ყველაზე ძველი "დინამო" შეფშედის "დინამოა", ინგლისური კლუბი 1879 წელს დაარსდა
* ყველაზე ძველი "დინამო" შეფშედის "დინამოა", ინგლისური კლუბი 1879 წელს დაარსდა.

* "დინამო" ყველა კონტინენტზეა, სამხრეთ ამერიკის გარდა.

* 27 ქვეყანაში სულ 50 საფეხბურთო "დინამოა".

* ყველაზე ტიტულოვანი "დინამო" კიევისაა, შემდეგ მოდის ქართული და ხორვატიული "დინამოები".

26 ივლისს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს ორი "დინამო" შეხვდა, ზაგრებისა და თბილისის. ამან ხორვატ ჟურნალისტებს აფიქრებინა, შეეჯამებინათ, სულ რამდენი საფეხბურთო "დინამოა" მსოფლიოში. ჩვენც, ჩვენი მხრიდან, რამდენიმე ნიუანსი დავამატეთ და ვფიქრობთ, სტატია ქართველი მკითხველისათვის საინტერესო უნდა იქნება...

მსოფლიოში ახლა 27 ქვეყანაში 50 საფეხბურთო კლუბია, სახელად "დინამო" (ხორვატებს დათვლისას ერთი დააკლდათ - მაინცდამაინც ქართული გუნდი - ბათუმის "დინამო"). მათ შორისაა გუშინწინდელი დაპირისპირების ორი "დინამო", თბილისისა და ზაგრების, "დინამოების" ყველაზე ცნობილი წარმომადგენელთაგანნი.

სახელი "დინამო" მოდის ბერძნული სიტყვიდან dynamis, რაც "ძალას" ნიშნავს. "დინამო" განსაკუთრებულად პოპულარული გახდა კომუნისტურ ბლოკში. ამიტომაც ყველაზე მეტი "დინამო" ახლა რუსეთშია - 14.

ერთადერთი კონტინენტი (რა თქმა უნდა, ჩამონათვალში დაუსახლებელ ანტარქტიდას არ ვგულისხმობთ), სადაც არ არის საფეხბურთო კლუბი, სახელად "დინამო", არის სამხრეთი ამერიკა.

აფრიკაში ხუთი "დინამოა", მათ შორის, სამხრეთ აფრიკაში მეორე დივიზიონის ბინადარი, რომელსაც ოდნავ განსხვავებული სახელი ჰქვია - "დინამოსი", ლიმპოპოს პროვინციიდან. აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ "დინამოს" dinamo ეწოდება, ზოგს კი dynamo. ეტიმოლოგიურად სწორი, რა თქმა უნდა, მეორე ვარიანტია, მაგრამ პირველი გაცილებით გავრცელებულია.

მოკლედ, სანამ პინგვინები ფეხბურთის თამაშს ისწავლიან, სამხრეთაფრიკული "დინამოსი" არის პლანეტის ყველაზე სამხრეთული "დინამო", ყველაზე ჩრდილოური კი, რა თქმა უნდა, რუსეთშია - ვოლგის ზემო დინებაში მდებარ ქალაქ კოსტრომიდან.

ყველაზე დასავლური "დინამო" ტექსასის შტატშია და მას "ჰიუსტონ დინამო" ჰქვია; ყველაზე აღმოსავლური კი ინდოეთის "დელი დინამოსია" (აქაც, როგორც სამხრეთ აფრიკაში, სახელს მრავლობითის სუფიქსი s ემატება).

"დინამოები" მთელ მსოფლიოშია მოდებული, ბოლო კონტინენტი ამ სახელმა 1975 წელს აითვისა, როცა ავსტრალიაში საფეხბურთო კლუბი "დინამო" ჩამოყალიბდა. ქალაქ სენტ ოლბანსში ხორვატმა ემიგრანტებმა კლუბს სახელი გადაარქვეს და "სენტ ოლბანს დინამო" უწოდეს.

სხვათა შორის, წარსულში კიდევ უფრო მეტი "დინამო" იყო, მაგრამ კლუბების ნაწილი დაიშალა, ნაწილს კი სახელი შეეცვალა. სამოყვარულო დონეზე კი "დინამოების" რიცხვი გაცილებით დიდია.

დინამო VS დინამო

ბუნებრივია, "დინამოებს" შორის უამრავი დაპირისპირება მომხდარა ყოფილ საბჭოეთში. თბილისის "დინამოს" ხშირად უთამაშია კიევის, მოსკოვისა და მინსკის "დინამოების" წინააღმდეგ.

აი, ჩვენ მოწინააღმდეგე ზაგრების "დინამოს" ევროთასებზე აქამდე 6-ჯერ უთამაშია რომელიმე "დინამოს" წინააღმდეგ, მაგრამ წლევანდლამდე გამარჯვებული მხოლოდ ერთხელ გამოსულა, თუმცა ის ერთი შემთხვევა კლუბის ისტორიაში დიდ ადგილს იკავებს - 1967 წელს ევროპის ბაზრობათა თასის (ევროპალიგის წინაპარი) III რაუნდში მაშინ იუგოსლავიურმა კლუბმა გზიდან რუმინული პიტეშტის "დინამო" ჩამოიცილა (1:0, 0:0). იმ წელს ზაგრების "დინამომ" ბაზრობათა თასი მოიგო. ამის მერე ზედიზედ 4 დაპირისპირება წარუმატებელი გამოდგა - ზაგრების "დინამომ" კიევისასთან ითამაშა (1 ფრე, 3 წაგება). გუშინწინ ხორვატებმა სტატისტიკა ჩვენს გუნდთან გამოისწორეს, 2:0 დაამარცხეს საქართველოს ჩემპიონი.

როგორც ზაგრებელებს, თბილისელებსაც ერთი ევროპული ტიტული აქვთ - 1981 წლის თასების მფლობელთა თასი (ტურნირი, რომელიც 1999 წელს გაუქმდა) მოიგეს ნოდარ ახალკაცის მეთაურობით.

დღეისათვის თბილისის "დინამო" ისეთი ცნობილი აღარ არის ევროპული ფეხბურთის ელიტისთვის, თუმცა ის სამი კლუბიდან ერთი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგიდან არ გავარდნილა.

კროაცია და იბერია

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელი "დინამო" საბჭოურ გადმონაშთად მიიჩნეოდა. ასევე იყო ყოფილ იუგოსლავიაშიც. ასე რომ, ზაგრების "დინამოს" "კროაცია" (ხორვატია) უწოდეს, ხოლო თბილისისას "იბერია".

თბილისის "დინამომ" საბჭოთა კავშირის დაშლამდე შეიცვალა სახელი, 1990 წელს "იბერია" ეწოდა და საქართველოს ჩემპიონატში დაიწყო ასპარეზობა, მაგრამ უკვე ორი წლის გასვლის მერე კლუბმა დაიბრუნა სახელი "დინამო".

ხორვატი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ სახელის გადარქმევამ "დინამოს" ფანები გაანაწყენა და მათ შეძლეს სახელის დაბრუნება. ჩვენ კი ვიცით, რომ მთლად ასე არ იყო საქმე და პოლიტიკურმა ვითარებამაც გარკვეული როლი ითამაშა.

დამოუკიდებელ საქართველოში "დინამო" 16-გზის ჩემპიონი და თითქმის უკონკურენტო გუნდია.

ფეხბურთელი დინამო

სხვათა შორის, ნამიბიის ნაკრებში თამაშობს ფეხბურთელი, რომელსაც დინამო ჰქვია - დინამო ფრედერიკსი. ის 24 წლის მცველია.

საინტერესო "დინამოები"

ტირანის "დინამო" (ალბანეთი)

გუნდს ალბანეთში "ლურჯ ბიჭებს" უწოდებენ.

"ნორზერნ დინამო" (სეიშელის კუნძულები)

ინდოეთის ოკეანეშიც არის "დინამო" (ოღონდ ჩრდილოეთის), კუნძულ მაჰეზე.

"ჰისტონ დინამო" (აშშ)

დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე ცნობილი და ძლიერი "დინამოა". კლუბის ერთ-ერთი მფლობელია მექსიკის ოქროს ბიჭუნა, ცნობილი მოკრივე ოსკარ დე ლა ჰოია.

შეფშედის "დინამო" (ინგლისი)

ეს "დინამო" ყველაზე ძველია მსოფლიოში. ის 1879 წელს დაარსდა, როგორც "შეფშედ ალბიონი". "დინამო" მას 1994 წელს ეწოდა.

დელის "დინამოსი" (ინდოეთი)

ახალი კლუბი, დაარსდა 2014 წელს. მას ბრაზილიელი რობერტო კარლოსი წვრთნის. გუნდში იონ არნე რიისე და ფლორან მალუდა თამაშობენ.

ჩეშსკე ბუდეიოვიცეს "დინამო" (ჩეხეთი)

ეს კლუბი 1905 წელს დაარსდა, ჩეხეთის მეორე დივიზიონში თამაშობს და პრეზიდენტი კარელ პობორსკია.

ლუგბოროს "დინამო" (ინგლისი)

გუნდი საიდუმლოდ დააარსეს სტუდენტებმა 1955 წელს, რომელთაც ამ უმაღლესი სასწავლებლის ყველაზე პოპულარული სპორტის, რაგბის თამაშის ნაცვლად, ბურთის გაგორება სურდათ.

კიევის "დინამო" (უკრაინა)

ყველაზე ტიტულოვანი "დინამოა", ევროპის თასების თასი ორჯერ მოიგო (1975 და 1986 წლებში), ერთხელ კი უეფას სუპერთასი (1975).

ყველა "დინამო"

აფრიკაში

აბომეის "დინამო" (ბენინი); "ნორზერნ დინამო" (სეიშელის კუნძულები); "დინამოსი" (სამხრეთი აფრიკა); "პაუერ დინამოსი" (ზამბია); ჰარარეს "დინამოსი" (ზიმბაბვე).

აზიაში

"დელი დინამოსი" (ინდოეთი); ბიშკეკის "დორდოი-დინამო" (ყირგიზეთი); დუშანბეს "დინამო" (ყაზახეთი); სამარყანდის "დინამო" (უზბეკეთი).

ევროპა

ტირანის "დინამო" (ალბანეთი); მინსკის "დინამო" (ბელორუსი); ბრესტის "დინამო" (ბელორუსი); ზაგრების "დინამო" (ხორვატია); პერვოლიონის "დინამო" (კვიპროსი); ჩეშსკე ბუდიოვიცეს "დინამო" (ჩეხეთი); შეფშედის "დინამო" (ინგლისი); ლუგბოროს "დინამო" (ინგლისი); ტალინის "დიუნამო" (ესტონეთი); თბილისის "დინამო" (საქართველო), ბათუმის "დინამო" (საქართველო); "ბერლინერ დინამო" (გერმანია); დრეზდენის "დინამო" (გერმანია); "დინამო-რინუჟი" (ლატვია); ბენდერის "დინამო" (მოლდოვა); ბუქარესტის "დინამო" (რუმინეთი); ბარნაულის "დინამო" (რუსეთი); ბრიანსკის "დინამო" (რუსეთი); კემეროვოს "დინამო" (რუსეთი); კიროვის "დინამო" (რუსეთი); კოსტრომის "დინამო" (რუსეთი); მახაჭყალის "დინამო" (რუსეთი); მოსკოვის "დინამო" (რუსეთი); ომსკის "დინამო" (რუსეთი); პერმის "დინამო" (რუსეთი); სტ. პეტერბურგის "დინამო" (რუსეთი); სტავროპოლის "დინამო" (რუსეთი); ტულის "დინამო" (რუსეთი); ვოლოგდის "დინამო" (რუსეთი); ვორონეჟის "დინამო" (რუსეთი); პანჩევოს "დინამო" (სერბეთი); ვრანიეს "დინამო" (სერბეთი); ხარკოვის "დინამო" (უკრაინა); ხმელნიცკის "დინამო" (უკრაინა); კიევის "დინამო" (უკრაინა); საკის "დინამო" (უკრაინა); ლუჰანსკის "დინამო"; პენტვინის "დინამო" (უელსი).

ჩრდილო ამერიკა

კაროლინას "დინამო" (აშშ); ჰიუსტონის "დინამო" (აშშ); დენვერის "დინამო" (აშშ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

paata
ყველაზე სახელოვანი თბილისის, კიევისა და ზაგრების დინამოა
mcenare-99
სოხუმის დინამო გამოგრჩათ
ggg
ისე გორის დილასაც დინამო ერქვა ერთ დროს :) და კიდევ სოხუმის დინამოც გამოგრჩებოდათ ვიცი სათვალავში და ანუ 52 ყოფილა :) რა საინტერესო სტატიაააა
gizog
დინამო ლათინური სიტყვაა და ძალას, სიძლიერეს ნიშნავს, D ესეც ლათინურია, ჯანდაბასაც წაუღია საბჭოეთი. წაიღო კიდეც, აქ დარჩენილებმა კი ერთმანეთის პატივისცემა ვისწავლოთ. თავი იმით გამოვიჩინოთ რასაც ახალს შევქნით, ნგრევით სადამდეც მივედით კი ჩანს.
gio
სოხუმის დინამო გამოგრცჰატ მეორე ლიგასჰი ტამასჰობს
datos
მაგ პერიოდში დაბადებულებსაც ხომ არ გვიპირებთ ფიზიკურ ლიკვიდაციას? :) ისე ცნობისთვის, ლათინური ხელნაწერი, არა ბეჭდური "დ" ეგრე იწერება როგორც დინამოს ლოგოზეა
KAKUTA
თბილისის "დინამო" ერთადერტიაო რო წერთ საკავშირო პირველობის უმაღლესიდან არ გავარფნილაო ისიც გაიხსენეთ 2 ჯერ როჰორ შეწირეთ "დინამო" არ გავარდნას ქუთაისის "ტორპედო"
dato-ს
100% ბრძანდებით პატივცემულო, საბჭოური გადმონაშთია დინამო და უნდა დავანგრიოთ ყველაფერი რაც კი საბჭოთა კავშირს უკავშირდება!ფაბრიკა-ქარხნები უკვე დანგრეულია!ახლა დავიწყოთ მეტროპოლიტენის ნგრევა,გავაგრძელოთ კორპუსებით, რომელშიც თითქმის მთელი თბილისი ცხოვრობს თუ მუშაობს!შემდეგ დასანგრევ ობიექტებზე, პაწა თქვენც მოგვეხმარეთ და დაგვისახელეთ!
dato
მე ეხლაც ასე ვთვლი, ეს გუნდი არის საბჭოეთის გადმონაშთი და არა ქართული გუნდი. მე მხოლოდ ევროთასებზე ვგულშემატკივრობ დინამოს, ესეხება სხვა ქართულ საბჭოური სახელით მოთამაშე გუნდებსაც. დინამო თან ლოგოზე რუსული ასობგერით, ეს უთავმოყვარეობაა
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში - ლუკა გაგნიძე "გრანადაში" გადავიდა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "რეალმა" "ატალანტას" სძლია - მბაპემ ტრავმა მიიღო [VIDEO]
ცხოვრებაძემ "გუმერსბახი" დატოვა - ქართველ ხელბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: ორი გამოუყენებელი პენალტი - "რეალი" "ლივერპულთან" დამარცხდა და 24-ე პოზიციაზე დაქვეითდა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება და "ბაიერნის" მარცხი "ფეიენოორდთან" [VIDEO]
მოსკოვის "დინამომ" შეიძლება გაგნიძე მეხუთე და ბოლო იჯარით გაუშვას
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
გაგნიძე მოსკოვის "დინამოს" დუბლებში გადაიყვანეს და კლუბიდან წასვლისკენ მოუწოდებენ
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე და ყველამ ეს აღნიშნა" - გაგნიძის კომენტარი "კრილია სოვეტოვში" გადასვლის შემდეგ
გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
ლუკა გაგნიძე იჯარით მოსკოვის "დინამოდან" "კრილია სოვეტოვში" გადავა
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
"ბარსელონა" ხორვატიის ნაკრების მეკარეს შეიძენს
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
"ჟირონა" უკრაინელი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
გულიაშვილი ზამთარში სავარაუდოდ, "სარაევოდან" წავა - ევროტურნირებზე მოთამაშე გუნდი, ან კარიერის შვედეთში გაგრძელება
ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა ისევ ყოვნდება
მესამე უკრაინელი "ჟირონაში" - ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან