ქართველმა მესტენდურმა დავით ქვათაძემ ამ დღეებში ნიქოზიაში "კვიპროსის დიდ პრიზზე" იასპარეზა და 98 მონაწილეს შორის 37-ე ადგილზე გავიდა...

ქართველმა მესტენდურმა დავით ქვათაძემ ამ დღეებში ნიქოზიაში "კვიპროსის დიდ პრიზზე" იასპარეზა და 98 მონაწილეს შორის 37-ე ადგილზე გავიდა. ჩვენებურმა უფრო უკეთ პირველ ორ სერიაში ისროლა, მომდევნო სამში კი ოდნავ გააუარესა მაჩვენებელი – თავიდან 24-24, მერე კი - 23, 22 და ისევ 23 ქულა. საბოლოოდ, ჯამში 116 ქულა დააგროვა. ფიზიკურად ვერ გაუძლო ტურნირის დატვირთვას თუ ბოლოსკენ დაღმასვლა რას უნდა მივაწეროთ, ვერ გეტყვით, მაგრამ საინტერესოა ერთი გარემოება – 116 ქულა კიდევ 4-მა მსროლელმა აჩვენა, ცხრილში კი ყველამ გაუსწრო ქვათაძეს, რადგან ბოლო სერიაში ჩვენებურზე უკეთესი შედეგი ჰქონდათ. 1-2 ქულის მომატებაც კი ქვათაძეს ოცეულში შეიყვანდა, ხოლო 122 ქულა სულაც ფინალის საგზური აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ფინალური ექვსეულიდან ხუთს სწორედ ასეთი მაჩვენებელი ჰქონდა.

ფინალში საუკეთესო შედეგით 124-ქულიანი რუსი ვალერი შომინი შევიდა. მასპინძელთა გასახარად, ფინალური სერია მათი მსროლელების უპირატესობით წარიმართა – გეორგ აჩლეოსმა და ანტონის ანდრეოუმ 2-2 ქულით აჯობეს შომინს – 25-25 დააგროვეს და რუსი ბრინჯაოს დააჯერეს, თავად კი ოქროს მედლისთვის დამატებითი სერია დასჭირდათ. მათ აქაც თანაბარი მაჩვენებელი ჰქონდათ, მაგრამ ძირითადი სერიაში ბოლო ცდაზე აჩლეოსს 1 ქულით მეტი ჰქონდა და ოქროც მას ერგო.

კვიპროში ქვათაძესთან ერთად მხოლოდ მწვრთნელი თამაზ იმნაიშვილი იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ამჯერად, სხვა ქართველი მსროლელების გაგზავნა ვერ მოხერხდა. არადა, მათ წინა ტურნირიც ჩაეშალათ – `ეგვიპტის დიდი პრიზი~ - იქ გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის გამო.

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა