თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ხვალ ასრულებს საერთო ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას ბაკურიანში
ახალგაზრდა მოჭიდავეები აგრძელებენ მზადებას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც ნაოლიმპიადევს, 30 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით ფრანგულ მეიკენში ჩატარდება.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ხვალ ასრულებს საერთო ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას ბაკურიანში და თბილისში დაბრუნდება, თუმცა სახლში დიდხანს არ დარჩება და 1-ლი აგვისტოდან ბორჯომს მიაშურებს, სადაც მორიგ სავარჯიშო ეტაპს დაიწყებს. დასკვნით შეკრებას ისინი 19 აგვისტოდან დუშეთში გაივლიან, მისი დასრულების შემდეგ კი საფრანგეთში გაფრინდებიან.

გიორგი გოგშელიძის სამწვრთნელო შტაბი არ აპირებს, რადიკალურად გადაახალისოს ევროპის პირველობაზე ნაჭიდავები გუნდი, თუმცა რამდენიმე წონაში საკადრო ცვლილება იქნება, მაგრამ ძირითადი ბირთვი შენარჩუნდება. ისინი საბოლოო შემადგენლობას, სავარაუდოდ, ბორჯომში გამოაცხადებენ, ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ რუმინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ამ გუნდმა 8 წონიდან 7 მედალი მოიპოვა - 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. კონტინენტის ვიცე-ჩემპიონები რობერტ დინგაშვილი (55) და გივი მაჭარაშვილი (96) გახდნენ, მესამეზე კი შმაგი თოდუა (60), გიორგი სულავა (66), ტარიელ გაფრინდაშვილი (74), მექი სიმონია (84) და ზურაბ ურთაშვილი (120) გავიდნენ. უმედლოდ მხოლოდ ერთ წონაში - 50 კილოგრამში დარჩნენ, თუმცა იქაც გიორგი ხაჩიძე მეხუთეზე გავიდა, ანუ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში დამარცხდა.

"ბერძენ-რომაელებმა" და მათმა მთავარმა მწვრთნელმა ზაზა სილაგაძემ მსოფლიოსთვის მოსამზადებელ ციკლშიც დაუთმეს ადგილი უცხოურ ეტაპს, თუმცა ამჯერად უმეტეს ნაწილს სამშობლოში გაატარებენ (სეზონის დასაწყისში, როცა გუნდი ჯერ კიდევ არ იყო ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების გადამწყვეტ ციკლზე გადასული, მათ რამდენიმე თვე გაატარეს ევროპაში, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში ერთობლივ წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა). გუნდმა ეროვნულ ნაკრებთან ერთად უკვე გაიარა ერთობლივი შეკრება მინსკში, "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე, სადაც მათთან ერთად ვარჯიშობდნენ და სპარინგებში მონაწილეობდნენ საქართველოს, ბელორუსის, უნგრეთის, სომხეთის, ლატვიის და სხვათა ოლიმპიური გუნდები, აგრეთვე - მასპინძელთა ახალგაზრდული ნაკრები.

ცხადია, ასეთი დონის ფალავნებთან ვარჯიში, რომელთა შორისაც ბლომად იყვნენ ოლიმპიური მედალოსნები, ევროპისა და მსოფლიოს პირველობების ჩემპიონ-პრიზიორები და, სავარაუდოდ, იქნებიან მომავალი ოლიმპიადის ტრიუმფატორებიც, ძალიან წაადგებათ ჩვენს მოზარდებს.

ეს გუნდი მორიგ საწვრთნელ ეტაპს წყალტუბოში ხვალ დაიწყებს, სადაც მათთან ერთად უზბეკეთის ახალგაზრდული ნაკრებიც იქნება. ჩამოსვლა სურს ესტონეთსაც და საქმიან მიმოწერასაც აწარმოებენ ჩვენებთან, თუმცა მათი საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა, უზბეკებისა კი ბეჭედდასმულია. წყალტუბო მათთვის ფეხბედნიერი ადგილია - ევროპის ჩემპიონატის წინაც იქ გაიარეს დასკვნითი შეკრება და, სავარაუდოდ, ბოლო ეტაპს ახლაც იქვე ჩაატარებენ.

ევროპის ჩემპიონატზე ეს გუნდიც დიდი წარმატებით გამოვიდა და 8-დან 6 მედალი მოიპოვა - 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ამიტომ შემადგენლობის ძირითად ბირთვს სილაგაძეც შეინარჩუნებს, მაგრამ ზოგიერთ წონაში ახალი მონაწილეც ეყოლება. შემადგენლობას ისიც უახლოეს დღეებში, მეორე შეკრების მიმდინარეობისას გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდიდან ევროპის ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია (50), რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) გახდნენ. ფინალში ლევან ქავჟარაძე (60) და გიორგი მელია (96) დამარცხდნენ, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი დავით ჩხარტიშვილი (55) დადგა. უმედლოდ თემურ ჭკუასელიძე (74) და გურამ ხეცურიანი (84) დარჩნენ, თუმცა ხეცურიანმა ბრინჯაოსთვის ორთაბრძოლა წააგო და მეხუთეზე დარჩა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ