"ტორპედოში" სინჯებზე ჩამოსულმა ფრანგმა თავი ვერაფრით გამოიჩინა და სამწვრთნელო შტაბმა შინ გაუშვა
24 წლის ნახევარმცველმა ფრანკ მბარგამ ტორპედოელთა შორის სულ სამი დღე დაჰყო. ქუთაისელთა პრესსამსახურის ცნობით, სინჯებზე ჩამოსულმა ფრანგმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და "სუმგაითთან" საკონტროლო მატჩში სასტარტო შემადგენლობაშიც ითამაშა, მაგრამ თავი ვერაფრით გამოიჩინა და სამწვრთნელო შტაბმა შინ გაუშვა.

23 ივლისს "ტორპედომ" უცხოურ შეკრებაზე მეორე ტესტ-მატჩი ჩაატარა. ქუთაისელთა მეტოქე "ბანდირმასფორი" იყო, რომელიც თურქეთის მეორე ლიგიდან პირველში აღზევდა და ორი ბრაზილიელი და უმაღლესლიგელ "ბურსადან" სამი ფეხბურთელი გადაიბირა, მათ შორის - თურქეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეკარე ოქან ქოჩუკი.

როგორც "ტორპედოს" პრესსამსახური იტყობინება, თურქეთის ჩემპიონატის პირველლიგელთან კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს სათამაშო უპირატესობა კი ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, გამარჯვება მეტოქეს დარჩა.

საწყის ნახევარ საათში ბურთს უმეტესად ქუთაისელები აკონტროლებდნენ. შუა ტაიმში გუგა ფალავანდიშვილის გადაცემით ხელსაყრელ პოზიციაზე დარჩა გიორგი ქიმაძე, რომლის დარტყმულს მეკარე იოლად დაეუფლა. შედეგი არც გრიგოლ დოლიძის, თორნიკე კაპანაძისა და ვაჟა ტაბატაძის შეტევებს მოჰყოლია.

35-ე წუთზე თურქებმა სახიფათოდ შეუტიეს. ისმაილ გოქოღლანის მიერ ახლოდან ძლიერად დარტყმული მაქსიმე ქვილითაიამ მოიგერია და თავისიანები გოლისგან იხსნა.

მეორე ნახევარში მეტოქე გააქტიურდა და 64-ე წუთზე დაწინაურდა კიდეც - ქუთაისელთა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთისთვის ბრძოლაში მცველებს ათაბეი ჩიჩეკმა დაასწრო და ახლო მანძილიდან მიზანს არ ააცილა.

ხუთიოდე წუთში ქუთაისელები მეკარე ტარიელ ხაინდრავამ გადაარჩინა. თამაშის ბოლო 15 წუთი ტორპედოელთა შეტევებში გაილია. ანგარიშის გათანაბრების შანსი ჯერ ბექა ტუღუშს ჰქონდა, შემდეგ - ვანო წილოსანს, მაგრამ ტორპედოელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ და მეორე საკონტროლო შეხვედრაშიც დამარცხდნენ.

ტორპედო: ქვილითაია (46. ხაინდრავა), ტაბატაძე (75. ბენაშვილი), კოლინი (55. ჭიჭინაძე), გურული, ტუღუში, მამასახლისი (75. მესხი), ფალავანდიშვილი, ქიმაძე (85. ბრეგვაძე), ბაბუნაშვილი (60. ენდელაძე), დოლიძე (79. წილოსანი), კაპანაძე (60. კვერნაძე).

მორიგ ტესტ-მატჩს "ტორპედო" 27 ივლისს, თურქეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ "ანტალიასფორთან" გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქუთაისელი
ჟორჟიკაშვილის ფეხბურთი აღარ არის მისაღები მასეთი მწრთნელით წინ ვერ წავალთ.მერე გასაშვები ფეხბურთელები რომ უნდა გავუშვათ ამას მის მაგივრად მოყავს ისეთი ვინც უვარგისია.ბენაშვილი და გავაშელაშვილი-წილოსანი და ბაბუნაშვილი.და კიდევ დაცვაში მიღებულია შევსება ნახევარდაცვაში არის ერთი კარგი უცხოელი ფეხბურთელი მოსაყვანი და თავდასხმაში უნდა ერთი კარგი უცხოელი მოთამაშე.ამ სამი უცხოელის გარშემო შეიკვრება გუნდი და გარდამავალ ეტაპს ჩავამთავრებთ მე-3-ზე. გაისად -2017-გავძლიერდებით და მწვრთნელსაც ახალს მოვიყვანთ.ვსიო.
svani
არაუშავს ძმებო "ბანდირმასფორთან" თუ წავაგეთ მთავარია დინამომ წააგოს ზაგრებთან და გამოვარდეს))) აი მერე მომეშვება))))))))
გივი
მეცოდება ბატონი კობა. ტორპედოდან გასაშვებია 4-5 ფეხბურთელი.
გოგი
სამწუხაროდ ვერ ვხედავ გუნდის პროგრესირებას.
FCTK
აბა თქვენ იცით ბიჭებოოოო ივარჯიშეთ, მოინდომეთ თავდაუზოგავად, რადგან ახლა უმაღლეს ლიგაში დარჩენაა ტორპედოს უმთავრესი მიზანი, მერე კი ალბათ წინსვლაც იქნება! ტორპედო წიიინნნ!
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კობა ჟორჟიკაშვილი: მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ
ქუთაისის "ტორპედო": ტატო ხაინდრავა იქით, კახა მეშველიანი აქეთ
ეროვნული ლიგა. V ტური: "რუსთავმა" ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მოიგო
ქუთაისის"ტორპედოს" თურქულ შეკრებაზე საფრანგეთის მოქალაქე ფრანკ მბარგაც შეუერთდა
ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"ტორპედო" მაქსიმე ქვილითაიამაც დატოვა
მადლობა, მშვიდობით - "სიონი" მწვრთნელმა და ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ტორპედო-კოლხეთი (ხ) 5:1 - ქუთათურებმა თოვლსაც აჯობეს და მეტოქესაც
ფეხბურთელები გაუშვეს, ჩხეტიანი "ტორპედოს" მეპატრონის საკითხის გადაწყვეტას ითხოვს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
ბოლნისის "სიონი"-საჩხერის "ჩიხურა" - შეხვედრის ორი საკამათო ეპიზოდი [VIDEO]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ქუთაისის "ტორპედო": ფრანკ მბარგამ ივარჯიშა, დღეს პირველი სპარინგია
ქუთაისის "ტორპედო": გიორგი გურული დაბრუნდა, სამეული დარჩა
ქუთაისის "ტორპედო": უგოლო ზავი "დესნას" ქართველებთან [VIDEO]