ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ტრეიდებისთვის განკუთვნილი ბოლო დღე ახლოვდება
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ტრეიდებისთვის განკუთვნილი ბოლო დღე ახლოვდება და შესაბამისად, ჟურნალისტები მოვლენათა განვითარების ათასგვარ ვერსიას გვაწვდიან.

რა თქმა უნდა, კვლავაც ყურადღების ცენტრში რჩება "დენვერ ნაგეტსის" ლიდერ კარმელო ენტონის ტრანსფერის საკითხი. "ნიუ ჯერსი ნეტსის" ხელმძღვანელობამ გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ აპირებს კარმელოსთვის ბრძოლას, ამიტომაც NBA-ის ვარსკვლავის ხელში ჩაგდებაზე მთავარ პრეტენდენტად ისევ "ნიუ იორკ ნიქსი" რჩება. ამასთან, იზრდება "დენვერის" მხრიდან ამ კლუბის მიმართ მოთხოვნები.

ბოლო ინფორმაციით, "ნაგეტსი" გამთამაშებელ ჩონსი ბილაპსსა და ენტონის სანაცვლოდ ცენტრ ტიმოფეი მოზგოვს, ფორვარდებს - დანილო გალინარისა და უილსონ ჩენდლერს, მცველებს - რეიმონდ ფელტონსა და ლენდრი ფილდსს, აგრეთვე 2011 წლის დრაფტზე პირველი რაუნდში სასურველი მოთამაშის არჩევის უფლებას ითხოვს. ასეთი მოთხოვნები თითქმის შეუძლებელს ხდის ამ ტრეიდის განხორციელებას.

ამასობაში, "ნიუ ჯერსისა" და "პორტლენდის" ხელმძღვანელები აქტიურად განიხილავენ მსხვილ გაცვლას გამთამაშებლების - დევინ ჰარისისა და ანდრე მილერის მონაწილეობით.

"ნეტსს" სურს ტრეიდში ჩართოს "ბლეიზერსის" ყოფილი ფორვარდი ტრევის აუთლო, იმ დროს, როცა "პორტლენდი" დაინტერესებულია მცველ ენტონი მოროუს შეძენით. მოლაპარაკებისას აგრეთვე ფიგურირებს "ბლეიერსის" ესპანელი მცველის რუდი ფერნანდესის გვარი.

"ნიუ იორკის" გარდა, "დენვერთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს "ჰიუსტონი". თუმცა ამ გუნდის დაინტერესების საბაბი არა კარმელო ენტონი, არამედ ბრაზილიელი ცენტრი ნენე ილარიოა.

ზაფხულში ეს კალათბურთელი "ნაგეტსთან" ვადაზე ადრე კონტრაქტის გაწყვეტის უფლებას მიიღებს. ადრე Cbssports წერდა ნენეს მიმართ "გოლდენ სტეიტის" დაინტერესების შესახებ.

ამ სეზონში ბრაზილიელი საშუალოდ 15.1 ქულას, 7.2 მოხსნასა და 2.1 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

ბოლო დროს შედეგიანად მოთამაშე "კლივლენდის" მცველ რაიმონ სეშენსს მთხოვნელთა რიგი დაუდგა. ამიტომაც "კავალერების" ხელმძღვანელობა ამ კალათბურთელის გაცვლის სამ ძირითად ვარიანტს განიხილავს. სეშენსის გადაბირებით დაინტერესებული არიან "ატლანტა", "ნიუ იორკი" და "პორტლენდი".

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ მცველმა 32 ქულა ჩაუგდო "ლოს ანჯელეს ლეიკერსს".

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ