რუსულმა საიტმა "ტასმა" საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველთან ინტერვიუ ჩაწერა
რუსული საიტი "ტასი" საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერლიგამ სტარტი სულ რამდენიმე დღის წინ აიღო. ანანიძემ პირველ ტურში ბრწყინვალე დუბლი მიითვალა.

- ლეგიონი: ჯანო ანანიძის დუბლი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ! [VIDEO]

- ლეგიონი ევროპალიგაზე: კაცი კაცსა შემოსტყორცნა - ჯანოს გოლი-შედევრი [VIDEO]

"გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა. "ზენიტისა" და ცსკა-ს თამაშებს ვუყურე. მათ გუნდის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაკარგეს და აისახა კიდეც თამაშზე. ორივე გუნდს იმ ფეხბურთელების გარეშე ძალიან გაუჭირდება. "ლოკომოტივი" ახალწვეულებით ვერ გაძლიერდა, მაგრამ მაინც ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს. ახლა რთულია რამის თქმა, 5-7 ტურის შემდეგ ბევრი რამ გამოჩნდება.

ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გუნდი 4 მცველით თამაშობს თუ 5-ით. ეს, პირველ რიგში, მცველებს ეხებათ. მე გამთამაშებელი ვარ. უბრალოდ, 5 მცველით თამაშის დროს შეტევის გასავითარებლად მეტი ვარიანტი მიჩნდება, რადგან ჩემ წინ არამხოლოდ ზე ლუიში, არამედ კვინსი პრომესიცაა.

არ შეიძლება "სპარტაკს" კვინსი პრომესის გუნდი უწოდო. კი, წინა სეზონში პრომესი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ბევრი საგოლე გადაცემაც მიითვალა, მაგრამ ფეხბურთს მთელი გუნდი თამაშობს.

სეზონის პირველი მატჩებიდან გამომდინარე, დღეს ვიღაცა იტყვის, "სპარტაკი" ჯანო ანანიძის გუნდიაო, მაგრამ ეს ასე არაა. ბევრი ფეხბურთელი გვყავს, ვინც მოედანზე თავის როლს კარგად ასრულებს, რაც მთლიანობაში შედეგზე აისახება.

ბედნიერი ვარ, რომ პირველ ორ ოფიციალურ მატჩში 3 გოლის გატანა მოვახერხე, თუმცა მთავარი ეს კი არა, არამედ ისაა, რომ გუნდმა დადებით შედეგებს მიაღწია. დიდი ხანია დუბლი არ გამიფორმებია. თუ არ ვცდები, უკვე 6 წელი...

"არსენალთან" ჰეთ თრიკის გაფორმებაც შემეძლო. ერთ მომენტში დავინახე, რომ მეკარე კარიდან იყო გამოსული და დავარტყი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გავიტანე.

თუ შევადარებთ გოლებს, მაშინ მეორე უფრო მომეწონა - რაღაცით 2011 წელს ევროპის ლიგაზე გატანილი გოლი გამახსენა. შორიდან იშვიათად ვურტყამ. ამჯერად, ვცადე დამერტყა და ძალიან კარგადაც გამომივიდა. მიხარია, რომ გულშემატკივართა გახარება მოვახერხე".

ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია