NBA: ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი ჩემპიონი იქამდე დაეცა, რომ გუშინ ლიგის ყველაზე უარეს გუნდთან წააგო
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი ჩემპიონი "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" იქამდე დაეცა, რომ გუშინ დათმო შეხვედრა ლიგის ყველაზე უარეს გუნდთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ ზედიზედ დამარცხებათა რაოდენობით NBA-ის აბსოლუტური რეკორდი დაამყარა.

"ორლანდოსთან" და "შარლოტთან" ორი მარცხის შემდეგ "ლეიკერსის" გულშემატკივრები დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი საყვარელი გუნდი აღმოსავლური ტურნეს ბოლო მატჩში შეწყვეტდა ამ უიღბლობას. როგორც გითხარით, მეტოქეც შესაფერისი იყო - ბოლოადგილოსანი "კლივლენდი". წლევანდელ რეგულარულში ეს გუნდები პირველად ლოს ანჯელესში შეხვდნენ ერთმანეთს და კალიფორნიელები სასტიკად გაუსწორდნენ მეტოქეს - 112:57.

სხვათა შორის, NBA-ის ისტორიაში პირველად მოხდა, როცა ერთმა გუნდმა 55 ქულით წაგების შემდეგ საპასუხო შეხვედრაში რევანშის აღება მოახერხა. "მე მგონი, ჩემი შეგირდები "ყველა ვარსკვლავის მატჩთან" დაკავშირებულ არდადეგებზე ნაადრევად გავიდნენ", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ფილ ჯექსონმა.

"ლეიკერსს" არ უშველა პაუ გასოლის 30-მა ქულამ და 20-მა მოხსნამ, არც მოხსნებში დიდმა უპირატესობამ. კობი ბრაიანტმა თებერვალში მეოთხედ ვერ გადალახა 20-ქულიანი ზღვარი - "ლეიკერსის" ლიდერმა თამაშიდან 8 ტყორცნა (24-დან) ჩააგდო. რაც შეეხება "კლივლენდს", ამ გუნდის ფანები სეზონში საიუბილეო მეათე მოგებას რამონ სეშენსს უნდა უმადლოდენ - ამ გამთამაშებლის ანგარიშზე 32 ქულა და 8 შედეგიანი პასია.

ისევ წააგო "იუტამ" - ზედიზედ მესამედ ჯერი სლოუნის გარეშე და ზედიზედ მეხუთედ საკუთარ მოედანზე, რაც 30 წელია არ მომხდარა. როგორც ჩანს, ლეგენდარული მწვრთნელის წასვლამ "ჯაზმენებზე" ფსიქოლოგიურად ძალიან უარყოფითად იმოქმედა, რადგან გუნდის თამაშში ბევრი რამ მოიშალა. გუშინ "იუტამ" "გოლდენ სტეიტთან" წააგო, რომლის რიგებში საუკეთესო მონტა ელისი იყო.

25 წლის მცველი არ იმჩნევდა "ჯაზის" კალათბურთელთა წინააღმდეგობას. 43 წუთში ელისმა 25-დან 16 ტყორცნა გამოიყენა, შვიდი შედეგიანი პასი, ოთხი მოხსნა, სამი ჩაჭრა და ერთი დაფარება დააგროვა. მისი ერთადერთი ნაკლი სამი გამოუყენებელი საჯარიმო იყო, მაგრამ ამას "გოლდენ სტეიტისთვის" მატჩის მოგებაში ხელი არ შეუშლია. კალიფორნიელების გადამწყვეტი გაქცევა ბოლო მეოთხედს დაემთხვა, როცა ანგარიში საყაიმო იყო. საფინალო სირენამდე წუთით ადრე ელისმა საშუალო დისტანციიდან ჩააგდო და მისი კლუბი ექვსი ქულით დაწინაურდა. "იუტას" გადარჩენის შანსი აღარ ჰქონდა. "ჯაზმენებმა" ბოლო 17 მატჩში მეცამეტედ წააგეს, ხოლო მათმა ახალმა მწვრთნელმა ტაირონ კორბინმა მუშაობა სამი მარცხით დაიწყო.

"მინესოტასა" და "კლიპერსის" მატჩში ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ "ყველა ვარსკვლავის მატჩის" დებიუტანტები - კევინ ლავი და ბლეიკ გრიფინი. ისინი ორმაგი დუბლების სპეციალისტებად ითვლებიან, ოღონდ ამჯერად ათ ქულაზე და ათ მოხსნაზე მეტი ლავმა დააგროვა. თუმცა ამ დუელში გამარჯვება მაინც გრიფინს დარჩა - ოპონენტზე 11 ქულით მეტი მოიპოვა და თან მისმა გუნდმა გასვლითი შეხვედრა მოიგო.

"მაიამიში" გადასვლის შემდეგ კრის ბოში პირველად დაბრუნდა ტორონტოში თავისი მშობლიური კლუბის წინააღმდეგ სათამაშოდ. რა თქმა უნდა, კანადელმა გულშემატკივრებმა "ჰიტის" ფორვარდს ბევრი უსტვინეს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია კრისისთვის 25 ქულისა და 6 მოხსნის მოპოვებაში. ბოშმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ "ჰიტმა" ბოლო 11 მატჩში მეათედ მოიგო. "ტორონტოში" შესანიშნავად გამოიყურებოდნენ ანდრეა ბარნიანი (იტალიელმა თამაშიდან 26-ჯერ ისროლა და 15 ჩააგდო, 38 ქულიდან 17 კი ბოლო მეოთხედში დააგროვა) და დემარ დეროზანი, მაგრამ მათი მონდომება ფავორიტის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ორლანდო-ვაშინგტონი 101:76

17:18, 31:21, 32:16, 21:21

ო: ჰოვარდი (32+10 მოხსნა), რიჩარდსონი (16+6 მოხსნა), ბასი (15+11 მოხსნა), ანდერსონი (14+8 მოხსნა), ნელსონი (10).

ვ: უოლი (27+5 მოხსნა), ბლეტჩი (15+9 მოხსნა), ჰაინრიხი (10).

ტორონტო-მაიამი 95:103

27:29, 19:21, 26:30, 23:23

ტ: ბარნიანი (38), დეროზანი (24), დევისი (8+13 მოხსნა).

მ: უეიდი (28+7 მოხსნა), ბოში (25+6 მოხსნა), ჯეიმსი (23+13 მოხსნა+8 პასი).

ბოსტონი-ნიუ ჯერსი 94:80

27:22, 19:24, 24:24, 24:10

ბ: პირსი (31+5 მოხსნა), გარნეტი (14+10 მოხსნა), ალენი (12).

ნ-ჯ: ლოპესი (18+5 მოხსნა), ჰარისი (16+5 პასი), მოროუ (14).

კლივლენდი-ლეიკერსი 104:99

29:21, 22:25, 23:25, 30:28

კ: სეშენსი (32+8 პასი), ჯეიმისონი (19+10 მოხსნა), პარკერი (18+9 პასი), ჰიქსონი (13+15 მოხსნა), ეიენგა (10).

ლ: გასოლი (30+20 მოხსნა), ფიშერი (19), ბრაიანტი (17+12 მოხსნა), ბრაუნი (15).

დეტროიტი-ინდიანა 115:109 (ო)

33:22, 27:33, 24:23, 20:26, 11:5

დ: პრინსი (25+11 მოხსნა), სტაკი (18+6 პასი), გორდონი (16), მაკგრეიდი (15+5 მოხსნა), მონრო (13), უილკოქსი (12+6 მოხსნა).

ი: ჰიბერტი (29+9 მოხსნა), გრეინჯერი (28+5 მოხსნა), მაკრობერტსი (15+12 მოხსნა), ჯონსი (11).

ნიუ იორკი-ატლანტა 102:90

26:19, 26:26, 26:20, 24:25

ნ-ი: სტაუდმაიერი (23+7 მოხსნა), ჩენდლერი (20+5 მოხსნა), გალინარი (17+9 მოხსნა), ფელტონი (13+11 პასი), ფილდსი (11+9 მოხსნა+5 პასი).

ა: უილიამსი (17+8 მოხსნა), ბიბი (15), სმიტი (14+5 მოხსნა), ჰორფორდი (12+11 მოხსნა), ჯონსონი (11+7 მოხსნა+6 პასი).

მინესოტა-კლიპერსი 90:98

20:23, 22:20, 20:29, 28:26

მ: ლავი (18+18 მოხსნა), ელინგტონი (18), მილიჩიჩი (12+6 მოხსნა), ტოლივერი (11+5 მოხსნა), უებსტერი (11), რიდნური (10).

კ: გრიფინი (29+8 მოხსნა+6 პასი), ფოიე (21+6 პასი), გომესი (18), ბლედსოუ (10+8 მოხსნა+5 პასი).

დალასი-საკრამენტო 116:100

25:25, 36:23, 35:28, 20:24

დ: კიდი (20), მერიონი (14+6 მოხსნა+5 პასი), ბობუა (13+6 პასი), ნოვიცკი (13), ჰეივუდი (12+10 მოხსნა), სტოიაკოვიჩი (12), ტერი (12), ბარეა (11+10 პასი).

ს: ტეილორი (17+5 პასი), კაზინსი (16+12 მოხსნა), უდრიხი (16+7 პასი), გრინი (16), დალემბერი (10+9 მოხსნა).

ჰიუსტონი-ფილადელფია 105:114

23:23, 29:32, 26:31, 27:28

ჰ: ლოური (36+7 პასი), სკოლა (26+13 მოხსნა), პატერსონი (10+7 მოხსნა).

ფ: ჰოლიდეი (20+8 პასი), უილიამსი (19), იანგი (19), ჰოუესი (17+10 მოხსნა), იგუოდალა (13+12 მოხსნა+10 პასი), ბრენდი (10+11 მოხსნა), ტერნერი (10+6 მოხსნა).

მილუოკი-დენვერი 87:94

16:27, 27:19, 28:25, 16:23

მ: სალმონსი (33), მაგეტი (16+5 მოხსნა), დელფინო (12), ბოგუტი (3+20 მოხსნა+5 დაფარება).

დ: ენტონი (38+12 მოხსნა), ბილაპსი (20), მარტინი (11+9 მოხსნა+7 პასი+5 დაფარება), ნენე (10+5 მოხსნა).

იუტა-გ. სტეიტი 100:107

23:20, 25:28, 28:28, 24:31

ი: ჯეფერსონი (23+11 მოხსნა), მილსეპი (22+6 მოხსნა), მაილზი (20+6 მოხსნა), უილიამსი (18+11 პასი+7 მოხსნა).

გ-ს: ელისი (35+7 პასი), რაიტი (22+5 მოხსნა), უილიამსი (15), ლი (13+6 მოხსნა).

პორტლენდი-ნიუ ორლეანი 103:96

35:26, 13:23, 22:27, 33:20

პ: ოლდრიჯი (34+7 მოხსნა), მეტიუზი (24+8 მოხსნა), მილერი (18+7 პასი), ბატუმი (14+5 მოხსნა).

ნ-ო: უესტი (27+5 მოხსნა), გრინი (24+6 მოხსნა), არიზა (16+9 მოხსნა+6 პასი), ჯეკი (12+5 მოხსნა).

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...