ედგარდო ბაუსა - მოულოდნელი არჩევანი
არგენტინის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ამ პოსტზე ედგარდო ბაუსა დაამტკიცეს, რომელმაც ხერარდო "ტატა" მარტინო ჩაანაცვლა. 58 წლის სპეციალისტი ბოლოს ბრაზილიურ "სან პაულუში" მუშაობდა.

სათამაშო კარიერისას გრანადერო ბაიგორიაში დაბადებული ბაუსა მცველი გახლდათ და მისი კარიერა "როსარიო სენტრალში" დაიწყო, რასაც "ატლეტიკო ხუნიორი", "ინდეპენდიენტე", ისევ "როსარიო" და ბოლოს "ვერაკრუსი" მოჰყვა. არგენტინის ნაკრებში მას მხოლოდ 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

ედგარდომ სამწვრთნელო კარიერაც "როსარიოში" დაიწყო. ამას მოჰყვა "ველესი", "კოლონი", "სპორტინგ კრისტალი", კვლავაც "კოლონი", "LDU კიტო", "ალ-ნასრ რიადი", დაბრუნება "LDU კიტოში", "სან ლორენსო", "სან პაულუ" და… არგენტინის ნაკრები.

მისი პირველი სამწვრთნელო ტიტული 2005 წელს პერუულ "სპორტინგ კრისტალთან" ერთად მოგებული ქვეყნის ჩემპიონატი გახლდათ. შემდეგ ეკვადორულ "LDU კიტოში" გაიბრწყინა, რომელსაც ორჯერ საშინაო ჩემპიონატი მოაგებინა, 2008 წელს სენსაციურად კოპა ლიბერტადორესი დაასაკუთრებინა, ხოლო 2010-ში რეკოპა სუდამერიკანასაც წაეპოტინა.

ლიბერტადორესის თასი მან 2014 წელს "სან ლორენსოსთან" ერთადაც მოიგო. 2009 წლის იანვარში ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ასოციაციამ იგი მსოფლიოში ნომერ მესამე მწვრთნელად დაასახელა სერ ალექს ფერგიუსონისა და დიკ ადვოკაატის შემდეგ. 2008 წელს ბაუსა სამხრეთ ამერიკის საუკეთესო სპეციალისტადაც დასახელდა.

ბაუსა უკვე შეუდგა საქმიანობას და ნაკრებთან ერთად პირველი გამოცდა სექტემბერში ექნება, როდესაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები უნდა ჩაატაროს. თუმცა ამოცანის ჩაბარება მას ლიონელ მესის გარეშე მოუწევს. ფანებისა და მწვრთნელის სამწუხაროდ, ლეო ცხელ გულზე ნათქვამ სიტყვებს ძალაში ტოვებს და სანაკრებო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას ჯერჯერობით, არ აპირებს.

"ალბისელესტეს" 1-ელ სექტემბერს ურუგვაისთან ელის ჭიდილი, აქედან 5 დღეში კი ვენესუელასთან მატჩია.

"ჩვენ ჯერჯერობით არანაირი კონტაქტი არ გვქონია არც მესისთან და არც მისი ოჯახის წევრებთან. მე სპეციალურ ტურს მოვაწყობ ამისთვის, ლეოს შევხვდები და გავესაუბრები. მხოლოდ ფეხბურთზე და არაფერ სხვაზე. ვიცი, როგორი მტკივნეულია ფინალის წაგება და მესმის მისი. მესის ჩემს გეგმებსა და საფეხბურთო ხედვას გავაცნობ; არამხოლოდ მას, ცხადია, ნაკრების სხვა ფეხბურთელებსაც.

თუ იგი ჩათვლის, რომ სურს ამ გეგმის ნაწილი იყოს და შევთანხმდებით, რომ კარგად შევძლებთ თანამშრომლობას და ის ნაკრებს დაუბრუნდება, ეს მშვენიერი იქნება. ცოტა დრო რჩება და გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ. უკვე მატჩებისთვის უნდა დავიწყოთ მზადება" - განაცხადა "ელ პატონმა" ("დიდფეხა"), როგორც ეძახიან ბაუსას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
საუდის არაბეთის ნაკრების მწვრთნელად ბაუსა დაინიშნა
"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
არგენტინის ნაკრები: ედგარდო ბაუსა უკვე წარსულია
"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი
ემირატების ნაკრებს ალბერტო ძაკერონი ჩაიბარებს
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
არგენტინის ნაკრები: კრიზისი არგენტინულად და მესი, როგორც მხსნელი
"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი
სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს
არგენტინის ნაკრები: მაურო იკარდი ისევ გარიყულია
ტელეკომპანიამ არგენტინის ნაკრების მოძულეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა
ბაუსამ, არგენტინის ნაკრების ზოგიერთი ფეხბურთელი ზეწოლას ვერ უძლებსო