კახა კალაძე და მისი თანაგუნდელები ჩემპიონთა ლიგის მატჩისგან ნირწამხდარ რომაელებს შესანიშნავ განწყობაზე ხვდებიან

ყველაზე კარგ განწყობაზე XXVI ტურს "ინტერი" ხვდება - მაშინ, როდესაც იტალიურმა გუნდებმა ევროარენაზე ვერც ერთი შეხვედრა ვერ მოიგეს, მილანელებმა სერია A-ს გამოტოვებული პაექრობა გამართეს და "ფიორენტინა" მისსავე მოედანზე დაამარცხეს.

საერთო იტალიური განწყობა კი მეტად მძიმეა, რაც სულაც არ გახლავთ გასაკვირი - თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, 2012-2013 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაში ბუნდესლიგას ექნება ოთხი ადგილი, სერია A-ს კი სამი დარჩება. ეს ყველაფერი აპენინური გუნდების წარუმატებელი ასპარეზობის ბრალია - ამ ფონზე, "ინტერის" ევროპული და მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის სათავეში ყოფნა თითქოს ამოვარდნილიც კია კონტექსტიდან.

აქვე, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე იტალიელებმა საშინაო მარცხები იწვნიეს - "მილანი" "ტოტენჰემთან" შერცხვა, "რომა" კი "შახტართან". რაც შეეხება ევროპის ლიგის გათამაშებას, იქ მხოლოდ "ნაპოლია" შემორჩენილი და ისიც უგოლო ფრეს დასჯერდა "ვილიარეალთან" პაექრობაში. მომდევნო შეხვედრა ესპანეთში გაიმართება და ფავორიტად სწორედ პირინეული გუნდი ითვლება. ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა იტალიელთა თავმოყვარეობაზე, მილანშიც და რომშიც ხმამაღლა აცხადებენ, რომ გასვლით პაექრობებში თავს დადებენ და სასურველ რეზულტატს მიაღწევენ - ვნახოთ, აღდგომა და ხვალეო. იქამდე კი სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩებია გასამართი, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

დღევანდელი შეხვედრებიდან განსაკუთრებულ ინტერესს "ინტერის" პაექრობა იწვევს. მილანს "კალიარი" სტუმრობს, გუნდი, რომელიც აღმავლობის გზაზეა და იოლად არაფერს თმობს. რობერტო დინადონი იმუქრება, რომ მრისხანე მეტოქეს სამ ქულაზე შეებმება: "უნდა ვაღიარო, რომ ფავორიტი "ინტერია", მაგრამ მილანში სამი ქულის ასაღებად ჩავდივართ. გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია და ვგრძნობ, რომ გრანდებთან ტოლსწორად თამაში ხელგვეწიფება. ამასთან, ვფიქრობ, რომ "ნერაძური" დღეს საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს მთელს იტალიაში."

"ინტერის" ლაზარეთი ნელ-ნელა შეთხელდა და ლეონარდოსაც ასარჩევად აქვს საქმე. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, შეტევის წინა ხაზზე სამუელ ეტოოსა და ჯამპაოლო პაცინის ვიხილავთ, მათ უკან კი ვესლი სნეიდერი ითამაშებს. კვლავ ძირითადში მოიაზრება ხარჯა, რომელსაც ესტებან კამბიასო და ტიაგო მოტა დაუმშვენებენ გვერდს. კითხვის ნიშნებია დაცვის ხაზში, რადგან ამ რგოლში ლეონარდოს საკადრო პრობლემები აქვს. ლუსიო და ვალტერ სამუელი დაშავებულნი არიან, კრისტიან კივუს კი დისკვალიფიკაცია აქვს. ანდრეა რანოკია რომ ძირითადში იქნება, წყალი არ გაუვა, მის მხარდამხარ კი ცენტრში ან ივან კორდობა იასპარეზებს, ანაც მარკო მატერაცი. მარჯვნივ დუგლას მაიკონი დადგება, ხოლო მარცხნივ ხავიერ ძანეტი. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.

"მილანი" ვერონაში შეეცდება ხასიათის გამოკეთებას, სადაც "კიევოსთან" მოუწევს თამაში. იტალიური პრესა იუწყება, რომ ანტონიო კასანოა ბრწყინვალე ფორმაში - ვარჯიშებზე თურმე საუკეთესოა და "მფრინავ ვირებს" პირველივე წუთიდან შეერკინება. სათადარიგოთა სკამზე მოიაზრება ალეშანდრე პატო, კასანოს მხარდამხარ კი რობინიო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაირჯებიან. "კიევო" საკუთარ მოედანზეა განსაკუთრებულად სახიფათო და წესით, დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს.

მასიმილიანო ალეგრის შემდეგი მოსაზრება აქვს: "გარკვეული პერიოდით უნდა დავივიწყოთ ჩემპიონთა ლიგა და სერია A-ზე გადმოვერთოთ. ვერონაში რთული თამაში გველის, რომელიც აუცილებლად ჩვენს სასარგებლოდ უნდა დავასრულოთ. კასანო მართლაც ძალიან კარგ ფორმაშია და მასზე დიდ იმედებს ვამყარებ. პირველი ნომრიდან უნდა ვითამაშოთ და სტრატეგიასაც შესაბამისს ავირჩევთ."

ტურის უკანასკნელი შეხვედრა "სან პაოლოს" სტადიონზე გაიმართება, სადაც "ნაპოლი" "კატანიას" მიიღებს. სტადიონი ალბათ პირთამდე გაივსება და "ნაპოლი" აუცილებლად შეუტევს - ამაზე ვალტერ მაძარის სიტყვები მეტყველებს: "მგონი ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ მიზნად სამი ქულის მოპოვება გვაქვს დასახული. "კატანია" კონტრშეტევებზე მეტად სახიფათოა, ამიტომ, მცველებს ყურადღებით მართებთ ყოფნა. ევროპის ლიგაზე რთული მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ შეგირდები ფიზიკურ მომზადებას არ უჩივიან. ეს მაიმედებს და ვფიქრობ, რომ მიზანს მივაღწევთ."

"ნაპოლის" ეზეკილ ლავეცის გარეშე მოუწევს ასპარეზობა, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს. თავდასხმაში მარეკ ჰამშიკთან და ედისონ კავანისთან ერთად ჯუზეპე მასკარა გაირჯება. ვნახოთ, რა მოხდება "სან პაოლოზე".

"შახტართან" მატჩის წინ ამბობდა ფილიპ მექსე, რომ ჩემპიონთა ლიგის თამაში "რომასთვის" წამალია - წამალი, რომელმაც გუნდი ვერ განკურნა და ძველებურად დაავადებული გაუშვა გენუაში. კახა კალაძე და მისი თანაგუნდელები კი პირიქით, შესანიშნავ განწყობაზე არიან, რადგან შუა კვირაში გენუური დერბი მოიგეს. თუ რომაელებმა ვერც ამ თამაშში მოახერხეს სამი ქულის აღება, უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ჩაიგდებენ თავს.

"იუვენტუსი" "ლეჩეს" სტუმრობს და შეეცდება მოგებათა სერია სამამდე გაზარდოს. ლუიჯი დელ ნერი ფორვარდების სათამაშო კონდიციით გახლავთ კმაყოფილი - ლუკა ტონი და ალესანდრო მატრი სასტარტოში მოიაზრებიან, ალესანდრო დელ პიერო კი რეზერვში დარჩება. ვინჩენცო იაკვინტა ჩადგა მწყობრში და ისიც თადარიგში იქნება. "ინტერის" არ იყოს, "იუვეს" ლაზარეთიც ცარიელდება, რაც ტურინელებს ძალიან ახარებთ.

დღეს:

ბოლონია-პალერმო 21.00

დისკვალიფიკაცია: კამოციერი, ბალცარეტი (პალ).

ტრავმა: ეკდალი, გარიჩი - კასანი, პინილია, გოიანი, დარმიანი, პაოლუჩი.

ინტერი-კალიარი 23.45

დისკვალიფიკაცია: კივუ (ინტ).

ტრავმა: მარიგა, ლუსიო, სამუელი, მილიტო (ინტერი).

ხვალ:

ლეჩე-იუვენტუსი 15.30

დისკვალიფიკაცია: გუსტავო, ოლივერა, ჯედა, ჯაკომაცი - სისოკო.

ტრავმა: ჯულიატო, ოფერე, ტომოვიჩი - რინაუდო, დე ჩელიე, კვალიარელა, ტრაორე.

კიევო - მილანი 18.00

დისკვალიფიკაცია: მანდელი, სარდო (კიე).

ტრავმა: ბოლიაჩინო, ლუჩანო, მარკოლინი - პირლო, ძამბროტა, ინძაგი, ბონერა, ამბროზინი, აბიატი.

ფიორენტინა - სამპდორია 18.00

ტრავმა: ვარგასი, სანტანა, კროლდრუპი, იოვეტიჩი, ფრეი - სემიოლი, პოცი, ბიაბიანი.

ჯენოა - რომა 18.00

დისკვალიფიკაცია: როზი, დე როსი, კასეტი (რომა).

ტრავმა: ბოზელი, დესტრო, კონკო - პიზარო, ადრიანო.

ლაციო - ბარი 18.00

ტრავმა: ლიხტშტაინერი, როკი, დიაკიტე, მაური - ბარეტო, ს. მაზიელო, კუტუზოვი, ბელმონტე.

პარმა - ჩეზენა 18.00

დისკვალიფიკაცია: პაროლო (ჩეზ).

ტრავმა: კალვო, მარკესი - ფატიჩი.

უდინეზე - ბრეშა 18.00

დისკვალიფიკაცია: სანჩესი (უდინ).

ტრავმა: ბასტა, ფერონეტი, ანჯელა - დალამანო.

ნაპოლი - კატანია 23.45

დისკვალიფიკაცია: კამპანიარო, ლავეცი (ნაპ).

ტრავმა: გრავა, ვიტალე - კაპუანო, ბიაჯანტი, ისკო, ბელუში, კარბონი, ტერლიცი.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 25 15 7 3 44-19 52

2. ნაპოლი 25 15 4 6 40-22 49

3. ინტერი 25 14 5 6 46-29 47

4. ლაციო 25 13 6 6 32-22 45

5. უდინეზე 25 13 4 8 42-30 43

6. იუვენტუსი 25 11 8 6 41-30 41

7. პალერმო 25 12 4 9 44-35 40

8. რომა 24 11 6 7 35-32 39

9. კალიარი 25 10 5 10 32-27 35

10. ფიორენტინა 25 8 8 9 28-28 32

11. ჯენოა 25 8 8 9 20-22 32

12. კიევო 25 7 10 8 27-27 31

13. სამპდორია 25 7 9 9 23-27 30

14. ბოლონია 24 8 8 8 26-33 29

15. პარმა 25 6 8 11 23-34 26

16. კატანია 25 6 8 11 22-33 26

17. ლეჩე 25 6 6 13 26-46 24

18. ბრეშა 25 6 4 15 20-33 22

19. ჩეზენა 25 5 6 14 17-34 21

20. ბარი 25 4 6 15 14-39 15

ბომბარდირები: 20 – კავანი (ნაპოლი); 16 – დი ნატალე (უდინეზე); 15 – ეტოო (ინტერი); 14 - დი ვაიო (ბოლონია), მატრი (იუვენტუსი); 13 – იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

rubikointer
ინტერი,მილანი,ნაპოლი აი საბოლოო ცხრილი ჩემპიონატის
rubikointer
ინტერი მილანი ნაპოლი აი საბოლოო სხრილი ცჰემპიონატის
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ