გერმანულ გარმიშ-პარტენკირხენში, სამთო მოთხილამურეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაჟთა გიგანტური სლალომი გაიმართა

გუშინ გერმანულ გარმიშ-პარტენკირხენში, სამთო მოთხილამურეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაჟთა გიგანტური სლალომი გაიმართა. ფინალურ ეტაპზე 97 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის კი ორი ქართველი იყო, რომელთაც წინა დღით საკვალიფიკაციო ბატალიები გამოიარეს. ბუნებრივია, ჩვენებურები ფავორიტთა შორის არ ყოფილან.

პირველი ჩამოსრიალების შემდეგ 60-მა საუკეთესომ ბრძოლა მედლებისთვის გააგრძელა. სასიხარულოა, რომ მათ შორის ორივე ქართველი მოხვდა - იასონ აბრამაშვილიც (1:05,97 წთ) და ალექსი ბენიაიძეც (1:08,27). მეორე ცდაზე მათ დაახლოებით ერთნაირი შედეგი აჩვენეს. საბოლოოდ, იასონ აბრამაშვილმა 2:18,55 წუთი შედეგით 46-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ალექსი ბენიაიძემ (2:20,92) - 49-ე.

მსოფლიოს ჩემპიონატი სამთო-სათხილამურო სპორტში 2 წელიწადში ერთხელ იმართება. იასონ აბრამაშვილმა პირველად ბორმიოში (იტალია) 2005 წელს, 17 წლის ასაკში იასპარეზა. მისთვის სადებიუტო ტურნირში ქართველმა გიგანტურ სლალომში 46-ე ადგილი დაიკავა. ორი წლის შემდეგ არეში მან საკვალიფიკაციოში 28-ე ადგილი დაიკავა და ფინალში ვერ გავიდა. ასე რომ, მისთვის რიგით მეოთხე მსოფლიოს ჩემპიონატზე იასონმა თავისი საუკეთესო მიღწევა გაიმეორა. 19 წლის ბენიაიძისთვის ეს მსოფლიოს მეორე ჩემპიონატია, ორი წლის წინათ ვალ დ'იზერში (საფრანგეთი) მას მეორე საკვალიფიკაციო ცდაზე დისკვალიფიკაცია მისცეს. ასე რომ, გერმანიაში ალექსიმ საუკეთესო შედეგი აჩვენა.

დღეს გარმიშ-პარტენკირხენში ქალთა სლალომია, სადაც ნინო წიკლაური მონაწილეობს, ხვალ კი მსოფლიოს ჩემპიონატი ვაჟთა სლალომით დაიხურება, სადაც იასონისა და ალექსის გარდა, დიმიტრი გედევანიშვილი და კოტე ვახტანგიშვილიც გამოვლენ.

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...