ფიფა ისრაელის ფეხბურთის ასოციაციას ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლუის ფერნანდესის გათავისუფლებას სთხოვს
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) ისრაელის ფეხბურთის ასოციაციას, "ევრო 2012"-ის შესარჩევ ციკლში ჩვენი მეტოქე ნაკრებიდან მთავარი მწვრთნელის, ლუის ფერნანდესის გაშვების რეკომენდაციით მიმართავს.

ფიფას ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ 51 წლის ფრანგმა სპეციალისტმა ისრაელის ნაკრებში მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს, რისი მიზეზიც ყატარულ კლუბ "ალ-რაიმონთან" მისი ვალდებულებებია. ამ გუნდს ფერნანდესი 2005 წელს წვრთნიდა.

"ფერნანდესს მომდევნო კვირაში შეხვდებით და ამ პრობლემას განვიხილავთ", - პასუხად აცხადებს ისრაელის ფეხბურთის ასოციაციის თავჯდომარე ავი ლუზონი.

ისრაელის ნაკრებს, რომელიც ფრანგმა სპეციალისტმა 2010 წლის მაისში ჩაიბარა, მარტში "ევრო 2012-ის" შესარჩევი ციკლის ორი საშინაო მატჩი აქვს ჩასატარებელი. პირველ შეხვედრას ებრაელები ლატვიის, მეორეს კი საქართველოს ეროვნულ გუნდთან გამართავენ.

ლუის ფერნანდესი თავის დროზე ფრანგულ პსჟ-სა და "კანს", ესპანურ "ატლეტიკს", "ესპანიოლსა" და "ბეტისს", ასევე ებრაულ "ბეითარს" წვრთნიდა.

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა