25 წლის ამერიკელმა გამთამაშებელმა საქართველოს მოქალაქეობა ლიუბლიანაში, სლოვენიაში საქართველოს საელჩოში მიიღო
მაიკლ დიქსონი საქართველოს მოქალაქეა. 25 წლის ამერიკელმა გამთამაშებელმა, რომელმაც გასული სეზონი ჩეხურ "ნიმბურკში" გაატარა და ცოტა ხნის წინ ბერძნულ აეკ-თან გააფორმა კონტრაქტი, 22 ივლისს, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში, საქართველოს საელჩოში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეიბა მიიღო.

ამით საბოლოოდ გადაწყდა, რომ სწორედ დიქსონი დაიცავს საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევ ტურნირში.

დიქსონი საქართველოს ნაკრებს 14 ივლისს, თბილისში შეუერთდა და ილიას ზუროსის გუნდს შეკრებაზე სლოვენიაში გაჰყვა. მანამდე, ივნისის შუა რიცხვებში, დიქსონი თბილისში იმყოფებოდა და საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის სახელზე განაცხადი შეიტანა. დიქსონმა პროფესიონალიზმი გამოავლინა და იმ ორ დღეში,რაც თბილისში იმყოფებოდა, ვარჯიში ითხოვა. ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში მან ორ საღამოს ივარჯიშა და იქ მყოფ ახალგაზრდა ბიჭებს კალათბურთიც ეთამაშა, ხოლო ახალ სპორტის სასახლეში სტუმრობისას, მან საქართველოს ეროვნული ნაკრების დიდ ბანერთად გადაიღო სურათი.

დიქსონი ეროვნული ნაკრების მენეჯერ პაატა ლობჟანიძესთან ერთად პოდჩეტრტეკიდან ლიუბლიანაში ჩავიდა, საქართველოს საელჩოში მივიდა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

სლოვენიაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ბექაიამ, ელჩის მრჩეველმა თამარ ონაშვილმა და მათმა თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ ჩვენი ნაკრების ამერიკელ წევრს დროულად მიეღო საქართველოს მოქალაქეობა. თბილისში მდებარე იუსტიციის სახლთან კოორდინირებული და ონლაინ-კავშირით საქართველოს საელჩოში შესაბამისი საბუთები შეივსო, რის საფუძველზეც მაიკლ დიქსონს პირადი ნომერი და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მადლობას უხდის სლოვენიაში საქართველოს ელჩს და მის თანამშრომლებს იმ ყურადღებისა და დახმარებისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს ჩვენი ეროვნული გუნდის მიმართ.

მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრებში პირველ მატჩს 2 აგვისტოს, პორტუგალიასთან ჩაატარებს.

წყარო: gbf.ge

შოთა გუგეშაშვილი
დადეტ ვიდეო რას წარმოადგენს ეს კაწი
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
საქართველოს ნაკრებმა დახურული ტიპის, სავარჯიშო ხასიათის მატჩში ლიბანი დაამარცხა
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
დამცირებული და აცრემლებული მაიკლ დიქსონი დახმარებას ითხოვს [VIDEO]
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი - მეორე ნაწილი
ჩინეთის საელჩომ დიქსონის ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს