"რეალს" სუპერთასისთვის მხოლოდ ერთი სერიოზული სპარინგი რჩება
მადრიდის "რეალისთვის" ლა ლიგა 21 აგვისტოს იწყება "რეალ სოსიედადთან" საგარეო მატჩით, თუმცა ზინედინ ზიდანი ჯერ სულ სხვა მატჩზე ფიქრობს - 9 აგვისტოს ტრონჰეიმი უეფას სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს "რეალსა" და "სევილიას" შორის.

ფრანგ სპეციალისტს კი მხოლოდ ერთი თამაში რჩება, ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობა ათამაშოს და გუნდი ცოტა ტონუსში მოიყვანოს - მატჩი "ბაიერნთან".

დიახ, 4 აგვისტოს, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით, საინტერესო დაპირისპირებაა. ნიუ-ჯერსის "მეტლაიფ სტედიუმი" "რეალისა" და "ბაიერნის" დაპირისპირებას მასპინძლობს. კარლო ანჩელოტი გერმანულ გრანდს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიყვანს. მან ეს ახლახან გააკეთა, როცა "ბაიერნმა" "მილანთან" ითამაშა. ახლა ჯერი "რეალთან" დაპირისპირებაზეა.

ის გუნდი, რომლითაც ზიდანმა "ჩელსისთან" (3:2) ითამაშა, ახლოსაც არ არის ოპტიმალურთან. მხოლოდ ფლანგის მცველებზე, დანი კარვახალსა და მარსელოზე ითქმის, რომ სასტარტოს უპირობო წევრები არიან, დანარჩენები კი გუნდში დამკვიდრებისთვის იბრძვიან.

აი, "ბაიერნთან" კი სულ სხვანაირად იქნება, გუნდს "მძიმე არტილერია" უბრუნდება. ზიდანი, სავარაუდოდ, ლუკა მოდრიჩს, ხამეს როდრიგესსა და სერხიო რამოსს ათამაშებს. მონრეალში, ოჰაიოსა და მიჩიგანში მოგზაურობის შემდეგ "სამეფო კლუბი" ნიუ-იორკში დაბინავდა. ზიდანს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან: ისკო, კეილორ ნავასი და, რა თქმა უნდა, კრიშტიანო რონალდო. როგორც ჩანს, ნორვეგიაშიც "რეალის" კარს კიკო კასილია დაიცავს და არა კოსტარიკელი გოლკიპერი.

"რეალმა" ვარჯიში ქალაქის ცენტრში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. გუნდი ნიუ-იორკში ერთ ღამესაც დარჩება და სამხრეთში წავა, სადაც ნიუ-ჯერსის მატჩისთვის მოემზადება. მოდრიჩი, რამოსი და როდრიგესი მხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშებს ასრულებდნენ და ბურთს არ გაკარებიან, რადგან ეს სამეული ახლახან დაუბრუნდა გუნდს.

იმისთვის, რომ ფანების შემოტევა თავიდან აიცილონ, "რეალის" ფეხბურთელები სასტუმროს უკანა გასასვლელს იყენებენ ხოლმე, რადგან ნიუ-იორკში "სამეფო კლუბის" ჩასვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

სულ სხვა ამბებშია კრიშტიანო რონალდო, რომელიც ტრავმირებულია და მისი თამაში აგვისტოს ბოლომდე გამორიცხულია. კრიშტიანოს არდადეგები გაუგრძელდა, თუმცა მას დასვენება აღარ სურს და ბიზნესით არის დაკავებული. მან ლისაბონში კიდევ ერთი სასტუმრო უნდა გახსნას. ეს 16 აგვისტოს მოხდება. ერთი ღამე კრიშტიანოს სასტუმროში სტუმრებს 250 ევრო დაუჯდებათ. Pestana CR7-ს ყველაზე ძვირი ნომერი ღამეში 1,25 ათასი ევრო ღირს.

"ჩელსისთან" მატჩში 18 წლის პარაგვაელმა სერხიო დიასმა ითამაშა. "სერო პორტენიოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ამ შეხვედრაში ალვარო მორატა გამოცვალა. წესით, მან ახალი სეზონი "რეალ კასტილიაში" უნდა გაატაროს, მაგრამ ფაქტია, ზიდანი მას კარგი თვალით უყურებს.

"ჩელსის" ერთი გოლი მარიანო დიას მეხიამ გაუტანა. 23 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში "რეალის" დუბლებში 25 გოლი გაიტანა. სავარაუდოდ, ზიდანი მას რომელიმე კლუბში გაანათხოვრებს სათამაშო პრაქტიკის მისაღებად, რადგან "რეალ კასტილიასთვის" მარიანო აშკარად გადაიზარდა და ამ გუნდში აღარაფერი ესაქმება. "ლას პალმასი", "ოსასუნა" და "ლეგანესი" დაინტერესებულნი არიან.

"რეალი" დაინტერესებულია არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების წევრით, ლაუტარო მარტინესით. 2014 წელს არგენტინელის შეძენა "ვალენსიას" შეეძლო, მაგრამ როდრიგო დე პაულის დამატება არჩია. მარტინესი "რასინგის" ფორვარდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
მარსელო: კვარაცხელიას დრიბლინგი მომწონს
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
"არადა, ხალხს ის ნორმალურ ადამიანად მიაჩნდა" - მარსელომ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
მარსელომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
პროფესიონალური კონტრაქტი მარსელოს შვილს - "რეალი" მას პერსპექტიულ ფეხბურთელად განიხილავს
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს
მარსელოს კარიერის დასრულებამდე უარი იტალიურმა კლუბმა უთხრა
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
[VIDEO] ანჩელოტის და "რეალის" სიყვარული - კარლომ მადრიდული გრანდის ჰიმნი იმღერა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს - რამოსი ევროპაში დაბრუნებას გეგმავს
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
"აი, ასეთი საშინელებები ხდებოდა კატარში" - ხამეს როდრიგესი
სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"სანამ "რეალში" გადავიდოდი, "სიტიმ" და პსჟ-მ დიდი ფული შემომთავაზეს, პერესმა კი ასეთი რამ მითხრა..." - ხამეს როდრიგესმა "ბლანკოსში" გადასვლის ისტორია გაიხსენა
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
მუშაობით კმაყოფილები არიან - ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ დიდი ხნით დარჩება
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება
ხამესი გუნდს კვლავ გამოიცვლის - როდრიგსესთვის "რაიო ვალეკანოში" თავგადასავალი ხანმოკლე აღმოჩნდა