საქართველოს ნაკრებისა და "შლიონსკის" 21 წლის მცველმა პოლონურ ტელეგადაცემაში საინტერესო საკითხებზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "შლიონსკის" 21 წლის მცველი ლაშა დვალი პოლონეთის ექსტრაკლასას დაწყებამდე, გადაცემა Sportowywroclaw-ში სტუმრად მიიწვიეს. დვალმა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

"აქ თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ. შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა გუნდში - აქ დამხვდნენ ადამიანები, რომლებიც ადაპტაციის გავლაში დამეხმარნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ვროცლავი ძალიან კარგი ქალაქია, გუნდი "შლიონსკიც" - ისტორიული და ტრადიციული, მაგრამ ყოველდღიურად მეტი შრომა და უფრო დიდი მიზნებისკენ სწრაფვაა საჭირო.

ამ ქალაქში არის ქართული რესტორანი. ძალიან მიყვარს ქართული კერძები და თავისუფალ დროს სწორედ ამ რესტორანში დავდივარ. ზოგჯერ სხვა რესტორნებსაც ვსტუმრობ ხოლმე, მაგრამ მეტწილად, მაინც ქართულს ვამჯობინებ. თავისუფალ დროს შინ ფილმს ვუყურებ, ან - საფეხბურთო მატჩს.

ვერ დავასახელებ გუნდებს, რომლებიც ჩემით ინტერესდებოდნენ, მაგრამ "შლიონსკი" იმიტომ ავირჩიე, რომ ვიცოდი, პოლონეთის ჩემპიონატში თამაშით დონეს ავიმაღლებდი. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ახლა ყოველ მატჩში უნდა ვამტკიცო, რომ გუნდში თამაშს ვიმსახურებ.

ძალიან კარგი შეკრება გავიარეთ. შეკრებისას მწვრთნელი შეგვეცვალა და ახალმა მწვრთნელმაც კარგად მიმიღო. ახლა უკვე პოლონეთში ვარ და თავს კარგად ვგრძნობ.

ინგლისი, თურქეთი, გერმანია... ეს გზა გავიარე პოლონეთამდე. სანამ მაქსიმუმამდე მივაღწევ, აქ თამაში მსურს, შემდეგ კი უკვე სხვა მიზნებიც მექნება. არსებობს ქვეყნები და კლუბები, სადაც ფეხბურთელს განვითარება შეუძლია და ჩემთვის ასეთი "შლიონსკია". 1-2 წლის შემდეგ ეგებ ახალი გუნდებისა და ლიგებიდანაც მივიღო შემოთავაზებები. ტრამპლინად ყველა ქვეყანა უნდა გამოიყენო, სადაც კი თამაშობ და არამხოლოდ - პოლონეთი.

ინგლისში ცხოვრებისას გვერდით მამა მყავდა. გვერდით მისი ყოფნა ძალიან დამეხმარა და დღემდე მეხმარება. რა თქმა უნდა, შემიძილია გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მივიღო, მაგრამ ასეთ დროს მაინც მთელი ოჯახი მეხმარება.

გუნდში ერთ კონკრეტულ მეგობარს ვერ გამოვარჩევ - ყველანი მეგობრულები არიან. საერთოდ, აქ ხალხი კარგია. ეს ვიცოდი კიდეც და ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის დროს მქონდა კარგი ურთიერთობა ამ ერის წარმომადგენლებთან. მაგრამ არ ვიცოდი, რომ "შლიონსკში" ასეთი კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ.

ყველა შეხვედრის მოგებას ვეცდებით ახალ სეზონში, მაგრამ რა და როგორ იქნება, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის", - განაცხადა დვალმა.

romandro
ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება მიიღე პოლონეთში გადასვლით,რაც მთავარია სრული სათამაშო პრაქტიკა გაქვს და კლასსაც მალე აიმაღლებ,რაც ეროვნულში თამაშის შანს ორმაგად ზრდის. წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
"ეს ჩვენი ომი არ არის" - "შეაჩერეთ პოლონეთის უკრაინიზაცია" - "შლიონსკის" ფანები მეზობლების დახმარებას აპროტესტებენ
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
ხელმძღვანელობას შევხვდები და გაშვებას ვთხოვ - ლაშა დვალს "შლიონსკის" დატოვება სურს
Przegladsportowy.pl: ლაშა დვალს "შლიონსკის" დატოვება სურს
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ლაშა დვალი პოლონურ "შლიონსკში" დაბრუნდა
ლაშა დვალი ზაფხულამდე პავლოდარის "ირტიშში" ითამაშებს
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
ლაშა დვალი: ჩემთვის მნიშვნელოვანი თამაშია და "შლიონსკში" გამიგეს
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა