21 წლის ქართველი ნახევარმცველი ოფიციალურად ჯერ ისევ "ხიმნასტიკის" ფეხბურთელად ითვლება
ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ტარაგონას "ხიმნასტიკში" გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას ესპანურ "სევილიაში" გააგრძელებდა.

შემდეგ ინფორმაციები დაზუსტდა: მხარეებმა კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს და აბურჯანია ანდალუსიურ კლუბთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებდა. გერმანული სამენეჯერო ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტის" მტკიცებით, "სევილიამ" ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში 1,8 მილიონი ევრო გადაიხადა, საიდანაც 15 პროცენტი აბურჯანიას ყოფილ კლუბს, ფამაგუსტას "ანორთოსისს" ერგო.

ესპანური მედიის მტკიცებით, გიორგი ესპანეთის სამხრეთში მდებარე პროვინციის მთავარ ქალაქში აგვისტოს დასაწყისში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა, რათა 4-წლიანი კონტრაქტი გაეფორმებინა. ამის შემდეგ კი, პოპულარული გამოცემა "მარკას" ცნობით, აბურჯანია "სევილიას" მეორე გუნდის, "ატლეტიკო სევილიას" გასაძლიერებლად აიყვანეს, რომელიც სეგუნდა დივიზიონში ახლახან გადავიდა.

diarimes.com-ის ინფორმაციით, აბურჯანიას "სევილია" ოფიციალურად ორშაბათს, 8 აგვისტოს წარადგენდა...

მოკლედ, ყველაფერი შეთანხმებული იყო და ყველა ფორმალური მხარის მოგვარებას ველოდით, მაგრამ გავიდა ეს 8 აგვისტოც და ქართველი ჯერ ისევ ოფიციალურად "ხიმნასტიკის" ფეხბურთელად ითვლება. შევიტყვეთ, რომ 21 წლის ნახევარმცველს ბარიერი შეუქმნა იმან, რამაც ბევრ ქართველს ევროპასა თუ რუსეთში - საქართველოს პასპორტმა.

აბურჯანია ჯერ ვრცელ კომენტარს ერიდება, მაგრამ ის კი გვითხრა, რომ პრობლემა სამუშაო ვიზის გამო შეექმნა და ახლა მის მოგვარებას კლუბი ცდილობს, ხელშეკრულებას კი ამის შემდეგ გააფორმებს. იმედია, ეს საკითხი მალე მოგვარდება.

გიორგი მართლაც "ატლეტიკო სევილიაში" რომ გაუშვან და სეგუნდა დივიზიონში ითამაშოს, ესეც ბევრს არაფერს ცვლის - ევროპალიგის ბოლო სამი გათამაშების გამარჯვებული "სევილიას" ინტერესის სფეროში ქართველი ახალგაზრდის მოხვედრა მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედია, ტრანსფერი აუცილებლად შედგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რა იურიდიული პრობლემები რის იურიდიული პრობლემები გადაიხადე 3000 ევრო და მოაწერე ხელი ვინმე ევროპელთან და მიიღებ ცხოვრების და მუშAობის უფლებას მეღადავებით თქვეენ თუ რას აკეთებთ?? ეტყობა მარტო იურიდიულ პრობლემებში არაა საქმე
Vaso
სამუშაო ვიზა ქონდა ხიმნასტიკში და სევილიაში რო ჩავიდა , მერე უკვე აღარ ქონდა???? :D , ანუ ჯერ ყველანაირი სამუშაო დოკუმენტი მოგვარებული ქონდა, და მერე სევილიაში ირკვევა რო თურმე სამუშაო უფლება არ აქ, ესეიგი არალეგალურად იყო ხიმბასტიკში?გაარკვიეთ მაინც წესიერად, ან ჯერ გადავხტეთ და ჰოპლა მერე რო დავიძახოთ არ შეილება?
khose ignasio
ხიმნასტიკში თვითონ პრობლემა არ შექმნია სამუშაო ვიზაზე, არც მის მეგობარს და სევილიაში რატოოოოომ??????????????????? სხვა რამე მაინც გეთქვათ ეგეთები უკვე ჩემი 3 წლის ბიჭსაც აღარ სჯერა!!!!!
kai ra
მერე ვისი ბრალია? ნაკრები პირველ 75 ში რომ იყოს რეიტინგის მიხედვით არავის პრობლემა არ შეექმნებოდა. ისევ საკუთარ თავს დააბრალონ ფეხბურთელებმა.
ფაშა ძლიერი
ამიტომაც უნდა განვავითაროთ ეროვნული ჩემპიონატი, არანაირი ექსპორტიორი ქვეყანა, ყველგან გატეხილი აქვთ სახელი ჩვენს ფეხბურთელებს.
დათო
კაი ერთი! დააბრალეს ვითომ პასპორტს. ეს ჟურნალისტები იმასაც წერდნენ რო ლორიას ინგლისში გადასვლასაც პასპორტმა შეუშალა ხელი მარა მხითარიანის მანჩერსტერში გადასვლამ რა გვიჩვენა? რა სომხებს შეუძლიათ სამუშაო ვიზის აღება და ჩვენ არა? არც სომხეთი არაა ტოპ 70 ქვეყანაში. შენ კაი ფეხბურთელი იყავი და კლუბს რო მართლა უნდოდე ყველაფერს იზავს და გაგიკეთებს სამუშაო ვიზას. თქვენ თამაში არიცით, არანაირი ამბიცია არგაქვთ და ბოლოს ყველაფერს ქართულ პასპორტს აბრალებთ.
giga
ჩემმა ამხანაგმა მომიყვა რო უნგრეთში ცხოვრობს და სამუშაოს გამოცვლა უნდა მარა ახლა იცდის რო მუდმივი საცხოვრებელი ნებართვა მიიღოს. რადგან მიმდინარე ნებართვა სამსახურზეა მიბმული და საქართველოში ჩამოსვლა და ხელახლა ჩალიჩI მოუწევდა, მარა სპორტსმენებზე დავიჯერო არ ხდება ამ საკითხის მოგვარება?????
beqa
იკას. მართალი ხარ სამწუხაროდ ეგრეთი პირი უჩანს ამ ყველაფერს. პაპუნაშვილის ბედს გაიზიარებს, იმედია არ ვცდები. მეორე კიდე სევილი სხვა ქვეყნის გუნდია თუ მეშლება რამე. იგივე ქვეყანაში ეხლა ჭირდება ვიზა აბა აქამდე რით თამაშობდა?
giga
ჩავბჟირდი სიცილით :D :D :D

რაღაც მაქინაციებია აღძრული ქართველ ფეხბურთელებზე შეგნებული. ვიღაც ვიღაცეებს არ უნდათ ქართველი ტალანტების ევროსარბიელზე გამოჩენა ფაქტია!
Davit
ფედერაციამ ეგ საკითხი უნდა მოაგვაროს,, ყველა ფეხბურტელისთვის, ამიტომაც აღარ აყავთ ევროპაში ჩვენი ფეხბურთელები
gela
ადრე ერთ კაცს ვიცნობდი, აღარაა ცოცხალი. ახალგაზრდა კაცი იყო, მერაბი ერქვა. როცა კამათი ხდებოდა ამა თუ იმ სპორტულ საკითხზე, ბუნებრივია თავისი აზრის დამცველც წამოყოფდა თავს და იცავდა წარმოთქმულ აზრს, "საიდან გაიგე"-ო რომ კითხავდნენ ხოლმე, "ამა და ამ გაზეთიდან"-ო. მერაბია ეტყოდა ხოლმე "ე ბიჯო არ დოუჯერო ამ აბაზიან გაზეთებსო" ასე გახდით თქვენც, პიარს უკეთებთ სხვადასხვა ფეხბურთელებს ასე მგონია. ის ეპატიჟება ეს ეპატიჟება და ბოლოს გამოდის, რომ "ჭ" კლასში აღმოჩნდება ხოლმე. ამასაც არ დაბეჭდავთ მგონია, ისე როგორც ბევრ სხვას.
ალი ბაბა და 40 ყაჩაღი
სპორტულმა ჟურნალისტებმა ცოტა გასაგებად და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე რომ წეროთ, არ შეიძლება?
დავითი
გემს განცვიფრებას უკვრ საზღვარი არ აქვს რა დავწერო ვეთარ ვხვდები კაცო ხიმნასტიკში იყო და პრობლემა არ ჰქონდა სამუშაო ვიზის და ახლა ქვეყნის შიგნით სხვა კლუბში გადადის და ახლა იქმნება ეგ პრობლემა ? ხალხო დაგვცინით თუ რა ხდება? ასეთი იდიოტობა არ შეიძლება დაიწეროს . მაპატიეთ .
ika
მაგრად არ მინდოდა პაპუნაშვილის ბედი გაეზიარა და სამწუხაროდ ზუსტად ეგრე ხდება )
ucxoplaneteli
უბრალოდ სასაცილოდაც აგარ მყოფნის უკვე
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
[VIDEO] ქოჩორაშვილმა "სევილიაში" პირველად ითამაშა - მისი გუნდი "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
[VIDEO] ქოჩორაშვილი თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს - კაცნაკლულმა "სევილიამ" "ესპანიოლთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
კაკაბაძის საგოლე გადაცემა და "ხიმნასტიკის" გამარჯვება "ვალიადოლიდთან" [VIDEO]
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
სტასენმა "სენტ ეტიენი" დატოვა და ქოჩორაშვილის თანაგუნდელი გახდა - რა ბედი ელის დავითაშვილს?
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ოთარ კაკაბაძის დრიბლინგი და საგოლე პასი "ლუგოსთან" მატჩში [VIDEO]
ესპანური პრესა: გიორგი აბურჯანია შესაძლოა ''ხიმნასტიკში'' დაბრუნდეს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
"ხიმნასტიკმა" სტუმრად "ოსასუნა" დაამარცხა, ოთარ კაკაბაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ოთარ კაკაბაძე სეგუნდას 33-ე ტურის სიმბოლურში
"ხიმნასტიკმა" 2:0 გაიმარჯვა და სეგუნდადივიზიონში დარჩა. ორივე საგოლე გადაცემა კაკაბაძემ გააკეთა [VIDEO]
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ქოჩორაშვილის ახალმა გუნდმა ბილბაოში გაიმარჯვა და გალიდერდა
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა