ეს ის პრობლემაა, რომელიც დროულად უნდა გადაიჭრას, თორემ სექტემბერი ახლოსაა...
კარს მოგვადგა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. საქართველოს ნაკრების მეტოქეები რა ძალასაც წარმოადგენენ, ევროპის ჩემპიონატმა ნათლად დაგვანახა. რა შეგვიძლია ჩვენ? ამ კითხვას პასუხი მალე გაეცემა...

არის ერთი ტენდენცია, რომელმაც არ შეიძლება, არ შეგვაშფოთოს: ეროვნული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს ჯერაც ვერ გაურკვევია თავისი მომავალი. არადა, აქ არ არის ლაპარაკი მარტო რიგით მოთამაშეებზე - საქმე ნაკრების ლიდერებსაც ეხებათ...

ნუკრი რევიშვილი

არავინ იცის, სად ითამაშებს საქართველოს ნაკრების 29 წლის მეკარე. ერთი შეხედვით, ნუკრი რევიშვილის ტრანსფერი თურქულ კლუბში გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ესპანეთის ნაკრებთან მატჩში დაშავდა და შესაძლოა, ისევ "მორდოვიაში" გააგრძელოს კარიერა, თუმცა რუსეთის პირველი ლიგისთვის არ გვემეტება.

მეკარის პოზიციაზე საქართველოს ნაკრებში მართლაც რომ შესაშური კონკურენციაა, რევიშვილის გარდა ხომ გიორგი ლორია და გიორგი მაკარიძეც გვყავს. ნაკრების ინტერესებშია, რომ ეს კონკურენცია სამომავლოდაც გაგრძელდეს, ოღონდ რევიშვილმა რაც შეიძლება მალე უნდა გაარკვიოს თავისი მომავალი...

გია გრიგალავა

საქართველოს ნაკრების მცველს ახალი კლუბის პოვნა გაუჭიანურდა. ის ბოლოს კვიპროსულ "პაფოსში" თამაშობდა. 26 წლის გია გრიგალავას ნებისმიერი ქართული კლუბის გაძლიერება შეუძლია. ავად თუ კარგად, ესეც სათამაშო პრაქტიკაა.

ჯაბა კანკავა

მართალია, საქართველოს ნაკრების 30 წლის კაპიტანი კვლავ "რეიმსში" ვარჯიშობს, მაგრამ არც თავად უნდა ყოფნა საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში და კლუბსაც სურს, მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი რაც შეიძლება სარფიანად გაყიდოს. "რეიმსი" სულ სამ ფეხბურთელთან აპირებს შელევას და ერთ-ერთი სწორედ ჩვენებურია.

საშურია, რომ ჯაბა კანკავაც დროულად მოეწყოს ახალ კლუბში, რათა სანაკრებო ბატალიებს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

ვფიქრობთ, ის ისეთი ფეხბურთელია, ვინც თავისუფლად შეძლებს თამაშს ევროპის ნებისმიერ ტოპ-ჩემპიონატში. დანარჩენი უკვე ფეხბურთელისა თუ მენეჯერთა მარიფათზეა დამოკიდებული.

თორნიკე ოქრიაშვილი

საქართველოს ნაკრების კარგი თამაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული თორნიკე ოქრიაშვილის სტაბილურობაზე. თურქული "ესქიშეჰირიდან" წამოსვლის შემდეგ ის ბელგიურ "გენკში" ვარჯიშობს. ის სწორედ ამ კლუბთანაა დაკავშირებული ტრანსფერით, თუმცა ცხადია, რომ იქ გამჩერებელი აღარ არის.

გუშინაც მოვიკითხეთ ოქრიაშვილის ამბები და ახალი ისევ არაფერია. ფაქტია - დრო აღარ ითმენს. თორნიკე 24 წლისაა და ყველაფერი მის ხელთაა.

ალბათ, მოვიდა დრო და ოქრიაშვილი იპოვის გუნდს, სადაც, როგორც საკლუბო ფეხბურთელი, ბოლომდე იქნება რეალიზებული. ეს კიდევ უფრო აამაღლებს მის სარგებლიანობასა და ეფექტურობას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

მათე ვაწაძე

"ორჰუსში" აღარ აქვს სათამაშო პრაქტიკა. კლუბის სამწვრთნელო შტაბი არც ათამაშებს და არც ელევა.

ასე კი მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთელი ზარალდება. კარგ ფორმაში მყოფი მათე ვაწაძე ფასეული ფეხბურთელია საქართველოს ნაკრებისთვის.

ცოტა ხნის წინ ის დანიური კლუბის საუკეთესო ბომბარდირი იყო. სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც "ორჰუსში" ახალი მწვრთნელი მივიდა და "თავისი" თავდამსხმელიც მიიყვანა. ვაწაძე კი ჯერ სათადარიგოთა სკამზე დასვა, ახლა კი განაცხადს აღარ აკარებს.

...ერთი შეხედვით, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შედარებით იოლ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ ეს - მხოლოდ ერთი შეხედვით. დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ, ავსტრიის, უელსის, ირლანდიისა და სერბეთის ნაკრებების ფეხბურთელებს ასეთი პრობლემები არ ექნებათ.

ცალკე თემაა ის, რომ არაერთ ჩვენს მოთამაშეს აკლია სათამაშო პრაქტიკა თავის კლუბში. ეს ის თემაა, რომელსაც აუცილებლად "ეკუთვნის" უახლოეს მომავალში ერთი ცალკე წერილი.

მოკლედ, პრობლემები არის. ისინი დროულად უნდა გადავჭრათ, თორემ მოვიდა სექტემბერი და ეგ არის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გგგ
არ უნდა ამ ხალხს საქართველოში თამაში. სკამის ხეხვა და ვარჯიში ურჩევნიათ დინამოში ყოფნას და იყვნენ ეგრე. არც ფორმაში არიან და ასე ვერც შევლენ
irakli
საქარტველოს ნაკრების ფორმა არ მოწოს ვაფსჰე არარის ლამაზი დიზაინით კარგი იქნება ტუ გაკეტებენ კარგ ფორმას
svani
რენე ნაკრებში უნდა იყოს ჩემი აზრით))))
fox1
ხოჭოლავაზე რატომ არ წერთ ან რატომ არ ადევნებთ თვალს ჟურნალისტებო უკრაინის ჩემპიონატს თვალს. ერთ ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია უკრაინის ლიგაში. არ შეიძლება ესე :))
haha
ფერეირა არა კვახი. ვისაც არ მოგვწონს რა ვქნათ?? ვინც ვფიქრობთ რომ ფეხბურთი ეგეთი უსუსური მოქმედებებით არ გაძლიერდება, იმათმა ბოლოს რენეს ვაგინოთ თუ თქვენ? რაც შეეხება სტატიაში დასმულ პრობლემას. როგორ გინდათ მაგ პრობლემის გადაწყვეტა? ჩამოვიყვანოთ და აქ ვათამაშოთ? რავი, მე რომ ვიყო გუნდის პატრონი ამს არ გავაკეთებდი. რატომ? ჩემი აზრით ფეხბურთი რომ განვავითაროთ არ უნდა ჩავიკეტოთ, არ გამოვაცხადოთ თვით იზოლაცია. უცხოელები მოვიწვიოთ და იმათთან ერთად განვითარდნენ ახალგაზრდები.
dato
ვინც არ იცის იმის გასაგონად ,სანამ უცხოელს ნაკრებსი ატამასჰებ მინიმუმ 4 ცელი უნდა კონდეს პასპორტი აჰებული იმ ქვეყნის სადაც აპირებს ტამაშს,ამიტომ უეფა არ აძლევს უპლებას ადვილად სეიცვალონ ქვეყანა
halagaji
fereira martlac magari mcvelia,albat male sxva iyidis zalian zlieri fexburtelia.net hven nakrebhi tamahobdes...
giorgis
კვასხვაძე არავის ჩამოუწერია, ტორპედოშია, არაა უგუნდოდ. და სანამ რამეს დაწერ, დაფიქრდი
sssssss
ცხვრები არიან. ერთი მესალამურე უნდათ ამათ და ეგ არის, გაყვებიან საძოვარზე. პატრიოტობის არანაირი გრძნობა
LAZI
მოიყვანეთ ფერეირა, სანამ სხვა წაიყვანს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! რენე ზგვის ნაპირზე გამორიყული ოქროსავითაა საქართველოს ნაკრებისთვის...დროზე სანამ მიქცევა წაიგეღებს!!!!!!!!!!!!!!!!!
vax
აბა გრიგალავა სიტიში გადადისო?
გიორგი
კაკაურიძე, კვასხვაძე უკვე ჩამოწერე???
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს