"მარაკანაზე" მსოფლიოს 207 ქვეყნის 12 ათას სპორტსმენთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობა ქართველმა ოლიმპიელებმაც მიიღეს
თბილისის დროით 6 აგვისტოს, შუაღამისას, რიო დე ჟანეიროში ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. სტადიონ "მარაკანაზე" გამართულ თამაშების გახსნის ცერემონალზე ოლიმპიური ცეცხლი ბრაზილიელმა მარათონელმა ვანდერლეი კარდეირუმ აანთო.

დაგეგმილი იყო, რომ ოლიმპიური ცეცხლი ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს პელეს უნდა აენთო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ცერემონიაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო.

ცერემონიის ფარგლებში "მარაკანაზე" გაიმართა ოლიმპიადის მონაწილე ეროვნული გუნდების აღლუმი. მსოფლიოს 207 ქვეყნის 12 ათას სპორტსმენთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობა ქართველმა ოლიმპიელებმაც მიიღეს. ჩვენს ჯგუფის მედროშე კი ევროპის სამგზისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი იყო. აღლუმის დასრულების შემდეგ ბრაზილიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მიშელ ტემერმა თამაშები გახსნილად ოფიციალურად გამოაცხადა.

იხილეთ ვიდეოები:

გახსნის ცერემონია

ქართული დელეგაციის გამოსვლა რიოს ოლიმპიურ აღლუმზე

იხილეთ ფოტოგალერეა

აღსანიშნავია, რომ თამაშების გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 40 სპორტსმენით 13 სახეობაში იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სარეკორდო ციფრია.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები 21 აგვისტოს დასრულდება.

sasa
ყველა გვჯობდა არა კვახი. ნუ აყვებით ნაცებს თორე .... კაცებს.
hoh
არავისაც არ უჯობნია.... აბა ხაბელოვს და ვასაძეს ჰკითხეთ !! :))))))))))))))) ჰო ალექსანდრიასაც!! :)
hm
ჩაცმულობით ოსებს ჰგვანან :)
პენსიონერი
სამწუხაროდ, ჩაცმულობით ყველამ გვაჯობა, იმედია იგივე არ განმეორდება სპორტულ სახეობებში. წარმატებები.
irakli
მაინც ეს საშინელება ეცვათ!
თევდორე
ქალების თავსაბურავი (არ მახსოვს რა ჰქვია) სად არის? ტყუილად შეკერეს? ფული ტყუილად დახარჯეს?
soxumeli
წარმატებები !!! ღმერთმა დაგლოცოთ !!!
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...