სლოვენიის ღია პირველობის პირველ წრეში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა შეუპოვარი ბრძოლა გაუმართა მე-4 ნომრად განთესილ იტალიელ სარა ერანის

სლოვენიის ღია პირველობის (220 ათასი დოლარი) პირველ წრეში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა (147) შეუპოვარი ბრძოლა გაუმართა მე-4 ნომრად განთესილ იტალიელ სარა ერანის (37), მაგრამ ორ სეტში დამარცხდა - 6:7 (1), 4:6. ის, რომ ანამ მსოფლიოს საჩოგბურთო ელიტის წევრს ასეთი ბრძოლა გაუმართა, იმედისმომცემია - პირველ სეტში ტატიშვილმა პირველივე გეიმი მოიგო მეტოქის მოწოდებაზე, შემდეგ იქვე დაკარგა თავისი, მაგრამ კვლავ აჯობა აპენინელს მისსავე მოწოდებაზე. მოკლედ, უკეთეს სტარტს ვერ ვინატრებდით - ანა 3:1 დაწინაურდა, მაგრამ ერანიმ შეძლო გათანაბრება და სეტის ტაი ბრეიკამდე მიყვანა. პირველ სეტში ანამ 10-დან მხოლოდ 2 ბრეიქ პოინტი გამოიყენა (!), მას შეეძლო სეტის მოგება. ტაი ბრეიკში პირველად ერანიმ მოაწოდა და ანამ მიღებაზე იყოჩაღა, 1:0 დაწინაურდა, ამის შემდეგ კი ზედიზედ 7 ქულა წააგო.

მეორე სეტშიც თანაბარი თამაში წავიდა. 3:3-მდე მეტოქეებმა საკუთარ მოწოდებებზე მოიგეს გეიმები, შემდეგ კი ანამ თავისი მოწოდება წააგო, თუმცა იქვე გამოასწორა და ერანის მოწოდებაზე იყოჩაღა - 4:4. გადამწყვეტი მომენტი სწორედ აქ დადგა, ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ზედიზედ ორი გეიმი მოიგო და თამაშიც. ანამ წყვილთა თანრიგშიც კარგად იბრძოლა. ქართველის და ყაზახი სესილ კარატანჩევას დუეტი სერბულ გუნდს გადაეყარა, სადაც მსოფლიოს მე-2 ჩოგანი ელენა იანკოვიჩი თამაშობდა (მისი მეწყვილე ალექსანდრა კრუნიჩი იყო). ტატიშვილმა და კარატანჩევამ სამ სეტში წააგეს - 3:6, 6:4, 8:10.

პორტოროჟში ტატიშვილმა 16 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, თუმცა ამით ის რეიტინგში წინ ვერ წაიწევს, რადგან სლოვენიაში შარშანაც ეს შედეგი აჩვენა - სამი საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო და შემდეგ შვეიცარიელ შტეფანი ფოგელთან (98) დამარცხდა სამ სეტში.

იიფ!..
როგორც ერთი ჩვენი ტელეწამყვანი იტყოდა, უძალიანმაგრესი ქალია! :)
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა