ფაჩულიას თავისუფლად შეუძლია ენდრიუ ბოგუტის სრულფასოვანი შეცვლა
bluemanhoop.com-მა ანალიტიკური სტატია მიუძღვნა "გოლდენ სტეიტ უორიორსის" ქართველ ახალწვეულ ზაზა ფაჩულიას, სათაურით: "ზაზა ფაჩულია 2016/17 წლების სეზონში მოლოდინს გადააჭარბებს".

სტატიის ავტორ ანჯელო მენდოზას მიაჩნია, რომ ზაზას აქვს იმის პოტენციალი, რომ "გოლდენ სტეიტის" მეორე ბოგუტი გახდეს.

"სატრანსფერო სეზონში თავისუფალი აგენტის, ზაზა ფაჩულიას აყვანა "გოლდენ სტეიტის" საუკეთესო სვლა იყო. ეს იყო თანასწორი ტრანსფერი გუნდში სუპერვარსკვლავ კევინ დურანტის მისვლასთან დაკავშირებით. აი, დანარჩენი არც ერთი სვლა ახლოსაც ვერ მოვა ფაჩულიას დამატებასთან.

დურანტი ლიგის სამ საუკეთესო კალათბურთელში შედის და მან "ოკლაჰომასთან" 9-წლიანი ერთგულების შემდეგ გადაწყვიტა იმ გუნდში გადასვლა, რომელმაც ფინალისკენ გზაზე ჩამოიშორა "ოკლაჰომა". მაგრამ ამ ტრანსფერს "გოლდენ სტეიტის" ორი საკვანძო ფიგურა შეეწირა - ბარნსი და ბოგუტი.

რა თქმა უნდა, ბარნსის დურანტით ჩანაცვლება ფანებს გაახარებდა, მაგრამ ბოგუტის ტოლ-სწორი შემცვლელი მოსაძებნი იყო. ბოგუტი მართლაც საკვანძო ფიგურა იყო, ის იცავდა "გოლდენ სტეიტის" ფარს.

ბოგუტის წყალობით, მეტოქეები კალათს ნაკლები სიზუსტით უტევდნენ. ის NBA-ში ერთ-ერთი ლიდერია გუნდისთვის გადარჩენილი ქულების მაჩვენებლით.

მეორე მხრივ, სტივ კერი ბოგუტს პლეიმეიქერობასაც ავალებდა და ეს ავსტრალიელს შესანიშნავად გამოუვიდა საჩემპიონო სეზონში. ჯამში მან 2014/15 წლების სეზონში 180 პასი გააკეთა. პასების პროცენტული მაჩვენებლით ის ასოციაციაში მეორე ცენტრია.

ციფრებს რომ შევხედოთ, დაგვრჩება შთაბეჭდილება, რომ ფაჩულიას გაუჭირდება ბოგუტის შედეგების გამეორება, მაგრამ იმავე ციფრებს უფრო კარგად თუ ჩავუკვირდებით, მივხვდებით, რომ ეს ასე არ არის - ფაჩულიას აქვს პოტენციალი, მისცეს გუნდს ის, რასაც ბოგუტი აძლევდა "გოლდენ სტეიტს" და მეტიც...

დავიწყოთ იმით, რომ ფაჩულია ძალიან კარგი მომხსნელია, ეს კი ძალიან დააკლდა გუნდს 2016 წლის პლეი ოფში. დაცვაში ფაჩულიას მოხსნები ბოგუტის მოხსნების დარია (26% ზაზასი და 25% ბოგუტის). აი, შეტევაში კი ზაზას 13% გაცილებით შთამბეჭდავია, ვიდრე ბოგუტის 9%.

ამასთან ერთად, "გოლდენ სტეიტის" ფანებს ძალიან გააოცებთ, რამდენად არაეგოისტი მოთამაშეა ფაჩულია. ის თანამედროვე ცენტრებში მე-10 ადგილზეა ქულებისა და პასების პროცენტულ მიმართებაში - 15,3%.

ფაჩულია თამაშში 1,7 პასს აკეთებს, ბოგუტს უფრო შთამბეჭდავი, 2,3 პასი აქვს. მაგრამ "გოლდენ სტეიტს" არსენალში "დალასზე" გაცილებით კარგი მსროლელები ჰყავს და ფაჩულიასაც პასის გაკეთების მეტი საშუალება ექნება.

ბოლოს, შესაძლოა, ფაჩულია ვერ გახდეს ისეთი კარგი დამცველი ფარის, როგორიც გუნდისთვის ბოგუტი იყო, მაგრამ ფაჩულიაც იოლად არაფერს თმობს და თუ ბოგუტი მეტოქეებს ფარქვეშ 45% სიზუსტით ასროლინებს, ზაზას შედეგი 52% ანდრე დრამონდის ანალოგიურია. ფაჩულია არც ისე ცუდი დამცველია, როგორც ზოგს ჰგონია.

ბევრს გაუკვირდება, რომ ბრძოლაში სროლის პროცენტული მაჩვენებელი (34%) ზაზას ძალიან მაღალი აქვს. ის ლიგაში მე-20 ადგილზე იყო გასულ სეზონში.

ზაზა საჯარიმოს ხაზიდან კარგად ისვრის. ყველა მანიშნებელია იმის, რომ შესაძლოა, გასულ სეზონთან შედარებით ოდნავ ნაკლები თამაში მოუწიოს, მაგრამ ქართველი ძალიან სასარგებლო იქნება.

და მთავარი, ზაზამ, რომელიც 32 წლის არის, "ვაშინგტონთან" ორწლიანი, 20-მილიონიანი კონტრაქტი დათმო "გოლდენ სტეიტში" თამაშის შანსისთვის. ასე რომ, "გოლდენ სტეიტმა" ბოგუტის შემცვლელი 4-ჯერ ნაკლებ ფასად მიიღო.

ეს ბიჭი კინაღამ "ოლ სტარში" ვნახეთ. ის სეზონის პირველ ნახევარში საშუალოდ ყოველ თამაშში აკეთებდა ორმაგ დუბლს, სეზონი კი 8,6 ქულით და 9,4 მოხსნით დაასრულა. მან სეზონში 10 მილიონი დოლარი მოიკლო და ეს ყველაფერი იმისთვის გააკეთა, რომ ჩემპიონის ბეჭედი მოიპოვოს! თუკი ზაზა "გოლდენ სტეიტშიც" შეძლებს საშუალოდ ორმაგი დუბლების კეთებას, ეს იქნება იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ბევრი ელოდება".

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს