ინტერვიუ "ემპოლის" ქართველ ფორვარდთან
"ემპოლის" ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ pianetaempoli.it-ს მორიგი ვარჯიშის შემდეგ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც ის ამჟამინდელ შეკრებასა და მომდევნო სეზონზე საუბრობს.

- რას ფიქრობთ წინასასეზონო შეკრებაზე?

- ინტენსიურად ვვარჯიშობთ, ვემზადებით ახალი სეზონისთვის. შეუძლებელია აქ, სესტოლაში ცუდი განწყობა გქონდეს და ეს კარგი სიტუაცია მუშაობაში გვეხმარება.

- ჯოვანი მარტუშელო "ემპოლის" ახალი თავკაცია. როგორია ის ამ როლში?

- დიახ, ეს მისი პირველი სეზონია მთავარი მწვრთნელის რანგში, მაგრამ ის დიდი ხანია, ჩვენ გუნდშია და მე მას კარგად ვიცნობ. სულ არ შეცვლილა, იმის მიუხედავად, რომ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აკისრია. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ მას და მისი მითითებები შევასრულოთ. ეს ჩვენი სამუშაოა, რომელიც კარგად ვიცით. ყველაფერი უნდა გავიღოთ მის დასახმარებლად.

- ყოველი სეზონის წინ ამბობენ - ეს იქნება მჭედლიძის წელი... გვპირდებით?

- ვიცი, ვიცი, რასაც გულისხმობთ. გასულ სეზონში რაღაც პრობლემები მქონდა, რამაც არ მომცა თავის გამოჩენის საშუალება. იმედია, წლეულს ტრავმებს თავიდან ავირიდებ და შევძლებ რაიმე განსაკუთრებულის გაკეთებას გუნდისთვის. 26 წლის ვარ და დროა, ამ გუნდის წარმატებაში სერიოზული წვლილი გავიღო.

- "ემპოლიში" ჯილარდინო მოვიდა. ეს კონკურენცია თქვენთვის სტიმულია?

- რა თქმა უნდა, ასეა. ჯილარდინო დიდებული ფეხბურთელია, მსოფლიოს ჩემპიონია ბოლოს და ბოლოს. ასეთ ფეხბურთელებთან კონკურენცია მხოლოდ კარგია ნებისმიერისთვის. იმისთვის, რომ ითამაშო, მუდამ უნდა იზრდებოდა, როგორც ფეხბურთელი, ყოველდღიურად უმატებდე. ძალიან მიხარია, რომ ჯილარდინომ ჩვენი გუნდი გააძლიერა.

- "ემპოლის" მიზანი კვლავ ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა. შეძლებთ ამჯერადაც?

- რა თქმა უნდა და როცა ამას ვამბობ, მშვიდად ვარ. ბოლო ორი სეზონია გუნდი ძლიერდება, "ემპოლის" უკვე ეთქმის სერიოზული გუნდი, მაშინ, როცა კონკურენტები დიდად არ გაძლიერებულან.

- "ემპოლის" დატოვებაზე არასოდეს გიფიქრიათ?

- არა, მე ბევრი ვიტანჯე ტრავმების გამო და "ემპოლიში" მინდა დავამტკიცო ჩემი ძალა. სწორედ ამ გუნდის წარმატებისთვის მინდა ვიბრძოლო.

აღსანიშნავია, რომ iltirreno.it წერს, მჭედლიძემ "ემპოლის" საღამოს ვარჯიში აღარ ჩაამთავრა, თუმცა ექიმები ირწმუნებიან, რომ მისი პრობლემა უმნიშვნელოაო და ის გეგმიურად დაასვენეს.

თენგო
ეცადე ტრამვები არ მიიღო.ეს იქნება ის განსაკუთრებული რასაც იძახი.და ნარჩენი შენ იცი. წარმატებები.
namdvili zaza
იტალიაში ტყუილად არავისგან ელიან წარმატებებს. არავის მოიაზრებენ სეზონის შესაძლო აღმოჩენად. არავის ადარებენ ზლატანს და არავის უწინასწარმეტყველებენ დიდ მომავალს... ლევანი უსაზღვროდ დიდი პოტენციალის მქონე ფორვარდია! მისი მცირერიცხოვანი გოლების კოლაჟს რომ გადახედო, ისეთებს სჩადის, რომ თვით ზლატანსაც შეშურდებოდა. ყველა ჯერზე, როდესაც უნდა ათამაშებულიყო ახალი თუ ძველი ტრავმა ემართებოდა. მოკლედ ლევანი ტოტალური უიღბლობის მსხვერპლია და ბოლოს და ბოლოს იქნებ დასრულდეს ეს უსაზღვრო დაღმართი ამ სეზონში?
Spartaka
ამ ბიჭს არუმართლებს მართალია ტრავმები აქვს ხშირი,მძიმე ფორვარდი რასაც ქვია იმ ფუნქციებს ცუდად რომ ასრულებდეს სადაცარის იქ არავინ გააჩერებდა..მე ვფიქრობ ისეთი გუნდისთვის როგორიც ემპოლია ნორმალური თავდამსხმელია პირველ რიგში ფიზიკუტი მონაცემებით,სხვა რამით დიდად ვერ გვაკვირვებს
bacho
როგორ გინდათ რომ გაიტანოს როცა მთელი სეზონის მანძილზე თითქმის სულ ტრავმიანია.ლევან ცარმატებას გისურვებ და გახდი ემპოლელი ვარდი,დარცმუნებული ვარ ეს შენი სეზონია როგორც ემპოლიში ისევე ეროვნულში
dyablo
არააქ ამ კაცს საგოლე ალღო და ესროლე თუ გინდა საშუალო დონის თავდამსხმელმა სეზონში მინიმუმ ყველაზე ცოტა ტოპ ლიგაში 8-10 გოლი უნდა გაიტანოს ამას კი ამდენი კარიერის მანძილზე არა აქ გატანილი სამწუხაროდ, რაც შეეხება ემპოლის მომდევნო სეზონში ჯილარდინო ეყოლება ძირითადი ფორვარდი და არა მგონია ლევანმა მე 2 ფორვარდი პუჩარელიც ამოაგდოს ამ აზრს სამწუხაროდ მისი განვლილი კარიერა და საგოლე შედეგიანობა ამაგრებს.
jovani
"ემპოლის უკვე ეთქმის სერიოზული გუნდი":-)))) და "სერიოზული" გუნდი ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის ბატონო ლევან???
manuchari
რამე განსაკუთრებული? აი მაგალითად გოლი რომ გაიტანო ?
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია