დღეს, 16:30 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება "ტორპედოს" ახალწვეულთა წარდგენა
ქუთაისის "ტორპედომ" გულშემატკივარს სიურპრიზი მოუმზადა. კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, "რამაზ შენგელიაზე" გასამართავ შეხვედრებს გულშემატკივარი უფასოდ დაესწრება.

ამის შესახებ "ტორპედოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

"როგორც ცნობილია, 7 აგვისტოს სტარტს იღებს საქართველოს XXVIII, ეგრეთ წოდებული, გარდამავალი ეროვნული ჩემპიონატი. მალევე დაიწყება თასის გათამაშება.

სეზონის მოკლევადიანობიდან (დეკემბერში დასრულდება) გამომდინარე, საფეხბურთო კლუბი "ტორპედო ქუთაისი" აცხადებს, რომ რამაზ შენგელიას სახელობის ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გასამართავ ჩემპიონატისა და თასის მატჩებზე ბილეთები არ გაიყიდება, დასწრება თავისუფალი იქნება.

გაიყიდება ახალი აბონემენტებიც. ამასთან ერთად, ძალაში დარჩება გასული სეზონისთვის შეძენილი აბონემენტები. მათ მფლობელებს შეუნარჩუნდებათ მითითებული ადგილები. მოქმედებაში დარჩება აგრეთვე გასულ სეზონში ჟურნალისტებისთვის გაცემული საშვები", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 4 აგვისტოს კი, 16:30 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება "ტორპედოს" ახალწვეულთა წარდგენა. იქვე, პრესკონფერენციას გამართავს გუნდის მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Mandela
ძალიან კარგია მივესალმები, უბრალოდ ის გაითვალისწინეთ რო თამაშები დაიწყეთ რაც შეიძლება გვიან ანუ უფრო როცა გრილა. მართალია ფედერაცია ამტკიცებს მატჩის დაწყების დროს მაგრამ შეგიძლიათ მიმართოთ და გადმოატანინოთ უფრო გვიან თვითონაც ხვდებით რო 6 საათზე იქ როგორი აუტანელი სიცხე იქნება. თუ ასე იზამთ ხალხი ნამდვილად მოვა ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი სტადიონზე. ტორპედო წელს ჩემპიონია თქვენი იმედი გვაქვს და ყველა ბალეშჩიკმა ამაში ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ვიაროთ სტადიონზე და გვერდში დავუდგეთ ჩვენ საყვარელ გუნდს. დიდება ტორპედო ქუთაისს
kvaxa
აკი უფასოდ კატებიც კი არ იძლევიანო.
Kote
მარაზმი სრული. შესვლა უფასოა და აბონემენტებს ყიდი. აბონემენტი ჯამურად ბილეთებში გადახდილზე იაფი უნდა იყოს. იფასო შესვლა კიდე შესაბამისი ღირებულების ფეხბურთის და გულშემატკივრობის მომტანია. ააშენებენ ამხელა სტადიონებს და აღარ იციან როგორ გაავსონ ))
სამტ
მიბაძეს სამტრედიელებს? ამ პირობებში სწორი გადაწყვეტილებაა.
Jango
დათო ქუთაისელი სწორად იქცევიან ახალი მფლობელები. ჟორჟიკაშვილი არაა ის მწვრთნელი რომელიც დიდი წარმატების გარანტი ან შემოქმედი იქნება, ამიტომაც კლუბის მფლობელებს ურჩევნიათ ამ მოკლე სეზონით დაანახონ ქუთაისელებს თუ რისი მაქნისია ამ ეტაპზე ეს კლუბი, თუკი მოხდა სასწუალი და ევროპალიგის საკვალიფიკაციოზე გაძვრა ტორპედო (ანუ საპრიზოზე გავიდა)მაშინ ახალი სეზონიდან მათ მიერ მატჩზე მიმსვლელთაგან ფულის მოთხოვნა სრულიად გამართლებული იქნება, ახლა კი როცა ხელდახელ არის შეკოწიწებული გუნდი, არ ღირს მაყურებლის ფინანსურ დატვირთვად. ახლა ტორპედოს ამბიციების გარდა ამოცანებიც აქვს: 1) ამბიციაა საპრიზო-საევროსაგზურო 2) ადგილის შენარჩუინება უმაღლეს ლიგაში. იმედია რომ ორივე დავალებას შეასრულებს კლუბი.
ქუთაისელი
უფასო ყველია სათაგურში. ფეხბურთი უნდა იყოს ბიზნესი.
azurini
სხვა სტადიონებზე იყიდება?- არა არსად არ იყიდება. რაც შეეხება ტორპედოს წარმატებების მოლოდინი წელს დიდია ამ გუნდზე გაცემული და იმედი მაქ წელს მაინც არ დაგვაღალატებენ და მინიმუმ საპრიზო ადგილებზე გავლენ , დიდება ყველაზე დაუფასებელ მაგრამ ყველაზე ამაყ და საუკეთესო გულშემატკივრების კლუბს ქუთაისის ტორპედოს.
9999999999999
ფეხბურთი ითამაშეთ და მაყურებელი ბილეთის ფულს გადაიდის
lelo
ბილეთი არ გაყიდო და გულშემატკივარი სიცხეში ამყოფო ასე არ შეიძლება
lelo
ძალიან კარგი გულშემატკივრის დაფასებისთვის, მაგრამ ასეთ სიცხეში 6 საათზე თამაშის დანიშვნა ბევრს დააბრკოლებს. იქნებ გაითვალისწინოს გუნდის ხემძღვანელობამ და 8 საათზე დაიწყოს თამაშები ზაფხულის განმავლობაში. ტორპედოს სტადიონზე მაინც არის განათება. და საერთოდ სადაც არის შესაძლებლობა ხელოვნური განათების ურიგო არ იქნება თუკი გვიან დაიწყება თამაშები.
დათო
არ შეიძება არაფერი უფასოდ. ეს პოპულიზმია. სჯობს იყოს სიმბოლური თანხა 50 თეთრი (ან ბილეთის დაბეჭდვისა და გაყიდვის ხარჯებს რამდენიც ჭირდება). თუ გვინდა ჩვენი ფეხბურთი განვითარდეს, ის მხოლოდ მოედანზე ვერ წავა წინ. მთელი საფეხბურთო სისტემა უნდა განვითარდეს.
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ბოლნისის "სიონი"-საჩხერის "ჩიხურა" - შეხვედრის ორი საკამათო ეპიზოდი [VIDEO]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა. V ტური: "რუსთავმა" ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მოიგო
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კობა ჟორჟიკაშვილი: მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ
ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
მადლობა, მშვიდობით - "სიონი" მწვრთნელმა და ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა