“რენის” ამბიციას, ისტორიაში პირველად მოიგოს ჩემპიონობა, ტულუზში სერიოზული გამოცდა ელის

“რენის” ამბიციას, ისტორიაში პირველად მოიგოს საფრანგეთის ჩემპიონობა, ტულუზში სერიოზული გამოცდა ელის. ეს წყვილი ერთმანეთს ხვალ საფრანგეთის სამხრეთ დასავლეთში დაუპირისპირდება.

წინა ტურშიც ასე იყო, ჩემპიონობის პრეტენდენტმა ფავორიტზე გვიან ითამაშა და “ლილის” მოგების შემდეგ, ფსიქოლოგიური წნეხის მიუხედავად, საკუთარი თამაში მანაც მოიგო. ამჟამად პირველსა და მეორე საფეხურებზე მოკალათებულ გუნდებს შორის სხვაობა 5 ქულაა. ბრეტონელებს ლიგა 1-ში მშრალი ანგარიშით ზედიზედ უკვე ორი შეხვედრა აქვთ მოგებული.

ფრედერიკ ანტონეტის შეგირდებს მშვენივრად ესმით, რომ მათ ფეხის დაცდენის უფლება უფრო ნაკლებად აქვთ, ვიდრე ჩემპიონატის ლიდერებს. მით უფრო, რომ გუნდმა ბოლო შვიდიდან ვერც ერთი გასვლითი შეხვედრის მოგება ვერ შეძლო. ლიგა 1-ში სტუმრად ჩატარებული უკანასკნელი მატჩი კი სრული კოლაფსით დასრულდა - 1:5 “სოშოსთან”. აი რა განაცხადა წინა ტურის დაპირისპირების შესახებ ანტონეტიმ, მწვრთნელმა, ვისაც “ბასტია”, “სენტ ეტიენი” და “ნიცა” გაუწვრთნია:

“ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა დიდი ბედნიერების საფუძველია. ხომ ნახეთ, მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე შევძელით მატჩის ბედის გადაწყვეტა, თუმცა, ვწუხვარ, რომ ჩემმა ბიჭებმა მეტი კონტრშეტევა ვეღარ გამოიყენეს. საბოლოო ჯამში, ბიჭებს ვერ ვეტყვი, რომ მათი თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ.

მუდამ იმას ვამტკიცებდი, რომ საფრანგეთში ხუთი დიდი გუნდია, ვისაც სხვებთან შედარებით ამოუწურავი რესურსები აქვს. იმასაც მუდმივად ვიმეორებდი, რომ მაშინ, როცა ამ ხუთეულიდან რომელიმეს საქმეები არ მისდის, სწორედ ჩვენნაირ გუნდებს ეძლევათ ცხრილში მათი ადგილის დაკავების შანსი. ჯერჯერობით იმის მტკიცება, რომ ამ შანსს უეჭველად ჩვენ გამოვიყენებთ, შეუძლებელია. წინ ჯერ კიდევ სეზონის 1/3-ი გვაქვს გასავლელი.”

ანტონეტისგან განსხვავებით, 23-ე ტურის შემდეგ თავისი შეგირდების გარჯით მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ გამოიყურებოდა ტულუზელთა თავკაცი ალენ კაზანოვა: “სათქმელი არაფერი მაქვს. “ლილი” უბრალოდ ერთი თავით ჩვენზე მაღლა იდგა. შეხვედრა ნორმალურად დავიწყეთ, მაგრამ მერე პრობლემებმა იჩინა თავი. ბურთს ძალზე გაუფრთხილებლად ვეპყრობოდით. ამას გარდა, ძალიან დიდი დოზით გვქონდა ტექნიკური წუნიც.”

თუმცა მასპინძლებს იმის იმედი აქვთ, რომ მშვენიერ საშინაო სერიას გააგრძელებენ. გუნდმა ბოლო ხუთიდან ოთხი მატჩი მოიგო და მოგებულ მატჩებში ერთი გოლიც არ გაუშვია. ევროპის ლიგაში “ეინდჰოვენთან” უმძიმესი დაპირისპირების შემდეგ 72 საათიც კი არ იქნება გასული, როცა “ლილი” საფრანგეთის სამხრეთით გაემგზავრება და მონპელიეს დაუპირისპირდება. სწორედ სამხრეთელები იყვნენ ისინი, ვინც ჩემპიონატის ლიდერს ბოლო მარცხი აგემეს ლიგის თასის გათამაშებაში. ეს ნოემბერში მოხდა. მას მერე ჩრდილოელები უკვე 14 მატჩია დაუმარცხებლად მიიწევენ დასახული მიზნებისკენ, რამაც განაპირობა კიდეც ის, რომ ისინი ცხრილს სათავეში მოექცნენ და მწვერვალზე ფეხი საკმაოდ მყარად მოიკიდეს.

ბოლო შეხვედრაში რუდი გარსიას შეგირდებმა მცირე შოკი გადაიტანეს, როცა პსვ-მ მათთან ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. გარსია არ მალავს, რომ მისი გუნდისთვის პრიორიტეტი შინაური ასპარეზია და სწორედ ამ მიზეზით იყო, მისი გუნდი ჰოლანდიის ჩემპიონატის ლიდერთან ლამის დუბლიორებით რომ გავიდა საასპარეზოდ. ერედივიზიელებს ძირითადი შემადგენლობიდან მხოლოდ ლანდრო, დებიუში და ჩედჯუ დაუხვდნენ.

“პსვ-სთან ჩემი ბიჭების თავდადებით კმაყოფილი ვარ. ჩვენ მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით. სასტარტოში მოხვედრილებმა აშკარად მიმანიშნეს, რომ სამომავლოდ მათზეც შეიძლება დაყრდნობა. მნიშვნელოვანია, რომ ისინი ყოველთვის მზად არიან თავდადებისთვის.”

უმთავრესი პრობლემა, რაც რუდი გარსიას გუნდს აქვს, ეს ტრავმირებული ადილ რამის არყოფნაა. თუმცა “ეინდჰოვენთან” დასვენებული ბალმონი, მავუბა, ჰაზარდი, ჟერვინიო და მუსა სოუ მზად არიან სასტარტოში თამაშის დასაწყებად. თავის მხრივ საკადრო პრობლემები მიეძალა “მონპელიეს”. რენე ჟერარი საგონებელშია ჩავარდნილი. მას საუკეთესო ბომბარდირი ოლივიე ჟირო დააკლდება. მინდორზე ვერ ვიხილავთ ვერც ძირითად მარჯვენა მცველ გარი ბოკალის. რაც შეეხება ჰასან კაბზეს, მას ლიგის თასის შეხვედრაში აქლემის როლის მორგება და ფურთხება არ აპატიეს - თურქს წამლად ხუთთამაშიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.

“ჩვენ აშკარად გვაკლია საკუთარი ძალების რწმენა. ხანდახან მეჩვენება, რომ ზედმეტად შებოჭილები ვთამაშობთ”. მწვრთნელს ეთანხმება ჟეფრი დერნი, ფორვარდი, რომელსაც 13 შეხვედრაში ჯერ გოლიც არ გაუტანია: “ყველანი ცალ-ცალკე ვცდილობთ გმირები ვიყოთ და არ გამოგვდის. ჩვენ კოლექტიური სული გვაკლია. უმთავრესი პრობლემა სწორედ ეს არის. გაღიზიანებული ვარ, რადგან ვიცი, რომ უკეთ გარჯა შეგვიძლია.”

დღეს:

ოსერი-არლი 22:00

ბრესტი-მონაკო 22:00

კაენი-ვალანსიენი 22:00

ლანსი-სოშო 22:00

მარსელი-სტ. ეტიენი 22:00

ლორიანი-ბორდო 24:00

ხვალ:

მონპელიე-ლილი 20:00

ნიცა-პსჟ 20:00

ტულუზი-რენი 24:00

რჩება თუ არა პსჟ-ში და აგრძელებს კონტრაქტს - დემბელემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა