საქართვლოს ნაკრებმა გუნდმა ანდორაში გამართულ ფინალურ მატჩში მასპინძელთა ნაკრები 54:35 დაამარცხა
ფოტო: gbf.ge

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის გამარჯვებულია.

ვალენტინ დერიუგინის, ნინო ყიფშიძისა და შოთა იანქოშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ანდორაში გამართულ ფინალურ მატჩში მასპინძელთა ნაკრები 54:35 დაამარცხა და C დივიზიონის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში 18-წლამდელების 4 გოგონა თამაშობს. შეგახსენებთ, რომ 8-13 ივლისს თბილისმა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონს უმასპინძლა და საქართველომ ფინალში სომხეთთან წააგო. იმ გუნდის 4 წევრს - ნატალია ოთხმეზურს, ვიქტორია გეგეშიძეს, გვანცა ბოჭორიშვილს და მარი ღარიშვილს ასაკი 16-წლამდელებში თამაშის უფლებას აძლევს და ისინიც ჩვენს ნაკრებს ანდორაში დიდად დაეხმარნენ.

ქართველებმა ტურნირის ყველა მატჩი დამაჯერებლად მოიგეს და ღირსეული ჩემპიონები გახდნენ.

ფინალურ მატჩში ჩვენი მეტოქე ანდორა იყო, რომელიც ქართველებმა ჯგუფურ ეტაპზე 55:38 დაამარცხეს. მასპინძელთა ნაკრებმა მას შემდეგ ნახევარფინალში გასასვლელი შეხვედრა უელსს მოუგო, ნახევარფინალში კი კოსოვოს სძლია და სატიტულო მატჩში ისევ საქართველოს შეეჩეხა.

მასპინძლებმა ვერც ფინალში იხეირეს. საქართველოს ნაკრები კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგა და საჩემპიონო მატჩში მასპინძლებს შანსი არ დაუტოვა.

ქართველებმა მატჩის ბედი პირველი ტაიმის შემდეგ გაარკვიეს. საწყისი პერიოდი 15:4, ხოლო მეორე - 14:6 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 29:10 დაწინაურდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ კედლებში თამაშობდნენ, ანდორელებმა ჩამორჩენის გაბათილება ვერ მოახერხეს.

საქართველომ 29-ქულიანი უპირატესობა წარმატებით შეინარჩინა და საბოლოოდ ჩემპიონობამდე იოლად მივიდა. ქართველებმა ფინალური მატჩი 54:35 მოიგეს და C დივიზიონის გამარჯვებულები გახდნენ.

მარგი ქმედების კოეფიციენტით (25) საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო მარი ღარიშვილი, რომელმაც 8 ქულა, 20 მოხსნა და 5 ჩაჭრა მოაგროვა. ბომბარდირობა არავის დაუთმო ნატალია ოთხმეზურმა, რომელმაც 18 ქულა მიითვალა. 8 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა გვანცა ბოჭორიშვილმა. 8 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა ვიკა გეგეშიძის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებმა C დივიზიონის ჩემპიონობით რანგით მაღალ - B დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ევროპის U16 ჩემპიონატი გოგონათა შორის. C დივიზიონი. ანდორა

საქართველო 54:35 ანდორა

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი სომხეთის დამარცხებით დახურა
U16 გოგონათა ნაკრებმა ტურნირი მე-5 ადგილზე დაასრულა, ნიცა საბადაშვილი სიმბოლურ ხუთეულში შევიდა
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია
WU16 | სან-მარინო 4:7 საქართველო
WU16 | ლუქსემბურგი 1:4 საქართველო