ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გიორგი მერებაშვილი: სომხეთთან ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩავატარე

გიორგი მერებაშვილი: სომხეთთან ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩავატარე

საქართველოს ნაკრებისა და "ვოივოდინას" ნახევარმცველით "ოლიმპიაკოსი", "პანათინაიკოსი" და თელ ავივის "ჰაპოელი" დაინტერესდა
ნოვი სადის "ვოივოდინას" ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონის 14 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ამბობს, რომ წლის ბოლომდე გუნდს არ შეიცვლის.

ნოვისადელები სერბეთის ჩემპიონატში პირველი წრის შემდეგ მესამე ადგილზე არიან, მდევარს ოთხი ქულით უსწრებენ და ევროთასებზე გასვლის რეალური შანსი გააჩნიათ. გიორგის გუშინ დავუკავშირდით.

- საკონტროლო შეხვედრებში ჯერ გოლები არ გაგიტანია.

- მოსამზადებელ ეტაპზე თუ არ გავიტან, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარია თავი სეზონის მსვლელობისას გამოვიჩინო და კარგად მოვემზადო. "ვოევოდინამ" უკვე გაიარა შეკრება მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში და ხუთი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა, თუმცა მე მხოლოდ სამი ვითამაშე, რადგან ერთი ნაკრებში გამოძახების გამო გამოვტოვე, ერთიც მცირე ტრამვის გამო. გოლებს კი, იმედია, ჩემპიონატში გავიტან.

- სომხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თემურ ქეცბაიამ მოედანზე მეორე ტაიმში შეგიშვა. ამ დროს გუნდი აირია და თავი ვერც შენ გამოიჩინე.

- არ ვიცი, მიზეზი რა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ნამდვილად ცუდი მეორე ტაიმი ჩავატარეთ. საბედნიეროდ, ანგარიში შევინარჩუნეთ და მოვიგეთ. პირადად მე, ალბათ, კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში ჩავატარე და მიჭირს იმაზე ლაპარაკი, რა იყო მიზეზი. შესაძლოა, ის, რომ ჯერ სეზონი არ დაწყებულა, მოსამზადებელ ეტაპზე კი საუკეთესო ფეხბურთს ვერც ერთი მოთამაშე ვერ აჩვენებს. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა იყო. ხომ გითხარით, მცირე ტრავმაც მაწუხებდა.

- კლუბში საკმაოდ კარგად თამაშობ, ნაკრებში კი ბოლომდე ვერ გაშინაურდი. არადა, ყველა თვლის, რომ გაცილებით მეტი შეგიძლია. ნაკრებში ასეთი რა გემართება?

- მართალს ამბობთ, აშკარად ვგრძნობ, რომ კლუბში უფრო მეტად გახსნილი ვარ და უფრო აქტიურიც, მიზეზის ახსნა კი მიჭირს. მწვრთნელი შანსს მაძლევს და ძალიან მინდა, საქართველოს ნაკრებსაც ისევე გამოვადგე, როგორც "ვოევოდინას" და ჩემი წვლილი შევიტანო წარმატებაში. რატომღაც ჯერ ეს არ გამომდის.

- ფეხბურთელის გასახსნელად, შეიძლება, ერთი გოლიც საკმარისი იყოს.

- გეთანხმებით. სანაკრებო შეხვედრებში რამდენიმეჯერ მქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა, სამწუხაროდ, ერთხელაც ვერ გამოვიყენე.

- საკლუბო ამბებზე ვილაპარაკოთ. კლუბში რა პოზიციაზე გათამაშებენ?

- "ვოევოდინა" ჩვენი ნაკრების მსგავსი ტაქტიკით თამაშობს, მე კი თავდასმელის უკან მაყენებენ.

- ნაკრებში კი ფლანგზე გათამაშებენ. სხვათა შორის, დაკვირვებული ვარ, მარცხენა ფლანგზე გაცილებით უკეთ თამაშობ, ვიდრე მარჯვენაზე. არადა, მემარჯვენე ხარ და ეს ცოტა უცნაურია.

- გეთანხმებით, ასეა. ეს იმის ბრალია, რომ მარცხნიდან შუაში ბურთის შეტანა და თამაშის გამწვავება უფრო მიადვილდება, ვიდრე მარჯვენა ფლანგიდან. ფლანგზე ერთი სეზონი "დინამოშიც" ჩავატარე და მაშინაც მარცხნიდან ვთამაშობდი.

- გულახდილად ვილაპარაკოთ: ნაკრებში მარჯვენა ფლანგზე გამწესებენ, შენს პოზიციაზე კი არასდროს გითამაშია და ეს არის შენი ჩრდილში ყოფნის მიზეზი?

- მიუხედავად იმისა, რომ ცენტრში თამაში მირჩევნია, ნაკრების მწვრთნელს ვერადროს ვეტყვი, ამა და ამ ადგილას მირჩევნია თამაში და იქ დამაყენე-მეთქი. ეროვნულში მიწვევაც დიდი ბედნიერებაა და სადაც მწვრთნელი დამაყენებს, გუნდს იქ უნდა დავეხმარო. ნაკრებში გამოსვლა გაცილებით დიდი პასუხისმგებლობაა, ვიდრე კლუბში და ნებისმიერ ადგილას ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ.

- "ნოვი სადსა" და სერბეთში თავს როგორ გრძნობ?

- გაცილებით უკეთ, ვიდრე ჩასვლისას. აღარც ენის ბარიერი მაქვს, ქალაქსაც შევეგუე და როგორც საკუთარ სახლში, ისე ვგრძნობ თავს.

- "ნოვი სადში" ქართველების წაყვანაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ეს წელსაც გამოირიცხა.

- იყო ლაპარაკი, თუმცა არ ვიცი, ბოლოს რა მოხდა. არადა, რომელიმე ჩვენიანის ჩამოსვლა ძალიან გამახარებდა, თავს გაცილებით უკეთ ვიგრძნობდი.

- "ვოევოდინაში" შენი გადასვლის შემდეგ სულ ისმის ხმები, რომ უკეთეს ლიგაში მიდიხარ, ეს შენც გითქვამს და გუნდის მენეჯერ მიხეილ ხუციშვილსაც, მაგრამ დღემდე კლუბში რჩები.

- ნამდვილად იყო დაინტერესება და, თან სერიოზულიც, თუმცა "ვოევოდინამ" ამ სატრანსფერო პერიოდში არ გამიშვა, ისევე როგორც რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი.

- ამის მიზეზი რა იყო?

- კლუბის ხელმძღვანელობას სურს, სერბეთის თასი მოვიპოვოთ და შუა სეზონში ლიდერების გაშვება გაუმართლებლად ჩათვალეს. თუ ევროთასებზე გავედით, ამის მერე უფრო მეტი კლუბი დაინტერესდება. წინასწარ არ მინდა ლაპარაკი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ზაფხულში ჩემი ტრანსფერი განხორციელდება.

- ახლა რომელ კლუბში გიწვევდნენ?

- ჩემთან არც "ვოევოდინას" პრეზიდენტს ულაპარაკია და არც დაინტერესებულ კლუბებს, თუმცა ვიცი, რომ ნოვისადელების ოფისში გამოაგზავნეს ფაქსი, რომ ჩემით დაინტერესებული იყვნენ "ოლიმპიაკოსი", "პანათინაიკოსი" და თელ ავივის "ჰაპოელი". ორი მათგანი, "პანათინაიკოსი" და "ჰაპოელი" ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშობდნენ. არ ვიცი, საბოლოოდ რაზე ვერ მოილაპარაკეს.

- მერე ასეთი ტრანსფერების ჩაშლის შემდეგ "ვოევოდინაში" რა გულით თამაშობ?

- ცუდია, ასეთი კლუბები რომ დაინტერესდებიან და მიზეზების გამო ვერ გადადიხარ. თუმცა წინასწარ ვიყავი შეგუებული იმ აზრს, რომ უკეთეს გუნდში გადასასვლელად სერბეთში კარგი სეზონი უნდა ჩამეტარებინა. მჯერა, ასეც მოხდება და წელს უკეთეს გუნდში დავასრულებ. მთავარია, რომ მეორე წრე პირველზე ნაკლებად არ ჩავატარო და ჯანმრთელად ვიყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• mimino

გიორგი! გული არ გაიტეხო.კარგი პოზიცია გაქვს-საფეხბურთო და შენაც შეესაბამები მაგ პოზიციის მოთხოვნებს-ფიზიკურად,ტექნიკურად. გაგიმართლებს!!!

ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - პრემიერ ლიგის გუნდი მიქაუტაძის სანაცვლოდ 45 მილიონს იხდის

"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა

გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა

დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო

"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა

[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს

მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს

15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო

"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს

"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ