საქართველოს ნაკრების 23 წლის გარემარბი ეკატერინბურგს ესტუმრა და "ურალის" ოფიციალურ საიტს პირველი ინტერვიუ მისცა
გიორგი ჭანტურიამ, რომელმაც ამ ზაფხულს გერმანული "დუისბურგი" დატოვა და სათამაშოდ რუსეთში დაბრუნდა, თავისი ახალი კლუბის, ეკატერინბურგის "ურალის" ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 23 წლის გარემარბს უწინ რუსეთში, ვლადიკავკაზის "ალანიაში" უთამაშია, რომლის ღირსებას 2013 წელს იჯარით იცავდა.

"ურალის" ახალწვეული გიორგი ჭანტურია ეკატერინბურგში წუხელ ჩამოვიდა. დღეს ფეხბურთელმა ივარჯიშა, რის შემდეგაც პირველი ინტერვიუ მოგვცა", - წერს "ურალის" საიტი.

- გიორგი, გვიამბე, როგორ აღმოჩნდი "ურალში"?

- კლუბის წარმომადგენლები, აგენტთან ერთად, საქართველოში მესტუმრნენ და მითხრეს, რომ "ურალის" მხრიდან იყო ჩემ მიმართ ინტერესი. მიამბეს ქალაქზე, გუნდზე. ამის შემდეგ აზრი ოჯახის წევრებს ვკითხე, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ, რომ ეს ჩემთვის კარგი ვარიანტი იყო.

- "ურალის" რომელიმე მოთამაშეს იცნობდი?

- ვოვა ხოზინს. ერთად ვთამაშობდით "ალანიაში".

- რუსეთში დიდი ხნის წინ თამაშობდი. მას შემდეგ როგორ შეიცვალა ჩემპიონატი?

- დიახ, დიდი ხანია, რუსეთის ჩემპიონატში არ მითამაშია. მაშინ დონე საკმაოდ მაღალი იყო. რუსეთში ახლაც ბევრი კარგი გუნდია და ვფიქრობ, აქ თამაშით კარგ გამოცდილებას შევიძენ.

- როდის ეწვიე ეკატერინბურგს?

- ღამით ჩამოვფრინდი. დაახლოებით ათი საათია, რაც აქ ვარ. ღამის ქალაქს თვალი შევავლე და ჩემი ბინის მონახულება მოვასწარი.

- გსმენია ურალის ზამთარსა და ყინვაზე?

- ამაზე უკვე არაერთი მესაუბრა, მაგრამ მე პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ. უნდა ვიმუშაო იმ პირობებში, როგორიც იქნება. მთავარია, გუნდს დავეხმარო.

- ეკატერინბურგში "ვალენკები" (მაღალყელიანი, დათბილული რუსული ჩექმა) არ წამოიყოლე?

- არა (იცინის). როგორც კი აცივდება, გავიქცევი და შევიძენ.

- დღეს მთლიან ჯგუფთან ერთად რატომ არ ივარჯიშე?

- კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ. მთლიან ჯგუფთან ერთად კი იმიტომ არ ვივარჯიშე, რომ გვიან ღამით ჩამოვედი. პრაქტიკულად, გამოძინებაც ვერ მოვასწარი. დღეს ინდივიდუალური პროგრამით ვივარჯიშე, ხვალიდან კი, ალბათ, გუნდთან ერთად შევუდგები წვრთნას.

სახელი
შენ ურალში უნდა ირბინო "ვალინკებით". აბა, ნამდვილი ფეხბურთის თამაში რა "გრუზინის" საქმეა..
ბადრი
სადაც გაყიდეს და ვინც იყიდა, იქ მოხვდა. ვერ გავიგე, რა!!!! საბაზრო ეკონომიკაა!!!
ნუკა
ვალინკი, ვალინკი, ვესიოლი ვალინკი!!! აბა გიო, მოემზადე რუსული ზამთრისათვის. როგორი ძლიერი ყინვაც არ უნდა იყოს, გათბობა რუსეთში უფო შეიძლება, ვიდრე საქართველოში. კაი ნაშოჩკები და წავიდა............
Geo
კაი ადგილები ვიცი ეკატერინბურგში))) გასწავლი თუ გინდა)))
zviad
ტეხავს მაგრამ არ შეუდძლიათ მეტი და რა ქნან...................
kote
პროფესიონალია, ჩაფრენისთანავე ღამის ქალაქს შეავლო თვალი )) . ეკატერინბურგის ღამის ქალაქობა არ გაიშვა. ისე, მაქაურ ყინვებს ნუ ეხუმრები, ტყუილად არ გეკითხებიან. პროფესიონალობა არ გიშველის, -45 რომ დაკრავს, ფეხბურთს კი არა, ბარსელონაში რომ თამაშობდი, იმას დაგავიწყებს ))) .
ika
ძაან მაგარ პონტში გაიჩითე კაი პონტია))) თხილამურებით სრიალს ისწავლი კარგად_)))):D:D
daviti
პროფესიონალი მაშინ იქნებოდი ბარსელონადან ურალში რომ არ ამოგეყო თავი :) ეხლა იგულავე ურალის დისკოტეკებზე:)
გურო
მიდი გიო ამათ ყურადღება არ მიაქციო, გერმანიაში კარგად ითამაშე და კარგად მოიქეცი, კაცი ხარ აწი! ჩვენი ჯილა ხარ ყველას შენი მაგარი თამაში და გოლები გვინდა, შენა ხარ ჩვენი ჯიში და ჯილაგი შენ უნდა გაიტანო
emre
სათაურზე ძაან გამეცინა :D
შოთა გუგეშაშვილი
ეს მალე გროზნოში ამოყობს ტავს
ზაზა
ვავა((ესპანეთიდან ,გერმანიიდან ..ურალში?..ფარა?
beqa
პროფესიონალი, რომ იყო მანდ კი არ იქნებოდი.
vava
რა ქნას თუ პროფესიონალია.
ნიკოლოზი
მარადჟამს პერსპექტიული....
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
გიორგი ჭანტურიას "ურალი" ჟოზე მოურინიოს ეპატიჟება
გიორგი ჭანტურია "სპარტაკს" დამარცხებით ემუქრება
"სპარტაკმა" ანანიძის გარეშე "ანჟი" დაამარცხა და 1/4 ფინალში ჭანტურიას "ურალს" შეხვდება
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
კვირკველიას "ლოკომოტივი" მოსკოვში "ურალთან" დამარცხდა
არც ანანიძე ათამაშეს, არც ჭანტურია, "სპარტაკი" დამარცხდა და მის მწვრთნელს დედა აგინეს
გიორგი ჭანტურიას გერმანიაში ოპერაცია გაუკეთეს
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს