"მილანის" გულშემატკივართა დიდი ხნის მოლოდინს წერტილი დაესვა - კლუბის აქციათა 99.93% ჩინურმა კომპანიამ შეიძინა
"მილანის" გულშემატკივართა დიდი ხნის მოლოდინს წერტილი დაესვა - კლუბის აქციათა 99.93% ჩინურმა კომპანიამ შეიძინა, რომლის სრული დასახელება ასეთია: შინო-EUROPE INVESTMEN MANAGEMENT CHANGXING.

შესაბამისად, სილვიო ბერლუსკონის კომპანია "ფინინვესტს" 0.07% დარჩა და გასაგებია, რომ საკონტროლო პაკეტი სწორედ ჩინელებს გადაეცათ.

დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "მილანს" ახალი მფლობელი ჰყავს, ბერლუსკონის 30-წლიანი მმართველობა კი ისტორიას ჩაბარდა...

დიდი ეპოქის დასასრული

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სილვიო ბერლუსკონიმ "მილანში" დიდი ეპოქა შექმნა. მან "როსონერი" ჩაიბარა 1986 წელს, როცა კლუბი ღრმა კრიზისში იყო. სწორედ ბერლუსკონის მოსვლით დაიწყო აღორძინების ხანა.

ჯერ არიგო საკის, ხოლო შემდეგ ფაბიო კაპელოს თავკაცობით, "მილანმა" პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მესამე დიდი ეპოქა კარლო ანჩელოტიმ შექმნა, რომელმაც 8-წლიან მონაკვეთში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

სულ ბერლუსკონის პერიოდში "როსონერი" 5-ჯერ შესწვდა ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტიტულს, რაც უდავოდ ბრწყინვალე მიღწევაა.

დონ სილვიო ხშირად აღნიშნავს, რომ მის პერიოდში "მილანმა" 26 ტიტული მოიგო და ასეთი შედეგი სხვა არც ერთ პრეზიდენტს არ აქვს. მართალია, ბოლო 5-6 წელია კლუბი კვლავ ღრმა კრიზისშია ჩაფლული, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ - ბერლუსკონი იყო ძალიან წარმატებული პრეზიდენტი და სწორედ მის ხელში გახდა "მილანი" ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი.

კლუბის გაყიდვა თავად ბერლუსკონიმაც დაადასტურა და შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ეს იყო უმძიმესი, ტანჯვით მიღებული, მაგრამ გარდაუვალი გადაწყვეტილება. მე აღარ მქონდა იმის რესურსი, რომ "მილანში" დიდი ინვესტიციები დამებანდებინა, შედეგად კი კლუბი კრიზისში აღმოჩნდა.

საჭირო იყო ახალი ინვესტორი, რომელიც "როსონერის" ძველ დიდებას დაუბრუნებს. არჩევანი შევაჩერე მათზე, ვინც სახსრებს არ დაიშურებს "მილანის" ასაღორძინებლად. მივიღე გარანტიები, რომ კლუბის ახალი მეპატრონე ტრანსფერებში დიდ ფულს დახარჯავს. "მილანი" ჩემს გულში იყო, არის და იქნება".

740 მილიონი ევრო "მილანის" სანაცვლოდ

ჩინურმა კონსორციუმმა "მილანი" 740 მილიონ ევროდ შეიძინა. აქედან 350 მილიონი ვალების დაფარვას მოხმარდება, დანარჩენს კი ბერლუსკონის კომპანია "ფინინვესტი" მიიღებს.

ჩინელებმა აიღეს ვალდებულება, რომ სამ წელიწადში "მილანში" მინიმუმ 350 მილიონი ევროს ინვესტიციას დააბანდებენ, რისი დიდი ნაწილიც ტრანსფერებს მოხმარდება. ითქვა ისიც, რომ მარტო 100 მილიონი ახალმა მფლობელმა 2016 წელს უნდა დახარჯოს.

უცნაურია, რომ "მილანის" ახალ მფლობელზე აქამდე არაფერი გვსმენოდა. ბერლუსკონი თვეობით აწარმოებდა მოლაპარაკებას სხვა კომპანიებთან, ბოლოს კი არჩევანი სულ სხვა ინვესტორზე შეაჩერა.

მას არაერთხელ უთქვამს, რომ "მილანს" მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდიდა, თუ დარწმუნდებოდა, რომ ახალი მფლობელები კლუბის ასაღორძინებლად ფინანსებს არ დაიშურებდნენ - როგორც ჩანს, ბერლუსკონიმ ეს გარანტიები მიიღო...

პირველი სამიზნეები

ჯერჯერობით, "მილანის" სატრანსფერო გეგმებზე ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში უამრავი ჭორ-მართალი გავრცელდება და ლომბარდიულ გრანდსაც ალბათ ყველა იმ ფეხბურთელს დაუკავშირებენ, რომლებიც ტრანსფერზე იქნებიან.

ამ მომენტისთვის, აქტიურად საუბრობენ მხოლოდ ორ ფეხბურთელზე - ერთი სიმონე ძაძაა ("იუვენტუსი"), ხოლო მეორე ისკო ("რეალი"). ორივე ფეხბურთელი ახალი კლუბის ძიებაშია, რადგან "იუვენტუსსა" და "რეალში" მათი იმედი ნაკლებად აქვთ.

24 წლის ისკოს ბევრი მსურველი ჰყავს და მის ხელში ჩასაგდებად "მილანს" დიდ კონკურენციაში მოუწევს შესვლა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ 25 წლის ძაძაზე, რომლის გადაბირების სურვილი უკვე გამოთქვეს "რომამ" და "ვოლფსბურგმა". "იუვე" ფორვარდს 25 მილიონ ევროდ აფასებს. თავად ძაძამ ღიად დააფიქსირა, რომ "მილანში" გადაბარგება სურს:

"ბავშვობაში აღფრთოვანებული ვიყავი "მილანის" თამაშით და მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ამ გუნდში გადასვლის შანსი მექნებოდა. თუ "იუვენტუსიდან" წასვლა მომიწევს, მაშინ სწორედ "როსონერიში" ვისურვებდი კარიერის გაგრძელებას, რადგან ლაპარაკია მსოფლიო ფეხბურთის აღიარებულ გრანდზე და ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბზე", - ამბობს ძაძა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ბერლუსკონიმ მითხრა, რომ პოზიცია უნდა შემეცვალა, რაზეც "მილანის" მაშინდელ მწვრთნელს მოვუყევი და მიპასუხა, რომ..."' - პატომ "როსონერის" ყოფილ პრეზიდენტზე ისტორია მოჰყვა
"მადლობა, პრეზიდენტო!" - კალაძე ბერლუსკონის გარდაცვალებას ეხმაურება
"მონცას" ფეხბურთელებმა ბერლუსკონის მეძავებით სავსე ავტობუსი მოსთხოვეს
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
ბერლუსკონი ფეხბურთელებს მეძავებით სავსე ავტობუსს დაჰპირდა
მარიო ბალოტელი იტალიაში ყოფილ გუნდში დაბრუნდება
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"მონცამ" "იუვეს" ისევ მოუგო - ბერლუსკონიმ ფეხბურთელებს მეძავები უნდა დაახვედროს