"ბაიერნის" ჯულიან გრინმა ჰეთ თრიკი შეასრულა
სანახევროდ ამხანაგურ ტურნირში, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე უნაი ემერის "პარი სენ-ჟერმენი" ყოჩაღობს, ყველაზე სუსტად კი მილანის "ინტერი" გამოიყურება.

წლეულს "პარი სენ-ჟერმენი" ახალ ეპოქას იწყებს, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე და უნაი ემერის თავკაცობით. ჯერჯერობით, პარიზელთა რიგებში ყველაფერი რიგზეა - პსჟ-მ ამერიკულ კარსონში პრემიერლიგის ჩემპიონი "ლესტერი" გაანადგურა - 4:0.

პირველ ტაიმში ანგარიში პენალტის ნიშნულიდან გაიხსნა, თავი ედისონ კავანიმ გამოიჩინა. ტაიმის მიწურულს გოლი ნანიტამო იკონემ გაიტანა. მეორე ტაიმში ლუკას მოურამ და ოდსონ ედუარმა იყოჩაღეს. პსჟ-ს ტურნირში სამი თამაშიდან 9 ქულა აქვს.

იხილეთ ვიდეო

მილანის "ინტერი" 1:4 განადგურდა მიუნხენის "ბაიერნთან". მატჩი შარლოტში გაიმართა. გერმანული კლუბის ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, ფრანკ რიბერის გოლს ჯულიან გრინმა სამი დაუმატა, ხოლო მაურო იკარდიმ ოდენ პრესტიჟის გოლი გაიტანა.

"ერთადერთი კარგი ისაა, რომ მეორე ტაიმში გოლი არ გავატანინეთ მეტოქეს. 4-5 ძირითადი ფეხბურთელი გვაკლდა, ეს კი მეტისმეტია", - განაცხადა რობერტო მანჩინიმ. კარლო ანჩელოტიმ კი განაცხადა, რომ გრინს თავის გამოჩენის შანსს კვლავ მისცემს.

თავად ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი კი ისე იქცევა, თითქოს, ასეც უნდა ყოფილიყო - "გოლების გატანა ჩემი საქმეა. შემიძლია მარცხენა ან მარჯვენა ფლანგზე თამაში და წინ წაწევაც. ჩემთვის პოზიციას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ვამაყობ, რომ დიდი ფეხბურთელების გუნდში ვთამაშობ, მათგან ძალიან ბევრი ვისწავლე" - აცხადებს 21 წლის ამერიკელი, რომელიც "ბაიერნის" სისტემაში 2010 წლიდანაა, თუმცა ჯერ პირველ გუნდში ოფიციალური დებიუტი არ ჰქონია.

იხილეთ ვიდეო

დუბლინში "ბარსელონამ" 3:1 დაამარცხა გლაზგოს "სელტიკი". კატალონიელთა რიგებში ითამაშა ლეო მესიმ, თუმცა თავი სხვებმა გამოიჩინეს. არდა თურანის გოლს ლი გრიფიტსმა უპასუხა. 31-ე წუთზე ეფე ამბროუზმა საკუთარი კარი დალაშქრა, ტაიმის მიწურულს კი გოლი მუნირ ელ ჰადადიმ გაიტანა.

"ბარსელონასთან" მატჩი ყოველთვის კარგი გაკვეთილია. ჩვენ გვსურს, ბევრი რამ გადავიღოთ ამ გუნდის თამაშიდან, თუნდაც, პრესინგი და ბურთის ფლობის კულტურა. დღეს მათ ძალიან კარგად გამოიყენეს თავისუფალი სივრცეები, რაც მათ ეძლეოდათ. ფეხბურთელების მაღალი კლასი "ბარსას" ამის საშუალებას აძლევდა. მეორე ტაიმში მოვუმატეთ და მეტი მომენტი შევქმენით", - განაცხადა დამარცხებულთა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე მხოლოდ "ბარსელონამ" გამართა ერთი მატჩი.

იხილეთ ვიდეო

"ლივერპულმა" "მილანი" 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. ჯერ დივოკ ორიგიმ გამოიჩინა თავი, შემდეგ რობერტო ფირმინომ.

იხილეთ ვიდეო

ბარსელონა-სელტიკი 3:1

გოლები: 1:0 არდა თურანი (11), 1:1 გრიფიტსი (29), 2:1 ამბროუზი (31 ს. კ.), 3:1 ელ ჰადადი (41)

რეალი-ჩელსი 3:2

გოლები: 1:0 მარსელო (19), 2:0 მარსელო (26), 3:0 მ. დიასი (37), 3:1 აზარი (80), 3:2 აზარი (91)

იხილეთ ვიდეო

ინტერი-ბაიერნი 1:4

გოლები: 0:1 გრინი (7), 0:2 რიბერი (13), 0:3 გრინი (30), 0:4 გრინი (35), 1:4 იკარდი (90)

ლივერპული-მილანი 2:0

გოლები: 1:0 ორიგი (59), 2:0 ფირმინო (73)

პსჟ-ლესტერი 4:0

გოლები: 1:0 კავანი (26-პენ), 2:0 იკონე (45), 3:0 ლუკასი (64), 4:0 ედუარი (90)

თ მ მპ წპ წ გ ქ

1. პსჟ 3 3 0 0 0 10-2 9

2. ბაიერნი 2 1 0 1 0 7-4 4

3. ბარსელონა 1 1 0 0 0 3-1 3

4. ლივერპული 2 1 0 0 1 2-1 3

5. ჩელსი 2 1 0 0 1 3-3 3

6. რეალი 2 1 0 0 1 4-5 3

7. მილანი 2 0 1 0 1 3-5 2

8. ლესტერი 2 0 1 0 1 1-5 2

9. სელტიკი 2 0 0 1 1 2-4 1

10. ინტერი 2 0 0 0 2 2-7 0

თ - თამაში; მ - მოგება; მპ - მოგება პენალტებში; წპ - წაგება პენალტებში; წ - წაგება; გ - გოლები; ქ - ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ბარსელონა" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელით დაინტერესდა
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
სპორტული დებატები: "რეალი" თუ "ბარსა"? - ახალი პროექტი
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
რატომ დაჩქარდა ქოჩორაშვილის ტრანსფერი "სპორტინგში" და რის გამო აიწია მისმა ფასმა - ცნობილია, რომელ კლუბს მოუგეს ლისაბონელებმა ქართველისთვის ბრძოლა
ბრენდან როჯერსის სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც შინ მისი მეუღლე და ქალიშვილი იყვნენ
ლიბერიის პრეზიდენტის შვილი პსჟ-დან "სელტიკში" გადავა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ფეიენოორდი", "შტუტგარტმა" კი "ვიკინგი" დაამარცხა
"სელტიკისთვის" ლევან შენგელია იდეალური ვარიანტი იქნება - გლაზგოურ გრანდს ქართველი შემტევის დამატება ურჩიეს
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"ბედნიერი ვიქნები, თუ "ოქროს ბურთს" ის მოიგებს" - ლაპორტამ ფავორიტი დაასახელა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
"ოქროს ბურთის" ნომინანტებში ის შეიყვანეს და ჩემი ქმარი არა" - ნატალია France Football-ის გადაწყვეტილებით გაოგნებულია
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
მაკგრეგორი საფეხბურთო კლუბის ყიდვას გეგმავს - კონორს ორი გუნდი მოსწონს
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] წიტაიშვილმა "ბერნაბეუზე" ითამაშა - "რაიო ვალეკანო" "რეალთან" დამარცხდა