საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ოლიმპიური ფიცის დადებისა და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონიაზე ისაუბრა
ახლა გასაკეთებელი გვაქვს უფრო რთული და მნიშვნელოვანი საქმე, რაც შეიძლება მეტი მედალი უნდა ავიღოთ, - ამის შესახებ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ოლიმპიური ფიცის დადებისა და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონიაზე განაცხადა.

იხილეთ ფოტოგალერეა

რიო დე ჟანეიროს ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 39 სპორტსმენი გამოვა (მათ შორის 9 ქალია), რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ისინი წარმოადგენენ სპორტის 13 სახეობას. დელეგაციის წევრები ბრაზილიაში რამდენიმე ნაკადად, 26 ივლისიდან გაემგზავრებიან. რიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალი დაგეგმილია 2 აგვისტოს, გახსნის ცერემონიალი კი 5 აგვისტოს, სტადიონ "მარაკანაზე" ჩატარდება.

- საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე

როგორც ხაბელოვმა აღნიშნა, ქართველმა სპორტსმენებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოიპოვეს რეკორდული რაოდენობის ოლიმპიური ლიცენზია.

"შორეულ ბრაზილიაში შეჯამდება სპორტული ოთხწლეული, ჩვენი სპორტსმენების, მწვრთვნელების, სპორტული ორგანიზაციების მიერ გაწეული სამუშაო. ჩვენ ერთად დიდი საქმე გავაკეთეთ, 39 ოლიმპიური ლიცენზია მოვიპოვეთ, რაც რეკორდული მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

ახლა გასაკეთებელი გვაქვს უფრო რთული და მნიშვნელოვანი საქმე, რაც შეიძლება მეტი მედალი უნდა ავიღოთ რიოში. ჩვენი სპორტსმენების რეალური პოტენციალი ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს. მთავარია, თითოეულმა ჩვენმა ოლიმპიელმა სრულად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობა, მზადყოფნაში შეხვდეს ოთხწლეულის ყველაზე დიდ შეჯიბრებას.

ოლიმპიური კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სპორტული ფედერაციების ძალისხმევა, ამ წლების განმავლობაში იქითკენ იყო მიმართული, რომ მაღალ სპორტულ შედეგებზე ორიენტირენული ოლიმპიური გუნდი შეგვეკრა.

ამისთვის არ დაგვიშურია არც ენერგია, არც მონდომება და არც სახსრები და ვფიქრობ, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენს სპორტსმენებს და მწვრთვნელებს მოსამზადებლად მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შექმნოდათ. ახლა ჯერი მათზეა", - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ქართველ ოლიმპიელებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ სპორტსმენები ქართველ გულშემატკივარს არაერთხელ გაახარებენ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ბიატლონის ექსპერტ მარკ სენგერს შეხვდა
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ლერი ხაბელოვი: ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ახალი რეალობის შესაბამისად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
გადაცემა "სპორტალის" სტუმარია ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი [LIVE]
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ცნობილი გახდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების თარიღიცა და კანდიდატიც
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
სპორტულმა საზოგადოებამ ლერი ხაბელოვი მესამე ვადით აირჩია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...