როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთს საერთოდ ჩამოართვეს ლიცენზია თავისუფალ ჭიდაობაში, 57 კილოგრამში
როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთს საერთოდ ჩამოართვეს ლიცენზია თავისუფალ ჭიდაობაში, 57 კილოგრამში.

შეგახსენებთ, რომ აქ დიდი პოლიტიკური წიაღსვლების თუ დაფარული შიდა ინტრიგების შემდეგ მწვრთნელებმა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე წასასვლელად მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვიქტორ ლებედევი დაასახელეს, მაგრამ მას ძველი ცოდვები მოეწია - ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციის ვერდიქტით, რუსეთის ნაკრების ყველა ის სპორტსმენი, ვინც კი ადრე ყოფილა დოპინგის მიღებისთვის დასჯილი, თამაშებიდან მოიკვეთა.

ლებედევმა 2006 წელს ორწლიანი სასჯელი მოიხადა და ამ სიაშიც მოხვდა. რუსები იმედოვნებდნენ, რომ ლიცენზიას მაინც დაუტოვებდნენ და მის შემცვლელსაც დაუწყეს ძებნა, მაგრამ მსოფლიოს ფედერაციამ, ნურას უკაცრავადო და ეს საგზური ბელორუსს გადასცა.

ახლა ბელორუსებს მიეცათ საფიქრალი, ვინ წაიყვანონ ოლიმპიადაზე - მსოფლიოს პრიზიორი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ლებედევის მსგავსად, ციმბირელი ვიქტორ ანდრეევი თუ დაღესტნელი ლეგიონერი ასადულა ლაჩინოვი.

უახლოეს დღეებში მათ შორის საკონტროლო შეხვედრა უნდა ჩატარდეს და მაშინ გავიგებთ, ვინ იქნება ამ წონაში ჩვენი ლიდერის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, წინა ოლიმპიადის ფინალისტ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის კიდევ ერთი მეტოქე.

ვფიქრობთ, ჩვენთვის ოდნავ მაინც აჯობებს, ლაჩინოვს თუ დააყენებენ. ხინჩეგაშვილი ანდრეევსაც უგებს, მაგრამ მოჩხუბარი და ავყია ციმბირელი სკანდალური ფალავანია. გავიხსენოთ მისი დემარში და გაწევ-გამოწევები თბილისში, 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გიორგი ედიშერაშვილთან, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც შარშან ბაქოში, ევროპულ თამაშებზე გაუკეთა ხინჩეგაშვილს, როცა ხელჩართული, სასტიკი ჩხუბი გაუმართა, თუმცა გვარიანადაც მოხვდა.

მას კი მოხვდა, მაგრამ მაშინ ორივე მოხსნეს შეჯიბრებიდან, რითაც, ვფიქრობ, უფრო ჩვენ და ხინჩეგაშვილმა ვიზარალეთ.

სავარაუდოდ, ანდრეევი მედალს მაინც მოიპოვებდა, ოღონდ მისი მაქსიმუმი ბრინჯაო იქნებოდა; აი, ლადომ კი ჩემპიონობის ბრწყინვალე შანსი დაკარგა. არადა, მოგვიანებით - სამიოდ თვეში ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ბრწყინვალე სეზონი ექნებოდა.

ერთი სიტყვით, ძირითადად, ამ მიზეზის გამო აჯობებს, მოჩხუბარი ანდრეევი საერთოდ თუ ვერ მოხვდება ოლიმპიადაზე. თან ლაჩინოვი არც ისე ძლიერი გვგონია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[VIDEO] ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...