ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სტადიონზე ძვირი... უნდა გაყიდოს თუ არა "იუვენტუსმა" პოლ პოგბა?

სტადიონზე ძვირი... უნდა გაყიდოს თუ არა "იუვენტუსმა" პოლ პოგბა?

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა პოლ პოგბას "იუვენტუსიდან" შესაძლო აბარგებაა
* მედიის მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბას კვირაში 220 ათას გირვანქაზე შეუთანხმდა.

* პოგბას აგენტი მინო რაიოლა უარყოფს, რომ "იუნაიტედი" უკვე შეუთანხმდა ფეხბურთელს.

* მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერი" "იუვენტუსს" 120 მილიონ ევროს უხდის, ეს კი მსოფლიოს რეკორდია საფეხბურთო ტრანსფერებში.

* პოგბა "იუვენტუსში" სწორედ "მანჩესტერიდან" გადავიდა 2012 წელს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა პოლ პოგბას "იუვენტუსიდან" შესაძლო აბარგებაა. 23 წლის ნახევარმცველის გადაბირება "მანჩესტერ იუნაიტედს" და მადრიდის "რეალს" სურთ. ბოლო ინფორმაციით, მანჩესტერელები მზად არიან, რომ პოგბას სანაცვლოდ, "იუვეს" 120 მილიონი ევრო გადაუხადონ!!!

თანხა მართლაც კოლოსალურია, "იუვენტუსი" კი დილემის წინაშეა - ერთი მხრივ, საკვანძო ფეხბურთელი და უდავოდ დიდი ძალა და მეორე მხრივ, ასტრონომიული თანხა, რომლითაც კიდევ უფრო აქტიური სატრანსფერო კამპანია შეგიძლია აწარმოო. უნდა გაყიდოს თუ არა "იუვემ" პოგბა? - საკითხავი აი, ეს არის და ჩვენც ამ თემაზე შევჩერდეთ...

პოგბა უფრო ძვირია, ვიდრე "იუვენტუს არენა"

თუ მიწის ნაკვეთის შესყიდვას და სტადიონის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას არ ჩავთვლით, "იუვენტუს არენის" აშენება 115 მილიონი ევრო დაჯდა. ანუ სუფთა სამშენებლო სამუშაოების ღირებულება სწორედ 115 მილიონი ევროა.

პოგბას სატრანსფერო ფასი 120 მილიონია და გამოდის, რომ ერთი კონკრეტული ფეხბურთელი სტადიონზე უფრო ძვირია. თავად განსაჯეთ, "იუვენტუსს" შეუძლია, რომ ერთი ტრანსფერით სტადიონში ჩადებული ინვესტიცია მთლიანად ამოიღოს.

ამ დროს, რამდენი იტალიური გრანდი ვერ ახერხებს, რომ თავისი სტადიონი ააშენოს? - "მილანი", "ინტერი", "რომა", "ლაციო", "ნაპოლი", "ფიორენტინა" - ეს კლუბები, ალბათ, სიამოვნებით გაასხვისებდნენ პოგბას და შემდეგ ააშენებდნენ ახალ, თანამედროვე არენებს...

პოგბა, როგორც ზიდანი

2001 წელს "იუვენტუსმა" მადრიდის "რეალს" ზინედინ ზიდანი მიჰყიდა და მის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო აიღო. მაშინ ზიდანი გაცილებით უფრო დიდი ფიგურა იყო, ვიდრე დღეს პოლ პოგბაა და ტურინული გუნდისთვისაც კიდევ უფრო დიდ ძალას წარმოადგენდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმ დროისთვის ზიზუ უკვე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი იყო.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, "იუვე" შეელია ზიდანს და, როგორც შემდეგ გამოჩნდა, ამით უფრო მოიგო, ვიდრე წააგო.

ზიდანის სანაცვლოდ აღებული ფულით, "იუვენტუსმა" ჯანლუიჯი ბუფონი, ლილიან ტიურამი და პაველ ნედვედი გადაიბირა, რითაც პრაქტიკულად, ყველა რგოლი გააძლიერა. რეალურად, მივიღეთ ახალი "იუვე", რომელმაც შემდეგ უამრავი ტიტული მოიგო.

როგორც რამდენიმე დღის წინ ჯანლუკა ძამბროტამ აღნიშნა, ზიდანის სანაცვლოდ აღებული ფული "იუვენტუსზე" დღემდე მუშაობს, რადგან ბუფონი ისევ ტურინული გუნდის კარს იცავს და კიდევ მინიმუმ ორი წელი არ აპირებს კარიერის დასრულებას.

"იუვენტუსს" ამჯერადაც შეუძლია, რომ გაყიდოს პოგბა და ამ ფულით, მაგალითად, 3 უმაღლესი კლასის ფეხბურთელი გადაიბიროს...

ვინ უნდა იყიდოს "იუვემ" 120 მილიონად?

ერთია, რომ 120 მილიონად შეგიძლია იყიდო 3 უმაღლესი კლასის ფეხბურთელი, მაგრამ არიან კი ბაზარზე ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც მაშინ ბუფონი, ტიურამი და ნედვედი იყვნენ? - მაგალითად, "იუვეს" შეუძლია ამ თანხით რაჰიმ სტერლინგი და კევინ დე ბრუინი იყიდოს, მესამე ფეხბურთელისთვის კი ფული არ დარჩება და ასეთ შემთხვევაში, "იუვე" აუცილებლად იზარალებს - ანუ ბაზარზე მეტწილად ისეთი "ვარსკვლავები" არიან, რომელთა ფასი აშკარად გაბერილია და ასეთ შემთხვევაში, "იუვეს" ნამდვილად არ უღირს პოგბას გაყიდვა...

მაგრამ მაინც, არიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთა გადაბირებით "იუვეს" რეალურად შეუძლია გაძლიერება და შეგვიძლია კონკრეტული გვარებიც ჩამოვთვალოთ - მაგალითად, მარკო ვერატი და რაჯა ნაინგოლანი ნახევარდაცვაში, ხოლო ედინსონ კავანი თავდასხმაში.

მართალია, წინასწარ რთულია იმის ვარაუდი, ვინ გაამართლებს და ვინ არა, მაგრამ "იუვე" სწორედ იმითაა ძლიერი, რომ სწორი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს და თითქმის არასდროს ცდება ფეხბურთელებში.

და მაინც, უნდა გაყიდოს თუ არა "იუვემ" პოგბა? - საკითხავი აი, ეს არის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზიდანმა ჯერ ვერ მოასწრო, ხოლო მოურინიოსგან ბევრი სულელური ტრანსფერი გვახსოვს. როცა საქმე ეხება სხვის ფულს მოურინიო ძალიან ხელგაშლილია და როცა დახარჯული მილიონების შესაბამის შედეგს სთხოვენ უბრალოდ გარბის გუნდიდან სულ "განაკუთრებულის" ძახილით და ყვირილით. "გაღმა შეედავეო და გამოღმა შეგრჩებაო" გაუგია თუ არა ეს ქართული სიბრძნე მოუს არ ვიცი, მაგრამ კი იქცევა "მაგრე" და ღმერთმა უწყის.

• VIKING

ჰოდა ზიდანმა და მოუმ უკეთ იციან))

• VIKING-s

შენ რაც გინდა ის ფიქრე, მაგრამ შენ თუ პოგბაზე აფანატებ ფეხბურთისგან მგონი შორს ხარ. ეგ 50 მლნ-ც არ ღირს და არც რაიმე მარკეტინგული გათვლისთვის ივარგებს. ნეიმარში, სუარესში, ზიდანში ფიგუში და ა.შ. ფულს რომ იხდიან თამაშთან ერთად სტილს ქმნიან და ბრენდს ამ ფეხბურთელებით. რონალდო ნამდვილად ღირდა რაც რეალმა გადაიხადა, მესის არ ვამბობ რადგან არც არაფერი უზის ბარსას და ბეილიმაც კი ვერ გაამართლა გადახდილი თანხა - რაღაც უაზროდ იხდის მანჩესტერი ფულს, თან 4 წლის წინ თვითონ გაუშვა, რა ვიცი რა ვიცი

• VIKING-s

სხვა პოზიციაზე რა მარჯვნივ დააყენა თავის პოზიციაზეც ათამაშა მაგრამ არც იქ მოუწყვეტია ვარსკვლავები... არც იუნაიტედი და არც რეალი არ გადაიხდის მაგხელა თანხას!

• VIKING

ჯერ ერთი,ვერატის და კავანის არავინ მიყიდის, და მეორე პოგბას თამაში გაქვთ ნანახი იუვეში? დეშამმა ის სხვა პოზიციაზე ათამაშა და მხოლოდ ამით თუ აფასებთ,არ იცნობთ პოლს)) რეალიში და მანიუში დებილები ზიან და აქ დიდი ექსპერტები)))

"მაკაგონის" ჯიშის ხე კილოგრამობით იყიდება და ისიც აფრიკიდანაა წარმოშობით. ეს რაღაც ძალიან ძვირფასი ჯიშის ხეა და გრამობით პლატინის ფასად იყიდება. ერთი გამყიდველის დედაც რომელიც ამ ფასზე კიდევ თავს იფასებს და მეორე მყიდველის სულელი ყველაფერიც. მე მაგის ვარსკვლავობა ვერაფრით ვნახე თუ არ ჩავთვლით იტალიის დაბეჩავებულ ჩემპიონატის მოგებას და ნაკრებში მაგას სასწაული არაფერი გაუკეთებია. ისედაც გამოჩნდა რომ რიბერის და ბენზემას გარეშე საფრანგეთი ერთი ჩვეულებრივი გუნდია და საშუალო დონის პორტუგალიამაც იმიტომ მოსვა საკუთარ საჯდომზე და რაში ამხელა ფული თუ უბრალოდ გათეთრებას არ აქვს ადგილი.

• ramzes

სულ ცოტა 30 ფეხბურთელის ჩამოთვლა შეიძლება ეგრევე, რომელიც პოგბაზე ნაკლები ფეხბურთელი არ არის და 10 ისეთის ვინც მასზე გაცილებით მეტია მინდორზე. სულელი უნდა იყოს იუვენტუსი, მაგ ფულად გაყიდვაზე რომ დაფიქრდეს

• ვახო 1987

იუვეს ფანი ვარ.მაგრამ მაგ ფასად უნდა გაყიდოს.ვერატი და კავანით უფრო მკვლელი იქნება.ფორმაში მყოფი ვერატი გუნდის ლიდერია.

• მართლწერის წკეპლა

ავტორს: დილემა ნიშნავს 2 ცუდი არჩევანიდან ერთის არჩევის აუცილებლობას. აი მაგალითად, დღეს დაშასთან წავიდე თუ მაშასთან დილემა არ არის ...

• zakhar

პოგბაში 120 მილიონს თუ გადაიხდის ვინმე იუვენტუსი არც დაფიქრდება ისე გაყიდის! სადღაც 2 წლის წინ პოგბას დიდ პროგრესზე ლაპარაკობდნენ მაგრამ ვერ გაამართლა,ძალიან კარგი ფეხბურთელია მაგრამ ის არა რასაც ელოდნენ სპეციალისტები... 120 მილიონი ძალიან გაბერილი თანხაა და არ მგონია ვინმემ გადაიხადოს ეს თანხა!მითუმეტეს თუნდაც აქ ნახსენები ფეხბურთელები არაფრით ნაკლები არ არიან პოგბაზე.ამ თანხით ვერატი და დე ბრუინი რომ იყიდოს იუვემ უფრო გაძლიერდება ვიდრე პოგბას დატოვებით!!!

• gaioz

უნდა გაყიდოს

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა

"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს

როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება

16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს

"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა

"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა

[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა

"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს

ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა

სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან

ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა

კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..

ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია