27 ივლისს მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა კალათბურთელები მაქსიმალურად დატვირთა
ფოტო: gbf.ge

26 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაისვენა, თუმცა მეორე დღეს მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა კალათბურთელები მაქსიმალურად დატვირთა.

რაც შეკრება დაიწყო, 27 ივნისი ყველაზე დატვირთული დღე იყო ნაკრების წევრებისთვის. გიორგიოს ვავეცისმა დილით, ხოლო ილიას ზუროსმა საღამოს - ნაკრები უამრავ კომპონენტში ავარჯიშა.

დილის ვარჯიშზე კალათბურთელები, ძირითადად, ფიზმომზადებით დაკავდნენ. ვავეცისმა თავისი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით კალათბურთელები გვარიანად დაღალა. ჯერ იყო და მოთამაშეებს აჩქარების უნარი გაუზომა, შემდეგ კი მაღლებს გზადაგზა ბლოკის დაყენებით გარკვეული მონაკვეთის სწრაფად დაძლევა დაავალა, ხოლო უკანახაზელები საჯარიმოს ირგვლივ ზიგზაგურ სირბილში შეაჯიბრა, რაშიც საუკეთესო დრო დუდა სანაძემ აჩვენა.

საღამოს ვარჯიშმა რეკორდულად დიდხანს - 2:15 საათს გასტანა. კალათბურთელებს მრავალ კომბინაციასა თუ კომპონენტზე მოუწიათ ოფლის ღვრა. მანამდეც არაერთი სათამაშო ეპიზოდი გათამაშდა, თუმცა ბოლოს ნაკრების კანდიდატებმა ერთმანეთში მთელ მოედანზე კალათბურთი გააჩაღეს.

თორნიკე შენგელიამ, რომელსაც ბოლო 3 დღეა, ტემპერატურა აწეული აქვს, დილას არ ივარჯიშა. "ლაბორალ კუჩას" ფორვარდი მხოლოდ ორძელის აწევით და სხვა ძალისმიერი ვარჯიშებით შემოიფარგლა. საღამოს კი შენგელია უკვე მზადყოფნაში იყო და სრულფასოვნად ივარჯიშა.

ილიას ზუროსმა კომენტარიც დილის ვარჯიშის შემდეგ გააკეთა, სადაც მთავარი მწვრთნელი გუნდისთვის შენგელიას მნიშვნელობაზე და გუნდის მომზადების დონეზე ლაპარაკობს.

იხილეთ ვარჯიშისა და ზუროსის კომენტარის ვიდეო

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

zurab
მახსოვს, ასეთი იძლებითი შესვენება ადრე კარგადაც კი წაადგა შენგელიას. ამ დროს ის საჯარიმოების ტყორცნებში ვარჯიშობდა და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა იგი.
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ