ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დეპრესია: წავა თუ არა ლეო მესი ესპანეთიდან?

დეპრესია: წავა თუ არა ლეო მესი ესპანეთიდან?

საინტერესო გამოხმაურებები ესპანურ პრესაში "ბარსელონას" ვარსკლავის ქვეყნიდან აბარგების შესაძლებლობაზე
კრიშტიანო რონალდოსგან განსხვავებით, ამ ბოლო თვეების განმავლობაში ლიონელ მესის არაფერი მოუგია. ამის მიუხედავად, არგენტინელი ვარსკვლავი ესპანური მედიის ყურადღების ცენტრშია. მესისათვის მაინცდამაინც კარგი წელი ვერ გამოდის.

მან მესამე ფინალი წააგო ნაკრებთან ერთად ბოლო ორ წელიწადში. კოპას ფინალის შემდეგ კი არგენტინის ნაკრებიდან წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება.

ლეო მესის ესპანურ სამართალთანაც აქვს პრობლემები. შეგახსენებთ, რომ მან 4 მილიონი ევრო დაუმალა სახელმწიფოს, რის გამოც 21 თვიანი პირობითი მსჯავრი ადევს. ახლა ყველა ერთზე მსჯელობს: ხომ არ წავა მესი ესპანეთიდან? ყოველივე ამას დაემატა რადიოსადგურ Cadena Cope- ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მესი დეპრესიაშია.

არის ინფორმაცია, რომ ლიონელი არ ჩქარობს "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაფორმებას. ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა კი ღიად გამოთქვა შეშფოთება - მას ეშინია, რომ მესიმ პრიმერა არ დატოვოს.

მართლაც, თუ პრობლემათა ჯაჭვი არ დასრულდა, მესიმ შესაძლოა, მართლაც იფიქროს ესპანეთის დატოვებაზე. ცოტა ხნის წინათ, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მესის მამა "ჩელსის" მფლობელს, რომან აბრამოვიჩს შეხვდა. არავინ იცის, რაზე ილაპარაკეს აბრამოვიჩმა და უფროსმა მესიმ, მაგრამ მაინც რთულად წარმოსადგენია, რომ ლიონელმა ამ ზაფხულსვე დატოვოს "ბარსელონა".

ესპანურ პრესაში ახლა მესიზე უფრო მეტი იწერება, ვიდრე ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორ კრიშტიანო რონალდოზე. მკითხველმა კარგად იცის: ესპანური პრესა თუ სხვა მედიასაშუალებები ორ ბანაკად იყოფიან: "ბარსას" მომხრეებისა და "რეალის" ქომაგების. გაზეთებისა თუ სხვა საინფორმაციო საშუალებების ტონი სხვადასხხვანაირია.

თვალი გადავავლოთ საინტერესო გამოხმაურებებს ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.

Cadena Cope: მესიმ, შესაძლოა, არარაციონალური გადაწყვეტილება მიიღოს

ეს არის მედიაჰოლდინგი, რომელმაც პირველმა აცნობა საზოგადოებას, რომ მესიმ შესაძლოა, ესპანეთი დატოვოს. ამავე წყარომ გაავრცელა ინფორმაცია მესისათვის დაკისრებული პირობითი მსჯავრის თაობაზე.

მესის თაობაზე რადიოსადგურის ეთერში ისაუბრა ყოფილმა ფეხბურთელმა, აგენტმა და საფეხბურთო ექსპერტმა, ხოსე მარია მინგელიამ.

"როდესაც საუბარია მესისა და რონალდოს დონის ფეხბურთელებზე, ეს მხოლოდ ფეხბურთი და ფეხბურთელები არ არის. ეს არის უდიდესი ბიზნესპროექტი, რომლის ყოველწლიური ღირებულება რამდენიმე ათეული მილიონი ევროა.

ბევრი რამ არის დამოკიდებული ადამიანის ფსიქოლოგიაზე. გახსოვთ, შარაპოვასა და აკრძალული პრეპარატის ამბავი? მან ამის შემდეგ ყველა სპონსორი დაკარგა. არ არის გამორიცხული, რომ მესის უნდოდეს ცვლილებები.

ჩვენ ვნახეთ, რომ მას შემდეგ, რაც არგენტინის ნაკრებმა წააგო კოპას ფინალი, ლიონელმა მიიღო გადაწყვეტილება ემოციის ფონზე. სრულიად შესაძლებელია, ამგვარი რამ ახლა საკლუბო დონეზე მოხდეს.

რაც შეეხება სასამართლოს ვერდიქტს, მან ძალიან გამაკვირვა. მამა აკეთებდა ყველაფერს. აწარმოებდა მოლაპარაკებას სპონსორებთან, იყო ფეხბურთელის აგენტი... შვილი კი მხოლო ხელს აწერდა ქაღალდებს და მათ ერთნაირი სასჯელი დაეკისრათ."

AS: სოციალური ქსელები მესის წინააღმდეგ არიან

მადრიდულ გამოცემას, რომელიც აშკარად ლობირებს "რეალს", მიუკერძოებლობას ნამდვილად ვერ დავწამებთ. ეს საინფორმაციო საშუალება ძირითადად სიტუაციის შეფასებით არის დაკავებული.

მაგალითად, ის გამოეხმაურა "ბარსელონას მიერ ფეისბუქში მოწყობილ მესის მხარდასაჭერ აქციას, რომლის სათაურიცაა: "ჩვენ ყველა მესი ვართ".

წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონას" მიერ ორგანიზებულმა აქციამ უკუეფექტი გამოიწვია. სოციალური ქსელის მომხმარებლები პროტესტს გამოხატავენ იმის გამო, რომ ლიონელმა სახელმწიფოს გადასახადები დაუმალა. პოპულარული გახდა ასეთი წარწერა: "მე არ ვარ მესი."

გაზეთმა გამოაქვეყნა ესპანეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის, კარლოს კრუსადოს ნააზრევი. კრუსადომ ზუსტად ასეთი რამ დაწერა: "მაგალითის აღება ადამიანისაგან, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, კარგი არ არის".

უმაღლესი სპორტული საბჭოს პრეზიდენტი მიგელ კარდენალი კი ამბობს: "ბარსელონას" მიერ წამოწყებული ეს კომპანია დიდი შეცდომა იყო. ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიაა. სასამართლო ხელისუფლება აბსოლუტურად დამოუკიდებელია და ის არავის აზრს არ ითვალისწინებს".

Marca: ეს იყო უადგილო მხარდაჭერა

"მარკა" უფრო "რეალის" ამბებითაა დაკავებული. აქეთ კრიშტიანო, იქეთ ქარიმ ბენზემა და "რეალის" სავარაუდო ტრანსფერები... ამის მიუხედავად, გაზეთმა მესის თაობაზეც დაწერა.

"ბარსელონას" მიერ წამოწყებული აქცია ყველანაირად გაუგებარია. ის ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ ფეხბურთელის ავტორიტეტს, არამედ ცუდად მოქმედებს მთელი კლუბის იმიჯზე. ეს იყო უადგილო მხარდაჭერა." - წერს გაზეთი.

Mundo Deportivo: მესი წავა?

"მესი დათრგუნულია. ეს ცხადია, კამერაშიც კარგად ჩანს. მისი ახლობლები ადასტურებენ, რომ ის დეპრესიაშია." - წერს გაზეთი. მესის "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2018 წლამდე აქვს. ამის შემდეგ მას შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს.

გაზეთში მოყვანილი "ბარსას" პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ხოსეპ ვივესის სიტყვები: "მესის ახლა რთული პერიოდი აქვს, მაგრამ ის ჩვენ არ დაგვტოვებს.".

და მაინც, ბოლომდე ვერ ვპოულობთ პასუხს კითხვაზე, წავა თუ დარჩება მესი "ბარსელონაში"?

Vanguardia: მესი ყაჩაღი არ არის

კიდევ ერთი კატალონიური გამოცემა. მოყვანილი "ბარსელონას" პრეზიდენტის, ჟოსეპ ბარტომეუს სიტყვები:

"ვინც მესის ესხმის თავს, თავს ესხმის "ბარსელონას". ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მას მოეპყრან და მიმართონ, როგორც ყაჩაღს. ეს ასე არ არის." - თქვა ბარტომეუმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• tttt

ჩემი აზრით არამგონი წავიდეს. ეს იქნება ბარსელონას დაშლის დასაწყისი. სად ბარსელონა მესით და მესის გარეშე. არამგონი გაუშვნა, მაგრამ ფსიქოლოგიურ შეტევას ნამდვილად მიზანმიმართულად მიმაჩნია. რეალს და მის ლობისტებს ძალიან უნდათ როგორმე მესი და ბარსელონა დააკნინონ, მაგრამ დამიჯერეთ მესი უფრო მეტი მოტივირებული იქნება რომ 3 თვეში დაჯაბნოს რონალდო და მეექვსე ოკროს ბურთი აიგოს. მიუხედვად იმისა რომ დიდი შანსი მეოთხე აიღოს რონალდომ, მაინც ეცდება.

• barca

სამწუხაროდ, მართლა რეალურია საფრთხე. შესაძლოა, სასამართლო სკანდალმა წასვლა დააჩქაროს

• giorgi

ამ სტატიის ავტორს ავიწყდება ესპანეთის ჩემპიონი ვინ გახდა ალბად ხო ?

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა

"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა

[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს

[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა

სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს

"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა

ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა

"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი

"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი

"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს

ტელეკომპანიამ არგენტინის ნაკრების მოძულეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს