არასდროს

თქვა არასდროს

ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე რიჩი მაქოუმ ბუცები კედელზე შარშან, ინგლისში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ დაკიდა. ამჟამად, რიჩი ჩჰრისტცჰურცჰ Hელიცოპტერს ბიზნესის განვითარების მენეჯერია. იმავდროულად, მსოფლიოს რაგბის ლეგენდა ვერტმფრენის მართვას სწავლობდა.

რიჩი მაქოუმ სწავლების კურსი წარმატებით გაიარა და გამოდაში 94 პროცენტი მიიღო, რაც ბარიერს 24 პროცენტით აღემატება. რიჩი ხშირად დაფრინავს მშობლიური ქალაქის თავზე და ხუთი წლის წინათ მძლავრი მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ ადგილებს ათვალიერებს. მაშინ მიწისძვრამ 185 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სერიოზულად დაზიანდა მაქოუს მშობლიური არენა "ლანკასტერ პარკი", რომელზეც საშინაო მატჩებს მართავდა. მას შემდეგ ამ სტადიონის მწყობრში მოყვანა ვერაფრით მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის მსოფლიოს თასის მასპინძელი ქრაისჩერჩი და "ლანკასტერ" პარკიც უნდა ყოფილიყო, სადაც საქართველოს ნაკრებს ინგლისელთა წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. მიწისძვრის გამო ეს არ მოხერხდა და "პომებს" დანიდინში დავუპირისპირდით.

ცხადია, ყოველივე ამის გამო მსოფლიოს რაგბის ლეგენდა ძალიან წუხს.

"ბოლოს და ბოლოს, ვიღაცამ უნდა ითავოს ყოველივე ამის გაწმენდა და წესრიგში მოყვანა. ცხადია, ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ გული მიკვდება, სტადიონს ასეთ დღეში რომ ვხედავ. ქალაქშიც ძალიან ბევრ ადგილას კიდევ ამჩნევია "ნაიარევი". - თქვა მაქოუმ.

35 წლის რიჩის არაფრით სურს კომენტატორის კაბინაში შესვლა და ფიქრობს, რომ მომავალ წელს "ბრიტანელი ლომების" სტუმრობას ახალ ზელანდიაში თვალს ტრიბუნიდან მიადევნებს. წლეულს აგვისტოში კი რიო დე ჟანეიროს ეწვევა, რათა საცოლეს, ჯემა ფლინს, რომელიც ახალი ზელანდიის ბალახის ჰოკეისტთა ნაკრების წევრია, მხარი დაუჭიროს.

"საშინელებაა, როცა 15 წელიწადია მაღალ დონეზე თამაშობ და ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი მთავრდება. ფიქრობ, ახლა რა ვქნა? მართალი გითხრათ იმ წლებიდან 12 წელიწადის განმავლობაში ამაზე სულაც არ ვფიქრობდი. მეგონა, ეს ყველაფერი უსასრულოდ გაგრძელდებოდა, მაგრამ...

კვირაობით ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. ფიზიოთერაპევტის მაგიდა ნამდვილად არ მენატრება." - დასძინა მან.

ამასობაში შორს ქრაისჩერჩის პორტი გამოჩნდა თავისი უზარმაზარი საწყობებით, რომლების მშენებლობა-აღდგენა დღემდე გრძელდება.

"აქ ხშირად მოვდივარ ხოლმე და ვმუშაობ. მომწონს, რომ ეს ჩემი ერთგვარი საიდუმლოა. მიწისძვრის შემდეგ ბევრი დიდი საწყობი ავაშენეთ, დაზიანებულისა და დანგრეულის სანაცვლოდ. ქალაქგარეთ დასახლებული პუნქტები გაჩნდა. იქ მიწისძვრის საფრთხე ნაკლებია.

მწარედ მახსენდება ის დღე. ნაშუადღევს კირან რიდთან ერთად ვსადილობდი. ოპერაცია ახალი გაკეთებული მქონდა და ყავარჯნებით დავდიოდი. იმდენად ძლიერი რყევები იყო, რომ სკამოდან გადმოვვარდი. მოგვიანებით შინ დავბრუნდი, რომელიც დანგრეული დამხვდა. ხალხი საშინელ დღეში იყო, მაგრამ ხელები არავის ჩამოუშვია, სტიქიას არ დანებდნენ. ამ დროს აშკარად დავინახე ადამიანის ბუნების საუკეთესო მხარე" - იხსენებს რიჩუ მაქოუ.

ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მესამეხაზელი, საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, თუმცა მწვრთნელობაზე არასდროს უფიქრია.

"არ მგონია მწვრთნელობამ ისეთივე სიამოვნება მომანიჭოს, როგორსაც თამაში მანიჭებდა. ამან, შესაძლოა გამაღიზიანოს. თამაშიდან დიდი ხნით ვერ გახვალ, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება და არ უნდა ჩამორჩე. ვინ იცის, ყოველ შემთხვევაში, არასდროს უნდა თქვა არასდროს".

ბესიკ ჯანგავაძე

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს