ჩაბი პრიეტო კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ

"რეალ სოსიედადის" ნახევარმცველი ჩაბი პრიეტო მეცხრე ცაზეა: თურმე ბასკური კლუბის ლიდერით ვისენტე დელ ბოსკე დაინტერესდა! პრიეტო 27 წლისაა და ჯერ ერთხელაც არ უთამაშია ესპანეთის ნაკრებში (ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრია).

"ეს დიდი კომპლიმენტია ჩემთვის, გაოგნებული ვარ და მიხარია, მაგრამ ახლა სულაც არ მინდა მომავალ სანაკრებო კარიერაზე ოცნებით გავიფანტო გონება. მსურს მხოლოდ მომავალ მატჩზე ვიფიქრო, ასე რომ, ჩემი გონება ახლა "მალიორკასთან" მატჩითაა დაკავებული. მსოფლიოს ჩემპიონთა გვერდიგვერდ თამაშს რა სჯობს, მაგრამ ძალიან ვფრთხილობ. არ მინდა ჩემს კლუბს მოვაკლო ძალები და ყურადღება, სანამ საჭირო 40 ქულას არ მოვაგრებთ, რაც ლა ლიგაში დარჩენის გარანტია იქნება".

"რეალ სოსიედადის" 10-იანი 14 წლის ასაკიდან ამ კლუბში თამაშობს და, ბუნებრივია, რომ ის მისი ერთგულია. ბოლობოლო, ნიჭიერი და პერსპექტიული ნახევარმცველი "სოსიედადს" სეგუნდადივიზიონშიც კი ჩაყვა, რითაც ფაქტობრივად სანაკრებო კარიერაზე უარი თქვა. ახლა კიდევ დელ ბოსკე მას ახალ შანსს აძლევს...

რეიესს კიკესი სწამს

მადრიდის "ატლეტიკო" 23 ტურის შემდეგ 30 ქულით ლა ლიგის ცხრილის მე-11 ადგილზეა. ეს ნამდვილი კატასტროფაა კლუბისთვის, რომელიც შემადგენლობით მესამე ან მეოთხეა ჩემპიონატში და სეზონის წინ ჩემპიონობისთვის მებრძოლთა სავარაუდო სიაშიც კი ასახელებდნენ. ბუნებრივია, მთელი რისხვა თავს, შეიძლება, კიკე სანჩეს ფლორესს დაატყდეს, რომელმაც, თითქოს, მიიღო გარანტია, რომ სეზონის დასრულებამდე არ გაუშვებენ. დედაქალაქელებმა ბოლო 10 ტურში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს, ამაზე დიდი კრიზისი რაღა უნდა იყოს...

კიკეს ქომაგი გუნდშივე გამოუჩნდა, 27 წლის გარემარბი ხოსე ანტონიო რეიესი. რეიესი ამტკიცებს, რომ მთელი გუნდი კიკეს მხარესაა, რადგან მათ კარგად იციან, წარუმატებლობის მიზეზი თავად არიან და არა "ატლეტიკოს" თავკაცი.

"ფეხბურთელები ვართ დამნაშავენი და არავინ სხვა. ჩვენ ყველას გვწამს, რომ მწვრთნელი ამ კრიზისიდან გამოგვიყვანს. ახლა ყველა ერთად უნდა დავდგეთ და კიკეს დავეხმაროთ. ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ ახლა. რა უნდა ვქნათ? რა და, პირველივე მატჩში, "სარაგოსასთან" 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ. გუნდი კი არის მოწადინებული, მაგრამ, ფორტუნამ აშკარად ზურგი გვაქცია. მართალია, ახლა ბევრი რამ არ გამოგვდის, მაგრამ, მერწმუნეთ, "ატლეტიკო" არ დანებდება და ბოლომდე იბრძოლებს", - განაცხადა მედიასთან შეხვედრაზე "არსენალისა" და "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა.

გუაიტა და ვალენსია მაგიდას მიუსხდნენ

"ვალენსიას" ხელმძღვანელობა იწყებს მოლაპარაკებს 23 წლის გოლკიპერ ვისენტე გუაიტასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. მეკარეს ხელშეკრულების ვადა "ლოს ჩესთან" 2012 წელს გასდის, სეზონი მან მესამე მეკარის რანგში დაიწყო, მაგრამ სესარ სანჩესისა და მიგელ მოიას ხშირი ტრავმების გამო, გუაიტამ ძირითადში ადგილი მოიპოვა და თავი შესანიშნავადაც წარმოაჩინა ("ოლდ ტრეფორდზე" "მანჩესტერთან" და "რეალთან" "სანტიაგო ბერნაბეუზე"). თავად გუაიტამ უკვე აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით დაასრულებს კარიერას "მესტალიაზე".

ამბობენ, უნაი ემერის "ალმერიას" ბრაზილიელი გოლკიპერის, დიეგო ალვეშის (რომელიც, ალბათ, საუკეთესო მეკარეა დღეს პრიმერაში) ყიდვა სურს. ასე რომ, მომავალ სეზონში "ვალენსიას" ნომერ პირველი მეკარის სტატუსისთვის გუაიტა და ალვეში იბრძოლებენ.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე