ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დავით სირაძე: ხორვატი მცველების ნაკლზე ინფორმაციებს წინასწარ ვაგროვებ

დავით სირაძე: ხორვატი მცველების ნაკლზე ინფორმაციებს წინასწარ ვაგროვებ

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ხარვატიასთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადება
დავით სირაძემ თავისი საქმე სომხებთანაც გააკეთა - საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 9 თებერვლის ამხანაგურ შეხვედრაში ჩვენი მეზობლების გუნდს 2:1 რომ მოუგო, მეორე გოლი ნალჩიკის "სპარტაკის" თავდამსხმელის ანგარიშზეა.

ახლა ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება და სამზადსის რამდენიმე საინტერესო დეტალიც გაგვიმხილა, რაც ჩვენთვის დიდი მოულოდნელობა იყო - სირაძე თურმე ხორვატ მცველებს წინასწარ სწავლობს.

- შენი თბილისში ჩამოსვლა რამ განაპირობა?

- "სპარტაკმა" მეორე შეკრება დაასრულა და ორი დღით გაგვათავისუფლეს. მალე ახალი შეკრება დაიწყება, 12 მარტს კი პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩია.

- სომხებთან შეხვედრის შემდეგ შენთან გასაუბრება ახლაღა შევძელით და საინტერესოა, მატჩზე რა შთაბეჭდილება დაგრჩა?

- ეს შეხვედრა არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაგვეგო. მეორე ტაიმში ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ შედეგი სასიხარულოა, რადგან მეზობლების შეხვედრა ყოველთვის პრინციპულია და მოგება ისეთივე სასიამოვნოა, როგორც ოფიციალურ მატჩში. პირველ ტაიმში ისე კარგად წაგვივიდა თამაში, 4:0-ით დაწინაურებაც შეგვეძლო. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძველი ჩავარდნის მიუხედავად, ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელი წინსვლა შემთხვევითი არ იყო და ისიც ცხადია, რომ კავკასიაში საუკეთესო ნაკრები საქართველოს ჰყავს.

- თუმცა მეორე ტაიმში ნაჩვენებ ფეხბურთს საუკეთესო არ ეთქმოდა.

- ეს მეც ვთქვი, მაგრამ ასეთი თამაში მოსალოდნელიც იყო. ახლა უმრავლესობა კლუბებში ვემზადებით, მძიმე დატვირთვები გვაქვს, პირადად მე შეკრებაზე გადაღლილი ჩავედი. უმეტესობას ხომ ჯერ სეზონი არც დაგვიწყია და, ცხადია, მეორე ნახევარში კარგად ვერ ვითამაშეთ. ძნელად ვმოძრაობდით, გადაღლილობაც დაგვეტყო, ძირითადი შემადგენლობის ბევრი წევრიც შეიცვალა და ეს ყველაფერი თამაშზე აისახა.

თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ სომხებმა გვაჯობეს, ჩვენ ვითამაშეთ ძალიან ცუდად. ეს ორი სხვადასხვა რამ არის. თუმცა, თამაშის შემდეგ რომ დავფიქრდი, იცით, რა გამიხარდა? ცუდი თამაშის მიუხედავად მაინც რომ მოვიგეთ. ადრე ხალხი შედეგს გვთხოვდა, ახლა შედეგსაც და ხარისხსაც გვთხოვენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გასული წლის გუნდი გაიზარდა. თუმცა მეტისმეტსაც ნუ მოგვთხოვენ, შედეგსა და ხარისხს ერთად ბრაზილია, ესპანეთი და არგენტინა თუ აჩვენებს. ადრინდელი ჩავარდნის შემდეგ ჩვენთვის ახლა ეს შედეგიც დიდი მიღწევაა.

თუმცა მალე სეზონს ყველა დავიწყებთ და ფორმაშიც ჩავდგებით. მთავარია, რომ სეზონი მოგებით დავიწყეთ, მაგრამ ახლა ის ხორვატიასთან უნდა ვაჩვენოთ და მაშინ ყველა კმაყოფილი დარჩება.

- ხორვატიასთან მატჩზეც ვილაპარაკებთ. სომხებთან მოედანზე ურთიერთობა რამდენჯერმე დაიძაბა - რატომ?

- აგებდნენ და გამწარდნენ, მაგრამ ერთმანეთს მაინც კარგად დავშორდით.

- უმაყურებლოდ თამაში ძნელი იქნებოდა.

- მართლაც ძალიან ძნელი იყო, მაყურებელი ხომ დიდი სტიმულია, თუმცა კვიპროსში მცხოვრები 200-მდე ქართველი მაინც მოვიდა, რამაც ძალიან გაგვახარა.

- ხორვატიის შესახებ რა იცი?

- ინდივიდუალურადაც ძლიერები არიან და გუნდურ ფეხბურთსაც თამაშობენ. ეს ამ ნაკრების კლასზე მეტყველებს. ბოლო წლებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მუდმივად გადიან და ყველამ ვიცით, რა მებრძოლი გუნდიცაა. თუმცა შევნიშნე, რომ ძლიერებთან უფრო კარგად თამაშობენ, ვიდრე სუსტებთან.

- მათ სუსტ მხარეებზე რა იცი?

- ასე დეტალურად ხორვატების თამაშს არ ვიცნობ. რომ შევიკრიბებით, ხორვატების მატჩებსაც ვნახავთ და მათ თამაშსაც გავაანალიზებთ.

- ნაკრებში გადამწყვეტი გოლების სპეციალისტი გახდი. თუმცა, გულახდილად რომ ვილაპარაკოთ, თავიდან ქეცბაია დიდად არ გენდობოდა.

- მწვრთნელი ენდობა იმას, ვისაც გააქვს და ვინც შანსს იყენებს. მართალია, ქეცბაიას დანიშვნის შემდეგ ნაკრებში ოთხი გოლი გავიტანე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ადგილი გარანტირებული მაქვს. ლადო დვალიშვილი მშვენიერ ფორმაში იყო და მეწყინა, ტრავმა რომ მიიღო, მაგრამ ხორვატიამდე მომჯობინდება. კონკურენცია კი ორივესთვის უკეთესია და რაც მთავარია, ეს ისევ ჩვენს ნაკრებს წაადგება.

წინა შეხვედრაში გატანილი გოლი კი უკვე წარსულია. ყოველი შეხვედრისთვის საგანგებოდ ვემზადები, მწვრთნელი რომ მენდოს და მათამაშოს. ვცდილობ, ყოველი შანსი გამოვიყენო და ჩვენი გულშემატკივარიც გავახარო. ის კი, ვუმართლებ თუ არა მწვრთნელს იმედებს, ეს ქეცბაიამ უნდა თქვას.

თუმცა ხშირად ამბობენ, სირაძეს უმართლებს და ამიტომ გააქვსო. გოლს მარტო იღბლით ვერ გაიტან, კარგი მომზადება, აზროვნება და სწორი გახსნა გჭირდება. და მაინც, თუ მიმართლებს, ნაკრებს იღბლიანი სჭირდება, აბა, უიღბლობაა კარგი?!

- შენგან გულშემატკივარი მთავარ გოლებს ხორვატია-ისრაელთან ელის.

- ამ მატჩებს მეც იმედით ველი და ვნახოთ, ამ მოლოდინიდან რა გამოვა. მანამდე თვეზე მეტია დარჩენილი და მოვიფიქრებ, მცველები როგორ შევაწუხო და როგორ გავიტანო.

- რას ნიშნავს "მოვიფიქრებ"?

- წინასწარ ხომ უნდა იცოდე, ვინ დაგიპირისპირდება, რეალურად ვის რა ნაკლი აქვს და სხვა ნიუანსები.

- თამაშამდე მეტოქის მცველებზე ინფორმაციას აგროვებ?!

- აბა, სხვა რა ევალება თავდამსხმელს?! მოედანზე რომ გახვალ და მხოლოდ იქ ნახავ, ვის ეთამაშები, ასე ტაიმი დამთავრდება და ალღოს ვერ აუღებ. უმჯობესი არ არის, წინასწარ იცოდე მისი მინუსი.

- რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ არ მეგონა, მატჩისთვის ასე სერიოზულად თუ ემზადებოდი.

- სანაკრებო მატჩებისთვის წინასწარ ვემზადები, თამაშისა და ვარჯიშის შემდეგ თუ ძალიან დაღლილი არ ვარ, ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი რამ გავიგო მეტოქის მცველებზე. მაგალითად, ხორვატების მცველი სიმონიჩი ბუნდესლიგელ "ჰოფენჰაიმში" თამაშობს. კიდევ რამდენიმე კაცი მყავს შესასწავლი.

- კონკრეტულად რა ინფორმაციას აგროვებ და საიდან?

- მაინტერესებს, ვინ როგორ ფორმაშია, ვის რამდენი შეხვედრა აქვს ჩატარებული კლუბის ძირითადში, სწრაფია თუ არა. თუ უთამაშებელია, ცხადია, მასთან გაქცევის მეტი შანსია, რადგან სისწრაფეში უნდა მოიკოჭლებდეს. მოკლედ, ათასი წვრილმანის გათვალისწინება შეიძლება.

ინფორმაციებს ინტერნეტში ვეძებ, ენები ვიცი და ვეცნობი სტატიებს, ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც ინტერნეტში უხვად არის. ამ ყველაფერს რომ ვნახავ, მერე მეტ-ნაკლებად ვხვდები, რაზე შეიძლება მცველი "დავიჭირო", როგორ იცავს თავს და სხვა წვრილმანები. 21-ე საუკუნეა და ინტერნეტში დაგროვებული ინფორმაციის გამოუყენებლობა დანაშაულია. იმას ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე ყველაფერს ვპოულობ, მაგრამ მოედანზე ბრმადაც არ გავდივარ.

- ნალჩიკის "სპარტაკმა" მეორე შეკრება დაასრულა და გაარკვევდი, ახალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ეშტრეკოვი გენდობა?

- დიახ, მენდობა, რაც ძალიან მახარებს. შეკრებაზე რამდენჯერმე ცალკე დამელაპარაკა და ნდობა ამ საუბრისას შევნიშნე. კლუბში ერთი წელი დამრჩა სათამაშო და მინდა, "სპარტაკის" გულშემატკივრებს თავი კარგად დავამახსოვრო, მწვრთნელს და გუნდს გვერდში დავუდგე. ეშტრეკოვს წინა სეზონზე უკეთეს შედეგს სთხოვენ, მაგრამ არ ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელია. ნალჩიკიდან ძირითადი შემადგენლობის ბევრი ფეხბურთელი წავიდა, ოთხნი დავრჩით და სანამ ახლები შეთამაშდენიან, დრო გავა. რაც უფრო დასაფიქრებელია, წასულების ტოლ-სწორი შემცვლელები ჯერ არ ჩანან.

- ანუ წლეულს ძირითადში მოხვედრის დიდი შანსი გაქვს?

- შანსი ნაღდად მაქვს, რადგან თავდამსხმელებიც წავიდნენ. მათ ნაცვლად გასინჯვაზე კი მოჰყავთ ფეხბურთელები, მაგრამ დღემდე არც ერთთან კონტრაქტი არ გაუფორმებიათ. ალბათ, ახლებს მესამე შეკრებაზე მაინც დაიმატებენ, თორემ ასეთი შემადგენლობით პრემიერლიგაში თამაში გაგვიჭირდება. შარშან ბევრად უკეთესი გუნდი გვყავდა, იყო ტურები, პრემიერლიგის ლიდერებიც ვიყავით, გოგუას, ამისულაშვილისა და კიდევ რამდენიმე მოთამაშის წასვლამ ძალიან დაგვასუსტა.

- ადრე გუნდს ყოველ ნახევარ წელიწადში იცვლიდი, "სპარტაკს" კი მესამე წელია, ვერ შეელიე.

- სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ არავინ მიწვევს და სხვა გუნდს ჩემს თავს თვითონ ხომ არ შევთავაზებ. მეცინება, პრემიერლიგაში ერთი გოლის გამტანები ისეთ სოლიდურ გუნდებში ხვდებიან, მე პრემიერლიგაშიც გამიტანია, ნაკრებშიც და ნალჩიკიდან მაინც ვერ წავედი. ამაში ცოტა უიღბლო გამოვდექი. თუ ჩემთან დაკავშირება ერიდებათ, გაზეთის საშუალებით ყველას მივმართავ, ნუ მოერიდებათ, დარეკონ, შეთავაზებაზე მადლობას ვეტყვი.

• ami

მეტი აგრესია დავით...ფეხითაც და თავით..და ყველაფერი კარგად იქნება!

• bb king

გაიხარე დათო! ეგაა ფეხბურთი, უნდა იაზროვნო და მაგათი შცდომბი შეისწავლო! ისე ძაან ცოტა შეცდომები აქვთ და ძნელი იქნება მაგათი მინუსების ნახვა:). მაგრამ ქართველბმა თუ მოინდომეს ყვლაფრს მიაღწევენ! წარმატებები და ბევრი გოლბი! შენი იმდი ყოველთვის გვაქ! გაიხარე!!!!!

• mito

ღმერთმა ხელი მოგიმართოს დავით დაე 3 გოლი გაგეტანოს, მერე ნახე შენით დაინტერესება ბობოლა გუნდებისგან, ცოტა ტექნიკას უნდა დახვეწა და მაღალი დონის თავდამსხმელი იქნები... ღმერთი შენსკენ უფალი იყოს შენი, შენი ოჯახის და სრულიად საქართველოს მფარველი

• zura

კარგად მახსოვს სირაძემ ნაკრების ერთერთ თამაშზე გონება,რომ დაკარგა და მჭედლიძემ,რომ გადაარჩინა,კრიჭა შეეკრა და ვერ ასულიერებდნენ,კბილები მჭედლიძემ გაუხსნა,შეტევის დროს მოწინააღმდეგემ შემთხვევით საფეთქელში თავი რომ ჩაარტყა.ყოველთვის თავს არ იშურებდა ნაკრებში თამაშისას.რომ გამოკეთდა მისი მშობლები ტელევიზიით აჩვენეს,რომლებიც მადლობას უხდიდნენ მჭედლიძეს შვილის გადარჩენისთვის.კარგი ოჯახის შვილია დათო და ნამდვილი ქართველი! ღმერთმა უმრავლოს შენისთანა ვაჯკაცები საქართველოს!!!

• ilia

ნეტა სულ ეგრე გიმართლებდეს ნაკრებში გოლების გატანა,წარმატებები დავით

• Tornike

რა ჯიგარია სირაძე :) იმედია კარგად გამოიყენებს ამ ინფორმაციას

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ