სამმა ქართულმა გუნდმა შევდეთსა და დანიაში საერთაშორისო ტურნირებში მიიღო მონაწილეობა
სამმა ქართულმა გუნდმა შევდეთსა და დანიაში საერთაშორისო ტურნირებში მიიღო მონაწილეობა.

შვედეთში "გოტია ქაფზე" ჩვენებმა მედლები ვერ მოიპოვეს, სამწუხაროდ სამივე გუნდი მერვედფინალში დამარცხდა:

საბურთალო 1-ლუნ ფუტბალი (ნორვეგია) 1:1 (პენ. 4:5) გოლი: გურამ ხვედელიძე

საბურთალო 2-ჰაკე (შვედეთი) 0:2

"საქართველოს უნივერისტეტმა" კი ჯერ ამერიკულ "სან-დიეგოს" 2:0 სძლია (ბადრი სამსონია და ვასილ ტყავაძე), შემდეგ კი ტრავმებით დასუსტებულმა (ამერიკელებმა 6 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი მიიღეს და ტრავმირებულ გიორგი თიგიშვილს ირაკლი ზარიძეს ტრავმაც დაემატა), ვერც პატარა გეტებორგელი ქართველების ქომაგობამ უშველა და შცედურ "ბრომაპოიკარნასთან" დამარცხდა.

ორ დღეში ქართველთა გუნდებმა ბორანით დანიაში გადაინაცვლეს და "დანა კაპის" ტურნირში ჩაერთვნენ.

ეს ტურნირი 33 წელია ტარდება პატარა ქალაქ ჰიორინგში, რომელიც საქართველოს მასშტაბით ჩვენს მცხეთას თუ შეედრება, არადა ამ ქალაქში 80 დიდი საფეხბურთო მოედანია, 50 ქვეყნიდან ჩამოდის 1050 გუნდი და საერთო ჯამში ზუსტად იმდენი ფეხბურთელი ჩამოდის, რამდენი მცხოვრებიცაა ჰიორინგში- 25 000!

ქართველებმა აქაც კარგად დაიწყეს - "საქართველოს უნივერსიტეტმა" ნორვეგიული "გლასვერლეტი" დაამარცხა 2:0, საბა ლომიძის საგოლე პასები ბადრი სამსონიამ და მათე სიხარულიძემ გამოიყენეს, მეორე მატჩში კი ასევე ნორვეგიულ "დალე ირთან" ლევან მესხის აქტიურობის მიუხედავად 0:0 დასჯერდნენ.

"საბურთალომ" სულ ნორვეგიული გუნდები დაიბრიყვა: პირველმა გუნდმა ჯერ "ჰანკამს" გადაურბინა 4:0 (თაზო სახვაძე-2, დათო ხარაზიშვილი, გუკა ხვედელიძე), მერე კი - "კონგსვიგერს" 3:0 (თაზო სახვაძე-2, სანდრო გამრეკელაშვილი), მეორე "საბურთალომ" კი - დავით კაპანაძის შორეული დარტყმით 1-0 "ნიმარკი" დაამარცხა!

აღსანიშნავია, რომ, შვედეთსა და დანიაში დაბადებული პატარა ქართველები შინ დამზადებული დროშებით ქომაგობდნენ მათი სამშობლოდან ჩამოსულ ფეხბურთელებს.

ლალი დვალი სპეციალურად საიტისთვის

fczestafoni
ზესტაფონმაც მოიგო საერთაშორისო ტურნირი და კარგი იქნება თუ რაიონებზეც დაწერთ. ბიჭებს კი წარმატებები
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა