ადამ ჯონსონის დაშავების გამო რობერტო მანჩინის ლეგენდარული იან რაიტის ვაჟი კვლავ დასჭირდა

როგორც ჩანს „მანჩესტერ სიტის“ გარემარბმა შონ რაიტ ფილიპსმა სეზონის დასრულების შემდეგ ისტლენდიდან გაქცევა გადაიფიქრა. ყოველ შემთხვევაში, ის ადრე წასვლაზე გაცილებით კატეგორიულად ლაპარაკობდა.

საქმე ის გახლავთ, რომ მას მერე, რაც „სიტიში“ ადამ ჯონსონი გადავიდა, რაიტ-ფილიპსი სათადარიგოთა სკამზე გადასვეს, მაგრამ ჯონსონის დაშავებამ ყველაფერი შეცვალა და რობერტო მანჩინის კვლავ დასჭირდა ლეგენდარული იან რაიტის ვაჟი. რაიტ-ფილიპსი, რომელმაც ამ კვირაში ევროლიგაზე სალონიკის „არისის“ წინააღმდეგ ითამაშა, ახლა ამბობს, რომ მისი გონება შემდგომი სამი თვით არის დაკავებული და არ ფიქრობს იმაზე, თუ რა ელის შემდგომ.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ახლა ჩემი მთავარი ამოცანა უახლოესი სამი თვის განმავლობაში, რაც შეიძლება კარგად თამაშია. სეზონის ბოლომდე მაქსიმუმი უნდა გავიღო, - უთხრა გარემარბმა „დეილი მირორს“ - რაც შეეხება ჩემი ტრანსფერის ამბავს, სანამ ჩემპიონატი არ დასრულდება, ბევრს ვერაფერს გეტყვით. ვიმეორებ, ამწუთას „სიტის“ ფეხბურთელი ვარ და მთავარი ეს არის. ბევრ ლაპარაკს არ ვაპირებ, მინდა სათქმელი ჩემმა ფეხებმა თქვას. მე არც მოკლე პერიოდს ვგეგმავ და არც ხანგრძლივს, უბრალოდ კარგად თამაშს ვაპირებ.

მე სულაც არ ვგრძნობ, რომ შემიძლია „სიტის“ კარგი სამსახური გავუწიო, მე ეს ზუსტად ვიცი. მერწმუნეთ, ძალიან დიდი განსხვავებაა, როდესაც რაღაცას გრძნობ და როდესაც რაღაც დანამდვილებით იცი. ძალიან ზუსტი წარმოდგენა მაქვს საკუთარ შესაძლებლობებზე, ასე რომ, ყველაფერი ჩემზე კი არა, კლუბზეა დამოკიდებული.

გთხოვთ, ისიც ირწმუნოთ, რომ ჩემი კარიერა სხვა ფეხბურთელის უიღბლობაზე არასდროს ამიწყვია. ადამი ჩემი კარგი მეგობარია და მისი ტრავმა ძალიან მეწყინა. ეს ძალიან ცუდია როგორც კლუბისთვის, ასევე ინგლისის ნაკრებისთვის. ერთი სიტყვით, მე სხვის უიღბლობას სულაც არ ვუდარაჯებ, ჩემთვის ვვარჯიშობ და ვცდილობ, რაც შეიძლება კარგ ფორმაში ვიყო. მთავარი სწორედ ეს არის.

რასაკვირველია, ამ სამ თვეში მოედანზე გასვლის საშუალება მომეცემა, რადგან ჩვენ ორ თასზე და პრემიერლიგაში გამოვდივართ.“

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს