ორი ჩაეშალათ, მესამე

ვერ დაამთავრეს...

"ზუგდიდმა" თურქულ შეკრებაზე მესამე ტესტმატჩი საუდის არაბეთის პირველი ლიგის ბინადარ "ალ ფეიჰასთან" გამართა. კლუბის პრესატაშის, ლაშა გოგილავას ცნობით, ეს მატჩი ორგანიზატორებმა განრიგში იმის გამო ჩასვეს, რომ ზუგდიდელებს ზედიზედ ორჯერ გადაედოთ თამაში თურქმენულ "აშხაბადთან".

სხვადასხვა მიზეზით, არ უთამაშიათ გოდერძი მაჩაიძეს, გიორგი ქანთარიას, ვაკო ტყემალაძეს, ლევან წურწუმიას და შოთა ლომიას. ოთარ გაბელიას გაწვრთნილებს დაწინაურება შეეძლოთ, მაგრამ არაბთა მეკარე კარგად თამაშობდა: მე-2 წუთზე მას პირისპირ დარჩენილმა საბა ლომიამ ვერ აჯობა, მალე თენგიზ ჩიკვილაძის მიერ შესრულებული სახიფათო ჯარიმა მოიგერია კუთხურზე. არაბთა კარის დარაჯი გურამ სამუშიას შეტევასაც გაუმკლავდა, თუმცა დამატებაზე უკვე მცველებმა ითამაშეს ზუსტად და ვითარება განმუხტეს.

"ალ ფეიჰას" ფეხბურთელები უხეშობდნენ და ერთ-ერთ ეპიზოდში დმიტრო ზოზულიას ცხვირზე ნაკერების დადებაც დასჭირდა. მოგვიანებით კი ნიკა ლაშხია დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

პირველ ტაიმში არაბებმა ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს და ვერ გამოიყენეს, როცა ფლანგური გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა ბურთი ძელს გაარტყა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თურქმა არბიტრმა ზუგდიდელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ალშახნიფმა ზუსტად შეასრულა - 0:1.

ამის შემდეგ გაბელიას შეგირდებმა მწვავედ შეუტიეს. ჯერ ფლანგური გადაცემით ისარგებლა გიორგი ჭანკოტაძემ, მერე დიმიტრი თუთბერიძემ დრიბლინგით სამი მცველი მოატყუა და მეკარეს აუღებელი დაურტყა, მესამე გოლი კი მარცხენა ფლანგიდან წამოწყებულ იერიშს მოჰყვა - გურამ სამუშიას გადაცემით ლაშა კუკავამ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

ზუგდიდი: დაუშვილი, იოსელიანი, აფაქიძე, ზოზულია, ჩიკვილაძე, ბეჭვაია, სიხარულია, ლაშხია, სამუშია, თუთბერიძე, ს. ლომია; შეცვლაზე: ზარქუა, ქირია, კუკავა, ჭანკოტაძე, ლ. ჭელიძე.

ზუგდიდელებმა გუშინ მეორე შეხვედრაც გამართეს და ამჯერად, მეორე არაბულ კლუბ "ალ რაედთან", რომელიც საუდის არაბეთის პრემიერლიგაში გამოდის. ამ გუნდში კიევის "დინამოსა" და გვინეის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ისმაელ ბანგურა და სომხეთის ნაკრების ნახევარმცველი მარკუს პიზელი თამაშობენ.

როგორც კლუბის პრესსამსახურიდან გვაცნობეს, ძლიერი ნისლის გამო სპარინგი 20 წუთით ადრე დასრულდა - 0:0. საერთოდ, რაღაც უცნაური ამბავია - ამ შეკრებაზე, უამინდობის გამო, "ზუგდიდს" ორი მატჩი ჩაეშალა, მესამე კი ვერ ჩაამთავრა.

ზუგდიდი: ზარქუა, იოსელიანი, აფაქიძე, ლ. ჭელიძე, ჩიკვილაძე, ბეჭვაია, ტყემალაძე, ლაშხია, შ. ლომია, ჭანკოტაძე, ს. ლომია (46. კუკავა); შეცვლაზე: დაუშვილი, ჯომიდავა, სიხარულია, ქირია, წურწუმია, გ. სამუშია, ნარმანია.

ხვალ, შეკრების ბოლო დღეს, "ზუგდიდი" მეხუთე საკონტროლო მატჩს გამართავს, თუ ამინდმა ამჯერად მაინც შეუწყო ხელი. გაბელიას გუნდის მეტოქე თურქული "დერსიმსფორი" იქნება.

სერგო კორძაია

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე