ამერიკული ტურნირი მან კარგად დაიწყო
ქალები მონრეალში თამაშობენ. გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ გერმანელ ანჟელიკ კერბერს WTA-ის კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე გადასვლის შანსი გაუჩნდა. ამისთვის მას კანადისა და ცინცინატის ტურნირებში კარგად გამოსვლა სჭირდება.

გუშინ, გერმანელმა პირველი მატჩი ჩაატარა და სამ სეტში დაამარცხა მირიანა ლუჩიჩი - 6:3, 4:6, 6:3. პირველი სეტის იოლად მოგების შემდეგ, კერბერს, მოულოდნელად, პრობლემები შეექმნა მეორე სეტში და გადამწყვეტი პარტიის თამაში მოუწია, სადაც მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა. მერვედფინალში მსოფლიოს მეორე ჩოგანი უკრაინელ ელინა სვიტოლინას შეხვდება.

როგორც ჩანს, საბოლოოდ იბრუნებს ოპტიმალურ ფორმას ეჟენი ბუშარი. ადგილობრივი პუბლიკის მთავარმა იმედმა დამაჯერებელი რევანში აუღო დომინიკა ციბულკოვას უიმბლდონზე მარცხისთვის - 6:2, 6:0. სლოვაკი უშანსოდ არ ყოფილა, მაგრამ ბუშარმა შვიდივე ბრეიკ-პოინტის მოგერიება შეძლო. შემდეგ ეტაპზე კანადელი კიდევ ერთ სლოვაკს კრისტიკა კუკოვას დაუპირისპირდება.

მონრეალის 2014 წლის ჩემპიონს აგნიეშკა რადვანსკას რუმინელი მონიკა ნიკულესკუ ჰყავდა მეტოქედ და პირველ პარტიაში გაისეირნა - 6:1, მაგრამ მეორე სეტში ბრძოლა მოუწია. 5:4-ზე რუმინელი სეტზე აწვდიდა და სამი სეტბოლიც ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ მიაღწია გადამწყვეტ პარტიამდე. რადვანსკამ ბოლო ოთხი გეიმი ზედიზედ მოიგო და მერვედფინალში რუს ანასტასია პავლიუჩენკოვას შეხვდება.

უიმბლდონიდან მოყოლებული, შესანიშნავ ფორმას აჩვენებს ვინუს უილიამსი. ვეტერანმა 58 წუთში გაანადგურა ჩეხი ბარბორა სტრიკოვა - 6:3, 6:0. ამერიკელი გასულ კვირას სტენფორდის ტურნირის ფინალში იყო, თუმცა ეს მის ფიზიკურ ფორმაზე არ ასახულა და ვინუსი მონრეალის ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად უნდა მოვნათლოთ.

II წრე

კერბერი (გერ, 2)-ლუჩიჩი (ხორ) 6:3, 4:6, 6:3

სვიტოლინა (უკრ, 17)-აბანდა (კან) 7:6(2), 7:6(3)

ვინჩი (იტა, 7)-ჯორჯი (იტა) 2:6, 6:3, 6:4

კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 14)-ერანი (იტა) უარი

კვიტოვა (ჩეხ, 12)-პეტკოვიჩი (გერ) 6:2, 6:4

კუზნეცოვა (რუს, 9)-კუდრიავცევა (რუს) 7:5, 6:0

ვ. უილიამსი (აშშ, 6)-სტრიკოვა (ჩეხ) 6:3, 6:0

კისი (აშშ, 10)-ბრენგლი (აშშ) 6:4, 6:3

პავლიუჩენკოვა (რუს, 16)-მაკჰეილი (აშშ) 6:2, 7:5

ა. რადვანსკა (პოლ, 4)-ნიკულესკუ (რუმ) 6:1, 7:5

კასატკინა (რუს)-სტოსური (ავსტრა, 13) 7:6(1), 6:3

კონტა (ბრიტ, 15)-კინგი (აშშ) 7:5, 6:1

კუკოვა (სლოვაკ)-სუარეს ნავარო (ესპ) 3:6, 6:4, 6:4

ბუშარი (კან)-ციბულკოვა (სლოვაკ, 11) 6:2, 6:0

ჰალეპი (რუმ, 5)-გავრილოვა (ავსტრა) 6:2, 6:3

ლეპჩენკო (აშშ, 3)-ბროუდი (ბრიტ) 6:4, 3:6, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
უიმბლდონი. II დღე: კერბერს ცოტა გაუჭირდა
სიმონა ჰალეპმა დოპინგ ტესტი ჩააგდო
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
ლეგენდა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს
უიმბლდონი 2018: ქალებში ჩემპიონი კერბერია, მამაკაცებში ტიტულის მფლობელი დღეს გამოვლინდება
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
უიმბლდონი. VII დღე: ახალი ისტორიები
ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ვარსკვლავები ტიტულისკენ მიიწევენ
ცინცინატის ქალთა ტურნირზე დიდი ბრძოლები გველოდება
სიმონა ჰალეპმა სერენა უილიამსს უიმბლდონის ფინალში უპრობლემოდ სძლია [VIDEO]
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ფედერერი: დროა, ქალთა და კაცთა ჩოგბურთი ერთ სპორტად ვაქციოთ