.

4. ის ყველაზე კარგად იცნობს ესპანეთის ნაკრების ბირთვს, ასევე მათაც, რომლებიც ნაკრების კარის სიახლოვეს ტრიალებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა
დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული
ინგლისი-ესპანეთი: ახლა ვიცი, რომ შემიძლია! [VIDEO]
"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა
დავიდ ვილია შესაძლოა ესპანეთის ნაკრებში გამოიძახონ
"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა
დელ ბოსკემ ხავიზე ისაუბრა
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
ხულიენ ლოპეტეგიმ "ვულვერჰემპტონი" დატოვა
მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. G და I ჯგუფები. V ტურის წინ: ბუფონის მეათასე
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
დღეს "ბაიერნი" დაუკავშირდა, თუმცა თავად "ვესტ ჰემი" აირჩია - "რეკორდმაისტერს" ლოპეტეგიმაც უარი უთხრა
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო