ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩამდე, თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩამდე, თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა დღეს, 1 აგვისტოს, "დინამო არენას" მედიადარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპის სასასუხო მატჩს თბილისის "დინამო" "დინამო არენაზე" ხვალ ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.

"ხვალ დღესასწაული გველის. გვაქვს შანსი, ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ კარგი ანგარიში დავაფიქსიროთ. მეტოქე კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ, როგორც ვთქვი, პირველ თამაშში ძალიან კარგად ვითამაშეთ თუ არ ჩავთვლით იმ 3 წუთს, როცა კონცენტრაცია დავკარგეთ და 2 ბურთი მივიღეთ. მოვლენ გულშემატკივრები, ვისი იმედიც მაქვს და გუნდთან ერთდ კარგ გარემოს შექმნიან.

ზაგრებში ჩვენი მიზანი კარის მშრალად შენახვა იყო, თუმცა, სამწუხაროდ, გავუშვით. მეორე ტაიმში მოედანზე გასატანად გელაშვილი შევუშვი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ვერც გავიტანეთ...

თბილისში იმაზე უფრო აქტიურად ვითამაშებთ, ვიდრე ზაგრებში - პირველივე წუთებიდან გოლის გატანას ვეცდებით. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.

მთავარია, ფეხბურთელებს კარგი განწყობა აქვთ. მეტოქე კონტრშეტევაზე რომ ძლიერია, ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, შესწავლილი გვაქვს და ჩვენს სტრატეგიას დავუპირისპირებთ", - განაცხადა იარაბეკმა.

იარაბეკთან ერთად პრესკონფერენციას უჩა ლობჟანიძეც დაესწრო.

"მწვრთნელმა კარგად შეისწავლა ჩვენი და მათი თამაშიც. გაანალიზა, რის შემდეგაც რჩევა-დარიგებები მოგვცა. ცუდია, რომ 3-წუთიან მონაკვეთში 2 გოლი გავუშვით. ხდება ასეც... ხვალინდელი მატჩისთვის თითოეული ფეხბურთელი მოემზადა და დანარჩენს თვითონ მატჩი გვეტყვის.

გუნდში მთავარი მწვრთნელია და მისი ასეთი მუხტი ფეხბურთელებზე კარგად აისახება. არის იმედი გამარჯვების. შეგვიძლია ამ ბარიერის გადალახვა", - განაცხადა ლობჟანიძემ.

დღეს თბილისი მომგები არ არის და სტადიონის სანახავად ისედაც ნებისმიერ დროს შეგიძლია წახვიდე. ადრე ფეხბურთელების სანახავად მაინც დადიოდა ხალხი და ახლა არც იქით არც აქეთ ფეხბურთელი აღარ თამაშობს ორივე მკვდარი გუნდია ერთადერთი დავორ შუკერის სანახავად თუ წავა კაცი.
ვაი გულშემატკივრები
mmm ;სამწუხაროდ არ იციან გულშემატკივრობა და ამიტომაც აკეთებენ ასეთ კომენტარებს,რომ გაამხნევონ იმის ნაცვლად გულს უტეხავენ მწვრთნელსაც და ფეხბურთელებსაც....
giorgi
დაკარგული არასოდეს არაფერია, სასწაული არ უნდა შემდეგ ეტაპზე გასვლას - მთავარია მონდომება და თამაში, გელაშვილი თუ ათამაშეს ნამდვილად მოვიგებთ :). რამდენს არ აქვს საშუალება რომ თამაშს დაესწროს, რამდენი შოულობს და ბილეთს ყიდულობს, მეც მივალ სტადიონზე და ვუქომაგებ ნამდვილად, მაგრამ ... თუ დღესაც ჩააფლავეს სტადიონს აღარ გავეკარები, სანამ მწვრთნელი არ შეიცვლება. ფეხბურთელებს მინდა მივმართო - ვალდებულები ხართ ბოლომდე დაიხარჯოთ და შედეგი დაუდოთ გულშემატკივარს, მიუდექით ყველაფერს ძალიან სერიოზულად, მოინდომეთ, თორემ არ გამოვა თქვენსგან არაფერი, ტყუილად დროს ნუ დაკარგავთ, სხვა სფეროში გადაერთეთ და მიხედეთ ახლობლებს.
ნ
გიო-ს შენ ისე გესმის ფეხბურთი,როგორც მე ჩინური. ძლივს გამოჩნდა მწვრთნელი,რომელმაც გუნდი დაალაგა და ნორმალური ფეხბურთი ათამაშა, აგრესიული დაცვით და გააზრებული შეტევით.ეს ჯერ დასაწყისია.სწორ გზაზე დგანან და დიდი წარმატებები წინაა.გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო.ღმერთი თქვენსკენ
lasha
მართლა თუ ისეა საქმე რომ ვიგაცას სტადიონზე უნდა მისვლა და 5 ლარი არ აქვს მართლა კარგად ყოფილა ჩვენი საქმე,მინიმუმ 5 დღე არ ექნება ნაჭამი
mixa
ისედაც გაცვეტილ ხალხს დაადებინებს ეხლა ტოტალიზატორსჰი მოვიგებტო და
duvaio
ყველას გთხოვთ,გვერდში დავუდგეთ დინამოს!
giga
დღესასწაულს კი არა ვერსასწაულს იზამ ბიძია შენ
azurini
სჯობს ცხოვრებაში ერთი დღე იცხოვრო როგორც მგელმა ვიდრე დარჩენილი ცხოვრება ცხვარმა.
გუჯა კახაძე
ხვალ მეთორმეტე მოთამაშე ვიქნები! თქვენი იმედი არ მაქვს, რადგან სწორი ანალიზიც კი ვერ გააკეთეთ. 3 წუთზე ბევრად მეტი გქონდათ დაკარგული კონცენტრაცია. მიუხედავად ამისა მოვალ სტადიონზე და ჩემ ვალს მოვიხდი.
gio
წადი რა მოშორდი დინამოს ჩვენ ჩემპი გეტყობოდა რო კლასი არგაქ.
DAVITI
სმწუხაროდ მეც უფულობა არ მაძლევს საშვალებას ხვალ ვუქომაგო დინამოს მაგრამ ტელეეკრანიდან მთელი სულით და გულით დინამოელი ვიქნები და დავიხარჩები ბოლომდე თუნდაც ეკრანთან .
ლუკა
წარმატებას ვუსურვებ დინამოს! თუმცა ძნელია დაიჯერო. 35 წელია დღესასწაულის მაგივრად ბოლო იმედის დასაფლავებას გვთავაზობს დინამო. აგვისტო ტრადიციულად ევროპული შანსების დასაფლავების და ქელეხების თვეა ქართულ ფეხბურთში.
zurab
odala მე ისეთ ფრეს, ქეცბაია რომ აკეთებდა, ასეთი წაგება მირჩევნია. კაცია და ბუნება.
mmm
რა გინდათ მწვრთნელისგან, რომ თქვას უკვე დაგვერხა და ამ თამაშს აზრი არა აქვსო? მე მგონია მოსალოდნელი შედეგის მიუხედავად ჯობია ვისაც შეგვიძლია მივიდეთ და ვუგულშმატკივროთ გუნდს
shalva
დზაან დიდი სურვილი მაქ რო ხვალ მანდ ვიყო და ვუგულსჰემატკივრო დინამოს,უფულობა არ მაზლევს ამის საშუალებას.ხვალ ცარმატებები ბიჭებს,და ყველა დინამოს გულშემატკივარს
svani
ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო...!!! უნდა გადმოგვხედოს ღმერთმა!
gizog
დინამოს ბიჭებს და მის მთავარ მწვრთნელს ხვალ ზაგრებთან და შემდეგ ევროპაზე დიდ წარმატებებს ვუსურვებ. ხვალ გამოჩნდება ვის უყვარს ქართული ფეხბურთი საქართველოში. ყველა ნამდვილი გულშემატკივარი სტადიონზე უნდა იყოს იბრძოლოს ფეხბურთელთან ერთად ამ საეტაპო გამარჯვებისთვის. დიდი გამარჯვება ბიჭებო!!!
odala
მეტოქეს ერთი ბურთი ჰყოფნის საქმის მოსამთავრებლად და თუ ვინმე ფიქრობს რომ ამ ბურთს არ გავუშვებთ, მიდით ძმაო, გაგატარეთ. იარაბეკ, ზაგრებში თქვენი ამოცანა ის კი არ იყო კარი მშრალად შეგენახათ. არამედ, როგორც თამაშიდან გამოჩნდა - გაგეტანათ. ამის გამო დაგავიწყდათ თქვენი კარი და ისე გაბრლატავდით გეგონათ ალაშკერტს ეთამაშებოდით. კარგად უბერეთ, ვაღიაროთ, მაგრამ დაგაგოიმეს სასტიკად.
gio
შენ თუ წახვალ გუნდიდან მართლაც მოხდება სასწაული აბა გამოუცდელ გუნდს შეტევაში ტამაში რო მოსთხოვე უკან მოუხედავათ გეგონა დაპატიებდნენ წადი მოშორდი დინამოს.
jarji21
ნეტავ თქვენ არ ხრიგინებდეთ ცარიელი კასრივით და მეტი რა უნდა მსოფლიოს რა....
Dinamo
ან გვეკაიფება
d
Ragac ar mjera aset optimistur dapirebebs ragac safudzveli mainc hqondes. pirveli taimis 40 wuts martlac ara ushavda magram danarcheni iyo katastrofa meore taimma ilmogebis imedi me damikarga magra mainc vgulshematkivrob.(ra vqna mainc qartvelebi arian)
Gocha
Mec giji mgonia.5%-ia chveni dinamos Shansi.....saswauli unda moxdes...
ბესო
იარბეკ წყალწაღებული :)
svani
ერთი არ ყოფილა "დღესასწაული"ხვალ ძაან ცუდად ისვრი ჰაერზე სიტყვებს)))) ცოტა დასტოინად)))))))
Dinamo
ეს მგონი გიჟია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"ბარსელონა" ხორვატიის ნაკრების მეკარეს შეიძენს
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "რეალმა" "ატალანტას" სძლია - მბაპემ ტრავმა მიიღო [VIDEO]
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
ცხოვრებაძემ "გუმერსბახი" დატოვა - ქართველ ხელბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება და "ბაიერნის" მარცხი "ფეიენოორდთან" [VIDEO]
გულიაშვილი ზამთარში სავარაუდოდ, "სარაევოდან" წავა - ევროტურნირებზე მოთამაშე გუნდი, ან კარიერის შვედეთში გაგრძელება
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს