ჯო ჯორდანი მილანში თამაშისას

ჯო ჯორდანი სამი წლის განმავლობაში, არც მეტი არც ნაკლები, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი გახლდათ, მაგრამ ასეთი პატივის მიუხედავად ამბობს, რომ მისი კარიერის ყველაზე საამაყო მომენტი "მილანში" გადასვლა იყო. ინგლისური პრესის თქმით, ჯორდანს იტალიური ცხოვრების სტილი და ფეხბურთი ისე შეუყვარდა, რომ ორი წლის შემდეგ, როდესაც "მილანიდან" წამოვიდა, პირდაპირ ბრიტანეთში არ დაბრუნებულა - ერთი წელიწადი "ვერონაში" აგორა ბურთი. მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა შოტლანდიელი ფორვარდი ინგლისურ ფეხბურთში, სადაც კიდევ "საუთჰემპტონსა" და "ბრისტოლ სიტიში" ითამაშა, მაგრამ დღემდე შანსს არ უშვებს ხელიდან თავის "მეორე სამშობლოში" რომ არ დაბრუნდეს და ახლობლები არ მოინახულოს. საბაბი კი იცოცხლეთ, აქვს: მისი ორი ქალიშვილიდან ერთი მილანის ერთ-ერთ სკოლაში ინგლისურს ასწავლის.

და აი, ჯო ჯორდანი "დეილი მეილს" ელაპარაკება, ცდილობს მოუყვეს რას ნიშნავს მისთვის იტალია და განმარტოს, რომ ბრალდება, რომელიც სამშაბათს "სან სიროზე" "მილანის" ჭკუიდან გადასულმა კაპიტანმა ჯენარო გატუზომ წაუყება, სრული ბოდვა და სისულელეა. შეგახსენებთ: ვეტერანმა ნახევარმცველმა ჯორდანს ჯერ ყელში ხელი წაუჭირა, თამაშის დამთავრების შემდეგ კი შუბლში შუბლი მიარტყა. მიზეზი: დამპალო იტალიელო ნაბიჭვარო მითხრაო.

"ეს სისულელეა, წარმოუდგენელი სისულელე - თქვა 59 წლის მწვრთნელმა - ეს გატუზოს ფანტაზიის ნაყოფია და თან, საკმაოდ არაჯანსაღი ფანტაზიისა. ბრალდება, რომელიც მან მე წამომიყენა უბადრუკია და სიცრუეა. გატუზოს თავისი საქციელის ახსნა, რასაკვირველია, მოუწევს, ხალხს თავი დავანებოთ, უეფასთანაც დასჭირდება თავის დაცვა, მაგრამ ის მიზეზი, რომელიც გამოიგონა სრულიად მიუღებელია და არ გამოადგება, რადგან იტალია ჩემი საყვარელი ქვეყანაა. მას ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი აქვს ნათამაშები და დღემდე ასე გრძელდება.

"მილანი" განსაკუთრებული კლუბია. მე უბედნიერესი კაცი ვარ, მისი მაისურით რომ მომიხდა თამაში. კარიერაში ბევრი წარმატებული წუთი მქონია, მაგრამ "მილანში" გადასვლა ყველაზე ნათელ წერტილად და სწორ ნაბიჯად მიმაჩნია. ამ კლუბმა ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში სწორედ ისეთი თავი ჩაწერა, როგორზეც ვოცნებობდი. მინდოდა ძალები უცხოეთში მომესინჯა და "მილანზე" უკეთესს, აბა, ვის ვიპოვნიდი. "მილანის" შემდეგ ერთი წელიწადი "ვერონაშიც" გავატარე და სულ იტალიაში სამი წელიწადი გამომივიდა, რაც ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო.

იტალიისა და იტალიური ცხოვრების სიყვარული ჩემგან ჩემს ქალიშვილს გადაეცა. ის მილანში ცხოვრობს, იტალიურს სრულყოფილად ლაპარაკობს და ადგილობრივ ბავშვებს სკოლაში ინგლისურს ასწავლის. მე მასთან ხშირად ჩამოვდივარ, თუმცა ამის გარეშეც ვინარჩუნებ ძალიან თბილ ურთიერთობას ხალხთან მილანსა და ვერონაში.

მე ძალიან მიყვარს იტალია და აქაურ ხალხთან სულიერ ნათესაობას ვგრძნობ. და ახლა, როდესაც ჩემს შესახებ ეს ყველაფერი შეიტყვეთ, როგორ ფიქრობთ, მე ოდესმე წამომცდებოდა ის, რაც გატუზომ დამაბრალა? საცოდავ კაცად გამოჩნდა... მართლა გეუბნებით".

გეხსომებათ, თუ არ გახსოვთ და ინტერნეტში შეგიძლიათ გადაამოწმოთ, თამაშის ბოლოს, როდესაც გატუზო ჯორდანს მივარდა და შუბლი შუბლზე მიარყა, სქოთს წარბიც არ შეუხრია და სწორადაც მოიქცა. პასუხი რომ გაეცა "ტოტენჰემის" დიდებული გამარჯვება დაკნინდებოდა.

"გატუზოსთვის მის საქციელზე ბევრი ლაპარიკი დიდი პატივისცემა იქნება. მე ეს ამბავი დავივიწყე, აი, მას კი თავისი საქციელის ახსნა მოუწევს და ლაქადაც გაჰყვება. მე დღეს შემდეგ სამშაბათს "ბლექპულთან" გამოტოვებულ თამაშზე ვფიქრობ".

და მაინც, კორესპონდენტის დაჟინებულ შეკითხვაზე, რატომ მოიქცა მილანელთა კაპიტანი ასე, მან უპასუხა:

"წარმოდგენა არ მაქვს. საერთოდ ვიცი, რომ ისეთი კაცის რეპუტაცია აქვს, რომელიც საკუთარ ქცევას ვერ მართავს. ისე ჩანდა, რომ მაინცდამაინც მე ვყავდი ამოჩემებული. შეიძლება იმ ორი შეტევის მიზეზი სხვადასხვაც კი იყო.

საბედნიეროდ, მილანში კიდევ ცხოვრობენ ჩემი ძველი თანაგუნდელები. რამდენიმე მათგანს თამაშის შემდეგ ველაპარაკე. კერძოდ რა ვუთხარით ერთმანეთს, ამას საჯაროდ არ მოვყვები, მაგრამ მეგობრები ვიყავით და მეგობრებად დავრჩით. ამდენ წლიან ძმაკაცობას ვერაფერი დააკნინებს".

როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა